Array
(
[get1] => სტატია
[get2] => 62576-ყველაზე-ძვირადღირებული-ფოტოების-ტოპ-10
[get3] => 82
[addquery] => user:Guns N Roses:show:channel:loop:true
)
ფოტოგრაფია
ყველაზე ძვირადღირებული ფოტოების ტოპ-10
2015, 29 ივნისი, 18:09
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ყველაზე ძვირადღირებული ფოტოების ტოპ 10-ს, რომლებიც პაპარაცებმა გადაიღეს. 10. 230.000$ ღირდა შიდსით მძიმედ დაავადებული ფრედი მერკურის 1990 წელს გადაღებული ფოტო.პაპარაცმა მისი დაფიქსირება პრაქტიკულად სახლიდან გაუსვლელად შესძლო, როდესაც ფრედი როკ-ვარსკვლავთან გარი გლიტერმთან ერთად იყო.
9. 250.000$ მიიღო ფოტოგრაფმა დენი ბოიმ, გადაპარსული ბრიტნი სპირსის ფოტოებისთვის, რომელიც მას ქოლგით თავს დაესხა. ამას გარდა სურათის ავტორმა 40.000$ გამოუმუშავა ჯიპის გაყიდვით, რომელიც ბრიტნიმ ქოლგით დაუზიანა.
8. 300.000$ გადაიხადა ბრიტანულმა გამომცემლობა "Daily Mirror"_მა კეიტ მოსის სურათებში სადაც იგი კოკაინს ღებულობს. შედეგად კომპანიებმა:"Chanel" და"Burberry" კეიტს კონტრაქტები გაუუქმეს.ხოლო თავად მოდელი დიდი ხნის განმავლობაში უხდიდა ყველას ბოდიშს და სამკურნალო კურსსაც გადიოდა.
7. 500.000$ და მსოფლიო აღიარება ჰპოვა ფრენკმა. მოყვარულმა სენტ-ლუისელმა პაპარაცმა ჟურნალ "Penthouse"_ს სწორედ ამ ფასად მიჰყიდა ნახევრად შიშველი ანა კურნიკოვას სურათი.
6. 1.000.000$ გამოიმუშავა სკანდალურად ცნობილმა პაპარაცმა სტივ სენდსმა.ცნობისთვის სტივი ოფიციალურადაა შეყვანილი ნიუ-იორკის ყველაზე საზიზღარ მაცხოვრებელთა ტოპ-50_ში. სენდსმა მოახერხა და 2004 წელს გვინეტ პელტროუს შვილი გადაიღო.სწორედ ამ მოვლენის შემდეგ დაიწყეს ვარსკვლავებმა მილიონობით დოლარის მოთხვონა საკუთარი შვილების ფოტოსესიაში.მაგალითად 2007 წელს ასე მოიქცნენ წყვილები: ბრედ პიტი - ანჯელინა ჯოლი და ტომ კრუზი - კეიტ ჰოლმსი.
5. 1.100.000$ ასეთია მონაკოს პრინცესის კაროლინას და ჩოგბურთელ დილერმო ვილას სურათის ფასი.იგი 1982 წელს 54 ჟურნალის პირველ გვერდზე აღმოჩნდა.
4. შიშველი ჟაკლინ ონასის ფოტო 1.200.000$ გაიყიდა.
3. 1.400.000$ შეფასდა 1958 წლის 15 აგვისტოს გადაღებული ეგვიპტის მეფის ფარუკას სურათი.
2. 1.500.000$ მიიღო პაპარაცმა გარდაცვლილი ანა ნიკოლ სმიტის სურათისთვის, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანმა ჟურნალმა გამოაქვეყნა. ხოლო ვიდეო სადაც "Playboy"_ის ვარსკვლავს ხელოვნურ სუნთქვას უტარებენ სააგენტო"Splash News & Picture Agency"_მა შეიძინა.
1. 6.000.000$ ამ ფასად გაიყიდა პრინცესა დაიანას სურათები. იგი 1997 წელს იახტაზე ისვენებდა შეყვარებულთან ერთად.
ეს კადრები გახდა მათი რომანის პირველი დამადასტურებელი მასალა.