x
image
WhiteBlack
თქვენ ოდესმე გსმენიათ ადამიანზე, რომელსაც მიუსაჯეს პატიმრობა 384 ათასი წლით?

imageგაიცანით - გაბრიელ მარკ გრანადოსი. 1972 წელს ესპანეთის სასამართლომ მას 384.912 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გაბრიელს ბრალი ედებოდა საფოსტო თაღლითობაში - დანიშნულების ადგილზე 40.000_ზე მეტი წერილი არ ჰქონდა მიტანილი. სხვა ცნობებით მარკისთვის 384.912 წლიან პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა, ხოლო რეალურად მას 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ჩამოუ ტიპასო, აი ამ ადამიანს კი, ოფიციალურად შეუფარდეს 141.078 წლიანი პატიმრობა. 1989 წელს ტაილანდის სასამართლომ მასაც თაღლითობის ბრალდებით წაუყენა ბრალი - ჩამოუმ ფულის „გასათეთრებლად“ შექმნა ფინანსური პირამიდა, რომლის წყალობითაც საკუთარ თანამოქალაქეებზე 204 მილიონი დოლარი გამოიმუშავა... და 141.078 წელი პატიმრობა. ეს მონაცემები გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა.
1969 წელს ირანის სასამართლომ 2 მატყუარა 7109 წლით ჩასვა ციხეში. თითო წელი თითო მოტყუებული ადამიანისთვის.


2000 წელს ვაჭარმა შალომ ვეისმა საკუთარი სადაზღვეო კომპანია სპეციალურად გააკოტრა და ინვესტორების მთელი თანხა მიისაკუთრა. ვეისის დაჭერა მას შემდეგ მოხერხდა, რაც გამოძიების ფედერალური ბიუროს ყველაზე ძებნადი დამნაშავეების სიაში მოხვდა. სასამართლომ მას 845 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.


კიდევ ერთი გადამყიდველი ნორმან შმიდტი, რომელიც ინვესტორებს დაუვიწყარ შემოსავლებს პირდებოდა, ამ დროს კი მათი თანხებით ცხოვრების პირობებს იუმჯობესებდა, 2008 წელს 330 წლით მოათავსეს ციხეში.


მოცემულ სიაში პატიმრობის ყველაზე მცირე ვადით ბერნარდ მედოფი ლიდერობს. მანაც ფინანსური პირამიდა შექმნა რისი წყალობითაც თანამოქალაქეებს რამდენიმე მილიარდი დოლარი დააკარგინა. გაყიდა საკუთარი სახლები ნიუ-იორკში, ფლორიდაში, საფრანგეთში ასევე გემი სახელად „ხარი“. მაგრამ ამერიკის სასამართლომ მას მაინც შეუფარდა პატიმრობა 150 წლით.




0
214
1-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0