სხვა სტერეოსურათები თვალების ვარჯიშისათვის ანუ "მესამე თვალის" ეფექტი 2015, 29 ივნისი, 19:08 სტერეოსურათები ძალიან საინტერესო მოვლენას წარმოადგენს, რომელიც ფსიქოლოგიის, ოპტიკისა და ფიზიოლოგიის კომბინაციის შედეგად მიიღება. ისინი ძალიან კარგია თვალების ვარჯიშისათვის, ამიტომ ასეთი სურათები ხშირად იბეჭდება სასკოლო რვეულების გარე ყდაზე, თუმცა მათი წაკითხვა არც ისე იოლია და ბევრს უჭირს.
იმისათვის, რომ სტერეოგამოსახულება დაინახოთ, შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ: სტერეოგრამა დაიჭირეთ 30-40 სანტიმეტრის დაშორებით, მოადუნეთ მზერა და შეხედეთ სურათს ისე, თითქოს ის გამჭვირვალეა ან საერთოდ არ არსებობს. თავდაპირველად თქვენი თვალები შეუცნობლად გადაერთვება სურათზე, მაგრამ ეს ბუნებრივია - ისინი ხომ მთელი ცხოვრება სწორედ ამას აკეთებდნენ. რამოდენიმე ხნის შემდეგ (ზოგს შეიძლება ამისათვის რამოდენიმე წამი ეყოს, სხვებს კიდევ წუთებიც დასჭირდეს) თქვენ აუცილებლად დაინახავთ მოცულობით სურათს. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იოლად შეძლებთ ასეთი სურათების "წაკითხვას", მთავარია ეგრეთწოდებული "მესამე თვალის" გახსნა. არ დაგავიწყდეთ, რომ სტერეოგრამის ყურების დროს არ შეიძლება მხედველობის დაძაბვა. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანების მხოლოდ ერთ პროცენტს არ შეუძლია მოცულობითი სურათების დანახვა (რა სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ერთ პროცენტს ვეკუთვნი), ამიტომ გაბედულად სცადეთ და თქვენ აუცილებლად გამოგივათ. 1630 11-ს მოსწონს
|