სხვა როგორ გავიგოთ ANDROID-ის სრული მონაცემები, როგორ დავიცვათ, გავწმინდოთ და შევამციროთ მისი ჭედვის შანსი? 2015, 29 ივნისი, 3:37 ბევრი ჩვენგანი დაინტერესებულა იმით თუ საკუთარი სმარტფონი ან თუნდაც პლანშეტური კომპიუტერი რამდენად აჯობებდა სხვა ანდროიდის მოწყობილებას, რა მონაცემები და შესაძლებლობები გააჩნია მას. ამ ყველაფრის გასაგებად შეგიძლიათ გადმოწეროთ ნებისმიერი ანდროიდ მარკეტიდან ( მაგ. Google Play store, Mobo Market, 1 Mobile Market, Mobogenie და სხვა).
![]() აპლიკაციის ჩართვისას შეგიძლიათ მისცეთ უფლება თქვენს ანდროიდ მოწყობილობას გაიაროს ტესტირება. პროგრამა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციას შეაფასებს, საბოლოოდ კი ჯამურ ქულას დაწერს. სხვა პროგრამებს რომლებიც დათვლიან მოწყობილობის მონაცემებს ( Quadrant Standart Edition, Geekbench და სხვა ასეთი პროგრამები ) შედარებით ჩამორჩებიან AnTuTu-ს. AVG Antivirus რაც შეეხება ანდროიდის ვირუსებისგან და ზედმეტი "ნაგვისგან" დასაცავად საჭიროა გარკვეული პროგრამები. მე მაგალითად გამოვარჩევდი ანტივირუსებიდან AVG Antivirus -ს, რადგან სრულყოფილად იცავს სისტემაში შემოსული ვირუსებისგან. აპლიკაცისს ინსტალაციისას ან უბრალოდ გადმოწერისას ამოწმებს, თუ მასში რაიმე საეჭვო დაინახა აგდებს ფანჯარას, გაფრთხილებთ და მოგიწოდებთ ამ ფაილის ამოშლაზე.( ანტივირუსის სრული ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ Mobo Market-დან) Clean master ![]() CM Security ![]() ხშირად ამბობენ: მე არ ვწმენდ ჩემს სმარტფონს, არ მიჭედავს და რაშია საჭირო რომ გადმოვწერო ასეთი პროგრამები? ტყუილად უნდა დაიკავოს ზედმეტი ადგილი.... ამის პასუხი ისაა, რომ თავიდან ყველაფერი ახალი კარგია და შეუფერხებლად მუშაობს, მაგრამ დროდადრო დაიხევს უკან და უკან, დაიწყებს ჭედვას და შეიძლება სერიოზულმა მავნე ვირუსებმა თვით სისტემაშიც შეაღწიოს და სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. სმარტფონის ასეთი პროგრამებით უზრუნველყოფა აუცილებელია, რადგან ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრი ვირუსის შემოჭრის ხერხი და გზა არსებობს. ასევე ძალიან ხშირად გროვდება ფაილები რომლებიც ზედმეტია და სრულებით არაა საჭირო. სისტემის გაწმენდა უნდა მოხდეს კვირაში ან თუნდაც თვეში ერთხელ მაინც, რომ არ გამოიწვიოს სმარტფონის გადატვირთვა, დავირუსება და ასე შემდეგ. 717 4-ს მოსწონს
|