x
image
K.P.
"ჩემი მეუღლე არის ორსულად და მე ძალიან ბედნიერი ვარ"-კოტე თოლორადავა გარდაცვალებამდე
image
2015 წლის 11 აპრილს კოტე თოლორდავა გარდაიცვალა. მსახიობი მოსკოვში გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვნეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კოტემ დაძაბულ სამუშაო გრაფიკს ვეღარ გაუძლო. მეგობრების მტკიცებით, მსახიობს დაძაბული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, რამდენიმეგან მუშაობდა, რათა ბინის კრედიტი გადაეხადა.


კოტე თოლორდავას სამი შვილი დარჩა. 14 წლის ბუკა, პირველი ქორწინებიდან მსახიობ მარიამ ჯოლოგუასგან ჰყავს, განოსთან 6 წლის ტასო და 3 წლის თარაში. განო მესამე შვილს ელოდება. როდესაც კოტემ ეს ყველაფერი გაიგო სიხარული ხალხს ტელეეკრანიდან გაუზიარა. "არ შემიძლია დავმალო ჩემი განსაკუთრებულად ამაღლებული განწყობის მიზეზი. ჩემი მეუღლე არის ორსულად და მე ძალიან ბედნიერი ვარ."

image


"ჩემი შვილები ცხოვრებაზე მეტად მიყვარს, არაჩვეულებრივები არიან, ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ მათზე. რომ გაიზრდებიან მერე როგორ გავუშვებ, არ ვიცი. ეს განსაკუთრებით გოგოს ეხება, დარწმუნებული ვარ, ძმებიც მიხედავენ."


"40 წლის რომ გავხდები, მინდა განომ შვილი გამიჩინოს, ბაღში მასთან ერთად გავისეირნო და ამით ვიამაყო."


"გვინდა ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და ბევრი ვიმოგზაუროთ. განიკოს ძალიან უნდა პარიზში წასვლა და ამ ოცნებას აუცილებლად ავუხდენ. ოჯახი არის ჩემი განძი და ჩვენ ვიცით ერთმანეთის ფასი".


შეგახსენებთ, რომ კოტე თოლორდავას ოჯახს საჩუქრად ბინა უკვე გადასცეს. ცოტა ხნის წინ კი დედამისი სიკვდილს ებრძოდა, როგორც ამბობენ ვაჟის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს ვერ გაუძლო. ქალბატონი უკვე გამოჯანმრთელდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. image


0
284
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0