x
image
K.P.
გიორგი გაბუნია თამთა გოდუაძესთან ქორწინებაზე: "ჩვენ გვაქვს ფლირტი. სიამოვნებით მეყოლებოდა ისეთი მეუღლე, როგორიც თამთაა"

image
საზოგადოებაში ბევრი ჭორი დადის გიორგი გაბუნიასა და თამთა გოდუაძის რომანის შესახებ. "X ფაქტორის"ჟიურის წევრებს მხოლოდ მეგობრობა რომ არ აკავშირებთ ამას პროექტის ნებისმიერი მაყურებელი შენიშნავს. გიორგი გაბუნიას მტკიცებით მას და თამთას რომანი არ აქვთ, თუმცა ფლირტის არსებობას არ უარყოფს. "ჩვენ გვაქვს ფლირტი, მაგრამ არა რომანი. დაქორწინებას კი ნამდვილად არ ვაპირებთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეყვარებულები ვართ, ასე არ არის, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს ფლირტი. სიამოვნებით მეყოლებოდა ისეთი მეუღლე როგორიც თამთაა. ჩემთვის ის მეგობარზე მეტია. თამთას ბევრი კარგი თვისება აქვს. ძალიან დადებით პიროვნებაა, ყურადღებიანი, თბილი, ღიმილიანია. მისით აღტაცებული ვარ"-აღიარებს გიორგი გაბუნია.image

თამთასა და გიორგის რომანის შესახებ ჭორების გავრცელებას "X ფაქტორის" ადმინისტრაციაც ხელს უწყობს, როგორც ჩანს ეს ყველაფერი პროექტის რეიტინგზე დადებითად აისახება. "ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს!

ალბათ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ მეორე სეზონის ჩაწერის დაწყებიდან დადიოდა ხმები იმაზე, რომ თამთასა და გიორგის შორის ხდება "რაღაც" თანამშრომლობაზე მეტი!

დღეს გაირკვა, რომ თამთას ბოლო ჩამოსვლისას საქართველოში, გიორგიმ მას ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო! ვცადეთ გაგვერკვია, როდის აპირებენ გიორგი და თამთა თავისი გადაწყვეტილების გაოფიციალურებას და რა ფორმით, მაგრამ წყვილი არავითარ კომენტარს ამაზე არ აკეთებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვულოცავთ და ძალიან გვიხარია"-ასე ხუმრობდა საპირველაპრილოდ "X ფაქტორის" "ფეისბუქის" გვერდის ადმინისტრაცია.

მომღერალი თამთა გოდუაძე 14 წლის ასაკში გათხოვდა. ბავშვობის სიყვარულს ზღაპრული გაგრძელება არ მოჰყოლია, ოჯახი მალევე დაინგრა. თამთას ერთი ქალიშვილი, ანი ხაჭვანი ჰყავს.image

0
1333
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0