ნუთუ არასდროს დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა: ყოვლედღე ტელეფონის ყურმილის აღებისას, რატომ ვიძახით "ალო"?
თავდაპირველი ვარიანტი ტელეფონზე პასუხისას იყო "ეხოი".იგი გამოიყენა ტელეფონის შემქმნელმა ამერიკელმა ალეკსანდრ ბელმა, როდესაც სადენის მეორე ბოლოში მყოფის ყურადღების მიქცევა სურდა. ეს სიტყვა წამოვიდა მეზღვაურების ჟარგონიდან "ეი, გემბანზე"!
ალეკსანდრ ბელის კონკურენტს- ტომას ედისონს, რომელმაც მისი წინამორბედის გამოგონება დახვეწა, მიაწერენ ჩვენთვის ყველასათვის კარგად ნაცნობ სიტყვას "hellow".მან ეს სიტყვა პირველმა გამოიყენა სატელეფონო საუბრისას.
იგი შეესაბამება ჩვენ "გამარჯობას" და რუსულ "привет".ტომასის განცხადებით "hellow" იყო ასევე პირველი სიტყვა რომელიც ფონოგრაფზე ჩაწერეს და ტელეფონის სწრაფ განვითარებასთან ერთად ეს სიტყვაც მალევე ყველამ აიტაცა. თუმცა ყველა ქვეყანამ თავისებურად დახვეწა იგი.
მაგ: ფრანგები იძახიან "ალლო", იმიტომ რომ მათ ენაში არ არის ასო "ხ".ასეთივე ფორმით შემოვიდა ეს სიტყვა რუსეთშიც.
მაგრამ არსებობს ალტერნატიული ვარანტებიც:იტალიელები იძახიან"პრონტო" ითარგმნება, როგორც "მზად ვარ", ბერძნები ამბობენ "ემბროს"-"წინ!", იაპონელები "მოსი-მოსი!" ანუ "ვლაპარაკობ-ვლაპარაკობ" ხოლო თურქები "ეფენდიმ" რაც ნიშნავს "ბატონო".
გისმენთ