ტურიზმი მსოფლიოს მე-8-ე საოცრება 2015, 6 ივლისი, 17:18 დღეს მსოფლიოს 7 საოცრებიდან, მხოლოდ ეგვიპტის პირამიდების ნახვა შეიძლება.
მაგრამ, თუ გინდათ, რომ საოცრება მხოლოდ კი არ ნახოთ, არამედ მისი სურნელიც
შეიგრძნოთ, დუბაის უნდა ეწვიოთ.
დუბაი, მხოლოდ ძვირადღირებულ სასტუმროებით კი არა, უნიკალური, პრაქტიკულად, ზღაპრული არქიტექტურული ძეგლებითაც არის ცნობილი. მათ შორის არის საოცრებათა ბაღიც. გარდა იმისა რომ მართლაც საოცარი ადგილია, ის იმითაც არის გამორჩეული, რომ სულ რამოდენიმე წელში გაშენდა დაუსახლებელ, უკაცრიელ უდაბნოში და დღეს უკვე ყველაზე დიდი ყვავილოვანი ბაღია მსოფლიოში. ვისაც წილად ხვდა საოცრებათა ბაღში ყოფნის ბედნიარება, ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ის მსოფლიოს მე-8-ე საოცრებაა და იქ, ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ, ყველა უნდა წავიდეს. პარკი 6, 7 ჰექტარზე არის გადაჭიმული. იქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 50-ზე მეტი სახების ყვავილი არის ჩამოტანილი. ყვავილებით კედლები, ქანდაკებები, პირამიდები და კოშკები არის აგებული. პარკის ძირითადი სამკაული პეტუნიაა. მას ემატება ნემსიწვერა, კოლეუსი და სხვა ყვავილები. პარკის გახსნა ყველა შეყვარებულის დღეს, 14 თებერვალს, დაამთხვიეს. ბაღის მთელ პერიმეტრზე ხეები არის დარგული. პარკი უკვე მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, ყვავილოვანი კედლის წყალობით, რომლის სიმაღლე 3 მ-ია, ხოლო სიგანე 800 მეტრი. პარკში უამრავი ინსტალაციაა, ყველაზე პოპულარული მათ შორის, ევროპელებისთვის კარგად ცნობილი, ქოლგები (შერბურის ქოლგები) არის. სარწყავად იყენებენ წვეთოვანი მორწყვის სისტემას, რომელიც ბევრად უფრო ეკონომიურია, ვიდრე მორწყვის სხვა სისტემები. ბაღის დიზაინერების სიამაყე 10 მეტრიანი ყვავილოვანი კოშკი არის, რომელიც ადამიანისა და ბუნების ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს. ყვავილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო დიზაინერები სულ ახალ-ახალ კომპოზიციებს იგონებენ. და მთელი ეს სილამაზე, შუაგულ უდაბნოში არის გაშენებული. 1809 11-ს მოსწონს
|