x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136061
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510321
გიორგი კალანდაძე ყოფილ ცოლთან, ნათია წიწილაშვილთან შერიგებას ცდილობს(+მათი სიყვარულის ისტორია).
image
მსახიობებმა გიორგი კალანდაძემ და ნათია წიწილაშვილმა ერთმანეთი პოპულარული ქართული სერიალის, "ჩიფსების თაობის" ქასთინგზე გაიცნეს. როგორც გიორგი აღნიშნავდა, ნათია უამრავ გოგოს შორის გამოირჩეოდა თავისი გარეგნობით. იგი ძალიან თვითდაჯერებული ჩანდა. სერიალის გმირისთვის, ნიკას შეყვარებულის როლზე გოგონას ეძებდნენ და უამრავ მსურველს შორის ნათია დაამტკიცეს როლზე.

შეყვარებულობის პერიოდმა ერთ წელიწადს გასტანა, მაგრამ მანამდე ისინი წელიწადზე მეტხანს მეგობრები იყვნენ. მათ თავიდან თავშიც კი არ გაუვლიათ, რომ ერთმანეთისთვის სხვა თვალით შეეხედათ. მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ მიხვდნენ, რომ ორივეს უფრო მეტი უნდოდათ ერთმანეთისგან, ვიდრე მეგობრობა.

2010 წელს, 15 მაისს წყვილი დაქორწინდა. მათ ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადეს, ვინაიდან გადაწყვიტეს, რომ ის თანხა რაც გრანდიოზულ ქორწილზე უნდა დაეხარჯათ, პირადი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ. ჰქონდათ ჯვრისწერა, ხელისმოწერა და პატარა, ლამაზი ქორწილი.image

გიორგის და ნათიას 2012 წლის, 18 ოქტომბერს გოგონა, ნასტასია ეყოლათ.imageimage


არავის ეგონა თუ ისინი დაშორდებოდნენ ერთმანეთს, იმდენად სტაბილური წყვილი ჩანდა. მაგრამ უკვე ერთი წელია რაც ცოლ-ქმარი აღარ არიან. დაშორების მიზეზებზე კი არ საუბრობენ.

გიორგი კალანდაძე ტელეკომპანია GDS-ში მუშაობდა და ჰქონდა თავისი საავტორო გადაცემა "პეპლის ეფექტი", მაგრამ მისი გადაცემა დაიხურა.

გიორგისთან შედარებით ნათია უფრო აქტიურად ჩანს ეკრანებზე. იგი "ჩემი ცოლის დაქალებში" დაჩაგრული რძლის, თამთას როლს ასახიერებს. ნათია წიწილაშვილი მონაწილეობას ღებულობს გადაცემაში "შენი შანსი", რომელიც ყოველ ხუთშაბათს გავა "კომედი არხზე".

გადაცემის ჩაწერაზე მისმა სექსუალურმა კაბამ სოციალური ქსელი აალაპარაკა.

გიორგიმ ყოფილი მეუღლის ასეთ ჩაცმულობასთან დაკავშირებით "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს შოუსთვის იყო საჭირო და ნათია ასე ჩაცმული გარეთ არ გავაო:

" ამ კაბაში ნათიას ლამაზი სხეული ლამაზად გამოჩნდა."

imageგიორგი კალანდაძე ყოფილ მეუღლესთან შერიგებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით მისგან პასუხი არ მიუღია.

imageimageimage

0
961
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
961
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0