ვარსკვლავები ანჯელინა ჯოლის სტილი 2015, 29 ივნისი, 20:59 ანჯელინა ჯოლი, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და დახვეწილი ქალბატონია. გთავაზობთ მისი ზოგიერთი სამოსის გახსენებას, იქიდან მოყოლებული, რაც ის 1986 წ. პირველად გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე. 1986 10 წლის ანჯელინა, ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე, მამასთან, ჯონ ვოიტთან ერთად. 90-იანები
90-იან წლებში, ჯოლიმ მოდელის კარიერა დაიწყო. ფოტო ერთ-ერთი ფოტოსესიიდან. 1998 ანჯელინას გოთური სტილი, ყველას კარგად დაამახსოვრდს. ის, იმ წელს, წითელ ხალიჩაზე, ქმართან, ჯონ ლი მილერთან, ერთად გამოცხადდა. იმავე წელს, მსახიობის ულამაზეს ბეჟი კაბა ემოსა. 2003
მსახიობი, BAFTA - ს პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, ზეითუნის ფერი კაბით წარსდგა. 2004 ოსკარების დაჯილდოების 76 - ცერემონიაზე, მას დიზაინერ მარკ ბოუერის კაბა ეცვა, რომელიც 1 მლნ. დოლარის ღირებულების, ბრილიანტის თვლებით იყო გაფორმებული. 2005 ამ წელს ა. ჯოლი გრძელი კაბით გამოჩნდა ლას-ვეგასში, ხოლო იმავე წელს, “მისტერ და მისის სმიტების" პრემიერაზე - ტყავის შავი კაბით. 2007 ულამაზესი ყვითელი კაბა, რომლითაც მსახიობი კანის ფესტივალზე გამჩნდა, საუკეთესო კაბად იყო აღიარებული, კანის ფესტივალების მთელი ისტორიის მანძილზე. 2008 კაშკაშა მწვანე კაბაში, კანის ფესტივალზე, ანჯელინა ბერძენ ქალ-ღმერთს ჰგავდა. იმავე წელს მას ტყუპები შეეძინა. 2009 დიდი კრიტიკა გამოიწვია Max Arzia -ს ლურჯმა კაბამ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჯოლი მაინც ყურადღების ცენტრში იყო. 2010 ანჯელინა ჯოლი Versace-ს კაშკშა წითელ კაბაში, რუსეთი. 2011 ისევ Versace-ს კაბა, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა. 2012 “ოსკარი - 2012". 2013 და ისევ Versace. 2014 მსახიობმა ოსკარის დაჯილდოებაზე ყველა აღაფრთოვანა დიზაინერ Elie Saab-ის მბზინავი კაბით. იმავე წელს, ფილმის პრემიერაზე, ვარსკვლავს Versace-ს თხელი ტყავის კაბა ეცვა. 2015 და ისევ Versace. ამჯერად პერლამუტრის უმშვენიერესი ნაოჭებიანი კაბა. 301 4-ს მოსწონს
|