ავსტრალიის მოქალაქე სახელად ნორი მეი-უელბი გახდა პირველი ადამიანი, რომლის სქესი ოფიციალურ დოკუმენტებში მოიხსენიება როგორც დაუდგენელი.იგი დაიბადა შოტლანდიაში.დაბადების დროს იგი ბიჭი იყო, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა სქესის შეცვლა და 28 წლის ასაკში პლასტიკური ოპერაციის შედეგად გახდა ქალით. წოტა ხნის შემდეგ ქალობით უკმაყოფილო მეიმ ჰორმონალურ წამლებზე უარი თქვა.
ამჟამად მეი 48 წლისაა და თავს არც ქალად, არც კაცად არ თვლის. მისი თქმით რომელიმე სქესის საბუთებში მითითება დიდი ტყუილი იქნებოდა.