სხვა საჭმლის ფესტივალი დედამიწის სხვადასხვა კუთხეში 2015, 27 ივნისი, 13:42 ვეჰასეს (მექსიკის შტატი)ბოლოკის ფესტივალი
რელიგიური სცენები, ისტორიული მომენტები, მითოლოგიური ამბები... ეს ყველაფერი ჩვეულებრივი რამ გახლავთ ხელოვნებაში, რისი გამოხატულებაცაა ბოლოკის ყოველწლიური ფესტივალი, ჩვეულებრივი ბოსტნეულისგან ნამდვილი ხელოვნების ნიმუშები იქმნება. იგი აღნიშნება ვეჰასესა და მთელს მექსიკაში ყოველ 23 დეკემბერს. ამ დღეს ჩვეულებრივი მცენარეები გადაიქცევიან წმინდანებად, ცხოველებად, ზოგჯერ რევოლუციონერ გმირებადაც კი. მზარეულები ბოლოკის, თალგამის, ხახვის, სალთის ფურცლებისა და ყვავილების საშუალებით ქმნიან ულამაზეს დეკორატიულ ფიგურებს. ეს პატარა ქანდაკებები დიდი პოპულარობით სარგებლობენ მექსიკურ საახალწლო სუფრაზე. მართალია, დღესასწაულის წარმოშობის მიზეზი არ არის
ცნობილი, თუმცა ისტორიული წყაროების თანახმად მე-19 საუკუნიდან მოგვეპოვება მასზე პირველი ცნობიბები, როდესაც ვეჰასეს მერმა 1897 წელს მოაწყო “radish art”-ის გამოფენა. მგორავი სტილტონ ყველის ფესტივალი სტილტონ "Stilton Cheese"-ის ფესტივალი იმართება ყველი მაისის თვეს ინგლისის სოფლებში. ის მსოფლიოში ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ყველის გორაობაში აქვთ შეჯიბრი. მონაწილეები იყოფიან ოთხკაციან ჯგუფებად, 50 მეტრის რადიუსის დასაფარად ყველის გორაობით, ისე რომ არ დაარტყან ფეხი, ან არ გადააგდონ გარკვეულ მანძილზე. თამაშს ეთიშება ჯგუფი რომელის მოწინააღმდეგის ხაზზე გადავა. თამაშის ლიდერი კი საჩუქრდება ოთხ კილომდე მთლიანი სტილტონით. რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს ისინი ინაწილებენ ლუდსა და პორტის ღვინოს. ცეცხლოვანი საკვების ფესტივალი - დედამიწაზე ყველაზე ცხელი ფესტივალი ნიუ მექსიკოში ყოველწლიურად იმართება ცხარე სანელებლებისა და ბარბექიუს ფესტივალი, რომლის ოფიციალური სლოგანია “გლობალური დათბობის ამაყი სპონსორი“(‘Proud Sponsor of Global Warming’). ფესტივალი აღინიშნება მარტის თვეში და გრძელდება სამი დღის განმავლობაში. “Albuquerque”-ს 10 000 -ზე მეტი ტურისტი აწყდება ერთროულად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, სადაც აგემოვნებენ ცხარე სოუსებს, მდოგვსა და კრემის სახის მრავალ საწებელს. მართალია, საკვები ძალიან ცხარე არ არის, მაგრამ არ უძნელდება თავბრუ დაახვიოს და აატიროს გურმანები. LA Tomatina - საჭმლის უდიდესი ომი მსოფლიოში პამიდვრის ფესტივალს აღნიშნავენ ესპანეთში, ყოველი აგვისტოს ბოლო ოთხშაბათს და გრძელდება მთელი კვირის განმავლობაში. სპეციალურად ამ დღისთვის პორტში შემოდის დაახლოებით 50 000 კილოგრამი რაოდენობის რბილი პამიდორი და იმართება დაუნდობელი, საათნახევრიანი, შეუპოვარი ბრძძოლა.მონაწილეები პამიდორს ესვრიან ყველას და ყველაფერს, რაც მოძრაობს, გარბის ან იბრძვის. ამ მხიარული ომის შემდეგ, ყველანი ცხოვრების ჩვეულ რითმს უბრუნდებიან მომავალი ოქტომბრის ოთხშაბათის მოლოდინში. 92 7-ს მოსწონს
|