x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მედიცინის მხრივ მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნები, სადაც ავად გახდომის არავის ეშინია
მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.


კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ის, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია, ტყუილი გამონათქვამი არ არის დამეთანხმებით. ძალიან კარგად ხვდებით, რომ ფულით იყიდით ბევრ რამეს, თუმცა გარკვეულ წილად ჯანმრთელობას ვერა. ეს უკანასკნელი (თუმცა უპირველესი) ხომ განაპირობებს ჩვენი ბედნიერების და ნორმალური ცხოვრების მსვლელობას. ცხადია, რომ დაავადებათა უმეტესი ნაწილი შეძენილი, თანდაყოლილი და გენეტიკური ფაქტორია, რომელთა წინააღმდეგ დღემდე იბრძვიან ჩვენი სწავლული მეცნიერები და ექიმები. წარსულიდან მოყოლებული დღემდე კი ჩვენი სამედიცინო ისტორია რიგ დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს ინახავს. მაშასადამე მედიცინის ისტორია სავსეა ველური სიუჟეტებით, უცნაური მკურნალობითა და სამედიცინო პროცედურებით, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტკივილმა და ტანჯვამ. მიუხედავად ექიმების კეთილშობილური და გულწრფელი სურვილისა ჰუმანური გზით განეკურნა ესა თუ ის პაციენტი, სამედიცინო პროცედურები უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე დაავადება.


image

დღეს კი, განსხვავებით გასულ საუკუნეებსა თუ წლებთან, მედიცინა მაღალ საფეხურზეა და მიუხედავად განუკურნებელი სენისა, გამოირჩევა მსოფლიოში 11 ისეთი ქვეყანა, სადაც ავად გახდომის არავის შეეშინდება, ვინაიდან მკურნალობის დონე იქ გაცილებით მაღალია და ხელმისაწვდომი.



მაშ წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს მედიცინის თვალსაზრისით:



1. შვედეთი. როგორც ცნობილია, შვედეთი არ დაიკვეხნის მხოლოდ ეკოლოგიური წინსვლით, ამ ქვეყანაში მედიცინის დარგშიც სრულიად მოწესრიგებულია ყველაფერი. გამორჩეული სწავლული ექიმების გარდა აღსანიშნავია ასევე ის სასიამოვნო ფაქტი, რომ პაციენტის ყოველგვარ სამედიცინო მომსახურების 97%-ს ფინანსურად სახელმწიფო ფარავს, დანარჩენ 3%-ს თავად პიროვნება. არ ეხება მხოლოდ სტომატოლოგიურ მომსახურებას, თუმცა 19 წლამდე პირებისთვის ზემო აღნიშნული კანონი სტომატოლოგიურ მომსახურებასაც ეხება.

image





2. შვეიცარია. ამ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი 2012 წლისათვის 83 წლის ასაკს შეადგენდა, რაც ძალზედ მისასალმებელი ფაქტია. ეს კი განპირობებულია იმით, რომ მაღალ-განვითარებულია მედიცინა. პაციენტების უმეტესი სამედიცინო ხარჯები იფარება სახელმწიფოს მიერ, ხოლო დანარჩენი უმნიშვნელო პროცენტები კი დაზღვევით, რომელიც ამა თუ იმ კერძო პირს გააჩნია.

image





3. სამხრეთ კორეა. ქვეყანამ მიიღო ერთიანი კანონი ჯანდაცვის სისტემისა, რომლის თანახმად უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურეობით განურჩევლად მოსახლეობის ყველა პირი გამონაკლისის გარეშე. გარდა ამისა კი, სახლემწიფო გამოყოფს ყოველთვიურად ხარჯებს დაბინძურებისათვის და ხდება ბრძოლა მის წინააღმდეგ. ამიტომ გარემოსდაცვითი პრობლემებით გამოწვეული დაავადებები ფაქტობრივად არ არსებობს.

image





4. ავსტრალია. სამედიცინო გადასახადების დაახლოებით 75%-ის კომპენსირება ხდება მთავრობის მიერ, ხოლო დანარჩენს კი კერძო დაზღვევა ანაზღაურებს. თუმცა ქვეყანაში არსებობს ცალკე გადასახადები სასწრაფოზე, სტომატოლოგიურ მომსახურებასა და ოპტომეტრიაზე (ოპტომეტრია – სათვალეების, ლინზებისა და ჩარჩოების კეთების საქმე). მაგრამ ფინანსებით უზრუნველყოფილი მოსახლეობა ამ ხარჯებს ფარავს სუბსიდიით ( სუბსიდია არის ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია კანონით განსაზღვრული სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად).

image





5. იტალია. ჯანდაცვის შერეული საჯარო და კერძო სისტემა იტალიაში ორგანიზებულია მაღალ დონეზე. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 82 წელია. სასწრაფო დახმარებით დაწყებული, კონსულტაციებით გაგრძელებული და ოპერაციებით დასრულებული, ყველა სამედიცინო პროცედურა კლინიკებში ტარდება უფასოდ.

image





6. ესპანეთი. ქვეყნის ადგილობრივი ჯანდაცვის მუშაკები გამოირჩევიან განსაკუთრებული ცოდნითა და განათლებით. როდესაც რეცეპტი წამალზე გაიცემა კლინიკდან, ხარჯებს ფარავს სახელმწიფო.

image




7. გერმანია. გერმანიის საავადმყოფოებს გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება კერძო დაზღვევებთან და იღებენ საინვესტიციო შემოსავლებს სახელმწიფოსგან. ადგილობრივი ექიმების ცოდნის დონე კი მთელმა მსოფლიომ კარგად იცის.

image






8. ისრაელი. სამედიცინო მომსახურება- ეს არის ხალხის ფუნდამენტური უფლება ისრაელში. ჯანდაცვის სისტემა რეგულირდება სახელმწიფოს მიერ. ტექნიკური აღჭურვილობა ჯანდაცვის ინდუსტრიის, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და კომპეტენტური ექიმები და ექთნები არიან, რათა არ გამოიწვიონ პაციენტების პრობლემები. სამედიცინო ტურისტები უფრო მეტად მიმართულნი არიან სწორედ ისრაელში.

image





9. იაპონია. როგორც უმეტეს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, იაპონიაში ჯანდაცვის სისტემა ეფუძნება ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც გასცემს სახელმწიფო. გარდა ამისა, არსებობს ასევე კერძო დაზღვევები სამსახურებიდან გამომდინარე. უსახლკარო და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები გათავისუფლებულნი არიან სამედიცინო გადასახადებით და მათ ხარჯებს ფარავს სახელმწიფო სუბსიდია.

image





10. სინგაპური. ქვეყანაში როგორც საჯარო, ასევე კერძო კლინიკები ერთნაირი ეფექტურობით გამოიხატება და ყველა ხარჯი ფინანსდება. ამიტომ ჯანდაცვის კანონების გამო სინგაპურის მოქალაქეების შური თავისუფლად შეგვიძლია.

image





11. ჰონგკონგი. ყველაზე მარალ საფეხურზეა სამედიცინო სისტემაში და შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ლიდერი ქვეყანაა. ჰონგკონგში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ჩვილის სიკვდილისა.

image

8
876
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
876
  
2015, 29 ივნისი, 19:05
მადლობა გუჯა
2015, 29 ივნისი, 13:15
გავაზიარე
2015, 28 ივნისი, 17:43
დადე რა გთხოვ, მიდი. მესმის შენი რომ იწვალებდი ცხადია, არანაირად არ მეწყინება, სიამოვნებით ვნახავ შენს ვარიანტსაც, მიდი :*
2015, 28 ივნისი, 17:41
არა აბა რას ამბობ..დღეს ვერ მოვიცალე შემოსასვლელად, რომ დამესრტულებინა...ბევრი საქმე მქონდა. სხვა რამეს ვიპოვი, შენ ეგ არ იდარდო :*
2015, 28 ივნისი, 17:40
:))) მეც ხშირად მემართება მსგავსი და მერე დამეზარება ხოლმე სხვა რამის დადება. დადე მანჩო, შენს ვარიანტსაც ვნახავ, არანაირად არ მეწინება :* მესმის შენი, დადე გთხოვ.
2015, 28 ივნისი, 17:36
მაკა :DDDDD აფსუს, რა ტყუილად ვიშრომე 2 საათი
2015, 28 ივნისი, 14:01
გამიკვირდა, რომ იაპონია პირველზე არ იყო
2015, 28 ივნისი, 11:01
ჩვენი ქვეყანა ალბათ მოწინავე ადგილს დაიკავებს ყველაზე არაკვალიფიციურ და ქრთამით დანიშნულ მედიკებს შორის
0 1 8