x
image
ბოკვერა72
სცემეს თუ არა გოგონა კუს ტბაზე პოლიციელებმა? - გენინსპექციის დასკვნა ცნობილია!
image

კლუბ "ვიტამინის" მენეჯერმა, ლიკა კიკიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელდა ვიდეო, რომელშიც 6 ივლისის ღამეს მასზე მომხარ თავდასხმაზე და ძალადობაზე საუბრობს და პატრულს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

image
მისი თქმით, სამართალდამცველებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. ამასთან, კიკიანის თქმით, მისი კუთვნილი IPHONE 5 დაუმტვრიეს. გოგონას თქმით, პოლიციელებმა სცემეს ის ადამიანებიც, ვინც მას გამოექომაგნენ. პოლიციიდან ხელწერილით მას შემდეგ გამოუშვეს, როცა პოლიციაში მისი კლუბის ხელმძღვანელი მივიდა. მისი თქმით, პოლიციელები ვაკის განყოფილებაში მუშაობენ და მათი მანქანის სანომრე ნიშანია: AA 235 CC.


გავრცელებულ ვიდეოს ჯერ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა შინაგანა საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი და განაცხადა, რომ მოკვლევა დაიწყება. მოგვიანებით კი შსს-ს მიერ გავრცელდა გენინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიკა კიკიანისთვის პოლიციელებს არც შეურაცხყოფა მიუყენებიათ და არც სასტიკად უცემიათ:


"მაღალი საჯარო ინტერესის გამო, რომელიც თბილისში, კუს ტბაზე მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეოს გავრცელებიდან უმოკლეს დროში მოკვლევა ჩაატარა და გადაამოწმა ყველა გარემოება, რომელზეც მოქალაქე ლიკა კიკიანი აღნიშნულ ჩანაწერში საუბრობს, ამოიღო ვიდეოჩანაწერები და გამოკითხა ფაქტთან დაკავშირებული ყველა პირი, თუმცა თავად ლიკა კიკიანმა ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში არ გამოცხადდა.


ლიკა კიკიანი რამდენიმე ეპიზოდში ამბობს, რომ 20-მდე პოლიციელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე ასახელებს გარეშე პირს - გრიგოლ ბ-ს, რომელიც ეპიზოდში მისი დახმარების მიზნით ჩაერთო და რომელიც პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. ჩვენ მიერ ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ლიკა კიკიანი და გრიგოლ ბ. ვაკის პოლიციის 1-ელ განყოფილებაში თავისუფლად შედიან და თავისუფლად ტოვებენ შენობას. გრიგოლ ბ. ასევე თავაზიანად ემშვიდობება პოლიციელებს. მისი ინფორმაციით, გოგონას ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ის ასევე უარყოფს მის მიმართ რაიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელების მხრიდან.
ლიკა კიკიანის მიერ დასახელებული დამლაგებელი - ბატონი როსტომ ო. აცხადებს, რომ ადგილზე მივიდა ლიკა კიკიანის დაძახებისთანავე, სადაც იგი შეესწრო გოგონას დაკავების ფაქტს. მისივე თქმით, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მან მხოლოდ კლუბის დირექტორს გადასცა ინფორმაცია ლიკა კიკიანის დაკავების შესახებ.

ჩანაწერში ლიკა კიკიანი ამბობს, რომ კუს ტბაზე დაშვებისას ოც პოლიციელს მოჰყავდა და ისინი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მაშინ, როდესაც ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ იგი მხოლოდ ორ პოლიციელს მოჰყავს და ყელში წვდომის ეპიზოდიც ამ ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება.

ლიკა კიკიანი აცხადებს, რომ სასტიკად იყო ნაცემი და შედეგად მიიღო მრავლობითი დაზიანებები, რაზეც დგინდება, რომ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების

ბრიგადის ექიმებმა გარეგანი დათვალიერებით დაზიანებები ვერ დააფიქსირეს, თუმცა შესთავაზეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაც, რაზეც ლიკა კიკიანმა უარი განაცხადა. აღნიშნული დაფიქსირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოქმში. ასევე გამოკითხული ქალი პოლიციელი, რომელმაც დაკავებული გოგონა პოლიციის განყოფილებაში შეამოწმა, მიუთითებს, რომ მას სხეულზე არანირი სისხლნაჟღენთი ან ტრავმა არ აღენიშნებოდა. დამატებით გვსურს პასუხი გავცეთ ვიდეოჩანაწერში გამოთქმულ ვარაუდს, თითქოს გოგონა პოლიციამ ორ დღეში დაიბარა იმ განზრახვით, რომ დაზიანებები გაუქრებოდა. აღნიშნულს კიდევ ერთხელ გამორიცხავს ის, რომ გოგონამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს კლინიკაში დამატებითი შემოწმების ჩატარებაზე უარი განუცხადა.



ლიკა კიკიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მას მაისური „შემოახადეს“. ვიდეოჩანაწერებში, როგორც კუს ტბაზე დაკავებისას, ასევე პოლიციის განყოფილებაში, ჩანს, რომ მას მაისური აცვია და ის დაუზიანებელია.


როგორც ალკოტესტი, ასევე ახსნა-განმარტებები ადასტურებს, რომ ლიკა კიკიანი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. კლუბის ხელმძძღვანელის გადმოცემით, როდესაც მან პირველად ნახა ლიკა კიკიანი პოლიციის განყოფილებაში, არავითარი დაზიანებები არ აღენიშნებოდა და იგი იყო მშვიდად. ასევე გამოიკითხა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა პირი, რომლებიც ლიკა კიკიანის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს სრულ მზადყოფნას აღნიშნული მასალები საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნოს სწრაფი და ეფექტური გამოძიებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.


იხილეთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო:



0
224
2-ს მოსწონს
ავტორი:ბოკვერა72
ბოკვერა72
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0