x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს ყველაზე დიდი ხვრელები
შავი ხვრელი ეს არის- არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს. ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას - სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი - „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება. არსებობს მრავალი კოსმოსური ობიექტი, რომლის დანახვაც ადამიანის თვალით შეიძლება - ვარსკვლავები, ნისლეულები, პლანეტები, მაგრამ სამყაროს უმეტესი ნაწილი უხილავია, მათ შორის უხილავია „შავი ხვრელებიც“.


image

თავად ტერმინი „შავი ხვრელი“ პირველად ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ უილერმა 1967 წელს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს გამოიყენა.


ერთ-ერთ უცნაურ და საშიშ ბუნებრივ მოვლენად ხასიათდება უზარმაზარი ხვრელები, რომლებიც დროდადრო წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირზეც სხვადსხვა ადგილებში და იწვევს ადგილობრივების წარმოუდგენელ და მოულოდნელ შიშს. ამ ხვრელების სიღრმე სავსეა უამრავი საიდუმლოთი, თუმცა საღად მოაზროვნე მეცნიერ-მკვლევარები მოგვიწოდებენ, რომ მათგან თავი შორს დავიჭიროთ. მე კი დღევანდელი სტატიის მეშვეობით შევეცდები გამოგზაუროთ ამ იდუმალი ხვრელების ირგვლივ ვირტუალურად და გამცნოთ ცოტა რამ მათი წარმოშობის შესახებ:




1. Quarry Kennecott Bingham Canyon Mine. ყველაზე აქტიური კარიერია მსოფლიოში, რომელიც მდებარეობს იუტაში, ა.შ.შ-ში. სიღრმით 1 კილომეტრია, სიგანე კი 3, 5 კილომეტრი. სპილენძის მოპოვება 1863 წელს დაიწყო და ჯერაც არ დაუსრულებიათ მისი მიღება. ეს კარიერი ადამიანის მიერ თხრილ, ყველაზე დიდ ხვრელს წარმოადგენს, სადაც მუშაობა 1400 ადამიანს უწევს და ყოველდღიურად 45 000 ტონა ქანს იღებენ.


image




2. ალმასის კარიერი. მდებარეობს კანადაში და ცნობილია როგორც ალმასის საბადო. შესწავლილი იქნა ცოტა ხნის წინ- 1992 წლიდან, ხოლო ალმასის მოპოვება კი 2003 წლიდან დაიწყეს. სამი უზარმაზარი მილი უეცრად ჩამოყალიბდა კუნძულ Laс de Gras-ის სამხრეთით 220 კმ-ში. ასეთი პატარა კუნძულისთვის კი ეს მხოლოდ უზარმაზარი ხვრელია, რაც ალმასის მოპოვების საკითხით კანადის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ყოველწლიურად მოიპოვება 8 მილიონი კარატი ალმასი.

image

image





3. სამყაროს კიმბერლიტური მილი. მდებარეობს იაკუტაში, ქალაქ Mirny-ში. სიღრმე 525 მეტრია, ხოლო დიამეტრი კი 1, 2 კილომეტრია. ვულკანის პირში ადრე მოიპოვებოდა ალმასი, თუმცა ეხლა ძირითადად კარიერის ნარჩენებს სწავლობენ. ერთ-ერთი უდიდესი კარიერი ასევე ტურისტებს ემსახურება.

image

imageimage




4. დიდი ლურჯი ხვრელი. Yucatan-ის ნახევარკუნძულზე მდებარე პატარა ულამაზესი სახელმწიფოს- ბელიზის მთავარი ინტერესია. დაივინგის მოყვარულების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია აქ და მსოფლიოს მასშტაბიდან მიდიან ამ საოცრების სანახავად. 400 მეტრი სიგანის და 140-160 მეტრი სიღრმის ულმაზესი ლურჯი ხვრელია კარიბის ზღვის გულში.

imageimage




5. უდიდესი ხვრელი Monticello-ს წყალსაცავში. ეს წყალსაცავი მდებარეობს კალიფორნიის ჩრდილოეთით, ა.შ.შ-ში და ერთ-ერთი დიდი წყალსაცავია მსოფლიოში. აშენდა 55 წლის წინ ადამიანების ხელით. ამ ხვრელში- ძაბრში წამში 1370 კუბური მეტრი წყალი მიედინება.

imageimage

image



6. კარსტული ნანგრევი გვატემალაში. ამ გიგანტური კრატერის ფორმირების მიზეზი მიწისქვეშ ნაგროვი წყალი და წვიმა გამხდარა. ხვრელის სიღრმე 150 მეტრია, სიგანე კი 20 მეტრი. ხვრელის წარმოქმნას კი რამოდენიმე ადამიანის სიცოცხლე და ათამდე სახლი ემსხვერპლა.

imageimageimage

6
461
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
461
  
2015, 3 ივლისი, 22:15
მადლობა ;)
2015, 3 ივლისი, 21:56
როგორც ყოველთვის მაგარია
2015, 3 ივლისი, 14:57
გაიხარეთ
2015, 3 ივლისი, 14:55
ვაუ, მართლა ძალიან მაგარი იყო
2015, 3 ივლისი, 14:51
დიდი მადლობა ალექს ;)
2015, 3 ივლისი, 14:50
ძალიან მაგარია..... აღვფრთოვანდი... ეს რო არ გამეზიარა მაშინ სტატიების მოწონების გემოვნება მქონია დაკაეგულიი
0 1 6