x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138983
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
რა ვაჩუქოთ მამაკაცებს ?
image

დამეთანხმებით რომ ქალისთვის საჩუქრების არჩევანი გაცილებით დიდია ვიდრე მამაკაცებისთვის. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს მხოლოდ ქალებსა და მანქანებში აქვთ დიდი არჩევანი :დ( ეს ხუმრობით რა თქმა უნდა )

ბავშვობიდან უფრო მიადვილდებოდა გოგოებისთვის საჩუქრების ყიდვა ვიდრე ბიჭებისთვის, და კარგად მახსოვს როგორ იჭედებოდა მათი უმეტესობის ოთახები საათებით და სუნამოებით. ეს ალბათ იდეალური გამოსავალია.

თუმცა მამაკცებს ს ულაც არ უყვართ ორდინალური საჩუქრები, მათაც უყვართ სურპრიზები ისევე როგორც ქალბატონებს.


ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ საჩუქრების სიას, რომელიც მეტნაკლებად ყველა მამაკაცს სიამოვნებს.

ა) საათები. საათთან ფრთხილად იყავით, მართალია ეს მხოლოდ ერთი სიტყვაა და ყველას თავში მაინც მაჯის საათები მოგდით, მაგრამ შეეცადეთ უფრო ორიგინალურებიც იყოთ. შეგიძლიათ აჩუქოთ კედლის საათი მისი საყვარელი გუნდის ფერებში, ან რაიმე ორიგინალური რომელიც პირად ცხოვრებას და გატაცებებს უკვშირდება.

2) სუნამოები . თუკი გადაწყვეტთ მამაკაცისთვის სუნამოს ყიდვა კარგად დაფიქრდით, ისინი იშვიათად ელევიან და ცვლიან თავიანთ საყვარელ სუნამოებს რომელთაც უკვე წლებია რაც ხმარობენ და თქვენი განსხვავებულით შეიძლება დიდად ვერც გაახაროთ.უყიდეთ ან მისი საყვარელი სუნამო, ან სხვა საჩუქარზე შეარჩიეთ ყურადღება

3) სასმელი . რა თქმა უნდა აქ 3 ბოთლი ლუდი არ იგულისხმება. იყავით ორიგინალურები. საქართველოში საკმაოდ ბევრ ჯეკ დენიელსს შეხვდებით თუმცა მათი უმეტესობა ''ორიგინალი'' არ არის. თუკი იცით მისი გემოვნება სასმელებში, რა უყვარს ღვინო, არაყი თუ კონიაკი, გააკვირვეთ იგი . გამოიწერეთ ან ჩამოატატანინეთ სზღვარგარეთიდან მაგალითად აბსენტი, ან რაიმე ცნობილი და ორიგინალური რომელიც საქართველოში ან არ იშოვება, ან ფალსიფიცირებულია. იგი აუცილებლად დაგიფასებთ მონდომებას.

4) წიგნები . შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ საკმაოდ ბევრი მამაკაცია რომლებსაც წიგნებთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს. თუკი იცით მისი გემოვნება ჟანრებთან დაკავშირებით, კონსულტანტები აუცილებლად შეგარჩევინებენ შესაბამისს წიგნს, რომელიც თქვენს მეგობარს აუცილებლად მოხიბლავს

5) აქსესუარები . ვერცლის თუ ოქროს სამაჯურები და ბეჭდები მოდაშია და მათ ბევრი მამაკაცი ატარებს სიამოვნებით. ასე რომ არჩევანი ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი გაქვთ.


მოერიდეთ ისეთი საჩუქრების შერჩევას, რომელთა ანალოგი მათ უკვე გააჩნიათ და სულაც არ ფიქრობენ მათ განახლებას ან ახლის შეძენას. მათ ხშირად უცნდებათ სიყვარული პირადი ნივთების მიმართ და მათი ჩანაცვლება თქვენი საჩუქრით გაგიჭირდებათ


არამატერიალური საჩუქრები :

შეგიძლიათ შეარჩიოთ მისი გემოვნებიდან გამომდინარე სხვადასხვა მატერიალური საგნები, თუმცა თუკი საქმე თქვენს მეორე ნახევარს ეხება, აგ თქვენი თავიც ჩართეთ საჩუქარში.

მოუწყვეთ მას რომანტიკული საღამო, თავის სანთლებით და ყვეალფრით, ნუ შენიშინდებით მოიშორეთ კომლექსები. ჩაიცვით რაიმე გამომწვები და თუნდაც იცეკვეთ. დამიჯერეთ ეს მისთვის გასაოცარი სურპრიზი იქნება.

3
2735
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:carpediem
carpediem
2735
  
2019, 13 დეკემბერი, 15:07
მადლობა რჩევებისთვის:) მშვენიერი იყო...
2018, 14 ივლისი, 8:33
რაც აქ არის საჩუქრები ჩამოთვლილი, ჩემთვის ყველა ნაგავია
0 1 3