სხვა იგავი საკუთარი ძალების რწმენაზე 2015, 28 ივნისი, 13:59 ერთი მეწარმე ყელამდე ვალებში ჩაეფლო და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. მას კრედიტორების ვალი ჰქონა, ხოლო მომწოდებლები ყოველ დღე დავალიანების დაფარვას სთხოვდნენ. ის პარკში წავიდა, რომ დაესვენა და ცოტა გული გადაეყოლებინა. მაგრამ, ფიქრები ბიზნესზე, მოსვენებას არ აძლევდნენ. კაცმა თავი ხელებში ჩარგო და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ უნდა გადაერჩინა თავი გაკოტრებისგან. უეცრად, მის წინ, უცნობი მოხუცი გაჩნდა. - მე ვატყობ, რომ თქვენ რაღაც გაწუხებთ. - თქვა მან - არ მომიყვებით? მეწარმე მოუყვა მას თავისი პრობლემების შესახებ. უთხრა რომ, მას ბანკი კრედიტს აღარ აძლევდა მდგომარეობის გამოსასწორებლად და ბიზნეზის განვითარებისთვის. მოხუცმა მას ყურადღებით მოუსმინა და თქვა: - ვფიქრობ მე შემიძლია თქვენი დახმარება. მან ბიზმესმენს სახელი ჰკითხა, გამოწერა ჩეკი და ხელში ჩაუდო, გაკვირვებულ მამაკაცს. -აიღე ეს ფული. აქ შევხვდეთ ერთი წლის შემდეგ და თქვენ შეძლებთ ამ ფულს უკან დამიბრუნებთ. მამაკაცმა საპასუხოდ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, რადგან მოხუცი ხალხს შეერია და გაუჩინარდა. მეწარმემ ჩეკს დახედა. თანხის რაოდენობის ადგილზე “ $ 500 000" ეწერა, ხოლო ქვემოთ ხელმოწეა იყო - “ჯონ როკფელერი". “ ეს ხომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია. მე შემიძლია ყველა პრობლემა ერთ წუთში მოვაგვარო" - გაიფიქრა მან. მაგრამ, ამის ნაცვლად, ჩეკი სეიფში შეინახა. მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ჩეკი არსებობდა, მეწარმეს ძალას აძლევდა, რომ საკუთარი ბიზნესი შეენარჩუნებინა. გაზრდილი ოპტიმიზმის გრძნობით, მან გააფორმა მომგებიანი ხელშეკრულებები და ფინანსური პრობლემებიც მოაგვარა. რამოდენიმე თვეში, ფულის მოგებაც დაიწყო და ერთი წლის შემდეგ, ჩეკით ხელში, პარკში წავიდა, რომ ის მოხუცისთვის დაებრუნებინა. დათქმულ ადგილზე, მოხუცი ისევ გამოჩნდა. მეწარმე მზად იყო მისთვის ჩეკი მიეცა და ბიზნესში საკუთარი წარმატების შესახებ მოეყოლა, რომ უეცრად ექრთანი გამოჩნდა და მოხუცს ხელში ხელი ჩაავლო. - როგორ მიხარია, რომ როგორც იქნა დავიჭირე - თქვა მან - იმედი მაქვს არ შეგაწუხათ. ის ხშირად გარბის სახლიდან და ხალხს ეუბნება, რომ ჯონ როკფელერია. მეწარმე გაოგნებული იდგა. ის მთელი წლის მანძილზე ბიზნეს აკეთებდა, ყიდულობდა და ყიდიდა იმ იმედით, რომ ნებისმიერ მომენტში, ჩავარდნის შემთხვევაში, 500 000 $ გამოყენების შესაძლებლობა ექნებოდა და უეცრად ის მიხვდა, რომ მისი ცხოვრება არც რეალურ და არც წარმოსახვით ფულს არ შეუცვლია. მას საკუთარი თავისადმი რწმენის გაჩენამ მისცა ის ძალა, რომ მიეღწია იმისთვის, რაც ახლა ჰქონდა. აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში, საკვანძო მომენტში, მხოლოდ საკუთარი თავისადმი რწმენას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. 429 4-ს მოსწონს
|