ამბობენ, რომ გული არასდროს ბერდება და, როგორც ჩანს, ეს სულაც არ არის სიმართლეს მოკლებული. 86 წლის ბებო კი ამის ნათელი დადასტურებაა, ის დაახლოებით ისეთივე აქტიური და თამამია, როგორიც 16 წლის თინეიჯერი გოგონა.
ბებო თითქმის ყოველ დღე თავის ახალ ფოტოებს Twitter-ისა და Instagram-ის საშუალებით თავის მეგობრებს უზიარებს და საკმაოდ ბევრი ”follower”-იც ჰყავს. ფოტოები საკმაოდ თამამია და მათ შესაძლოა თქვენი გიჟური თავგადასავლებიც მოგაგონონ.