სხვა რამდენიმე საინტერესო ფაქტი აფრიკის შესახებ იმედია დაგაინტერესებთ. 2015, 26 ივნისი, 18:02 ![]() ![]() 2. აფრიკა და ევროპა გაყოფილია სულ 14 კილომეტრით, ამიტომაც რამდენიმე სამშენებლო კომპანიამ გამოთქვა სურვილი გააკეთოს მსოფლიოში ყველაზე დიდი ხიდი, რომელიც ამ ორ კონტინენტს დააკავშირებდა ერთმანეთთან. ![]() 3. აფრიკელი ბავშვების 40% იძულებულია მუშაობა დაიწყოს 5 წლის ასაკიდან. ![]() 4. აფრიკელს წყლის ასაღებად დღეში საშუალოდ 4 კილომეტრის გავლა უწევს. ![]() 5. სამწუხაროდ აფრიკის კონტინენტზე დღეში 96 სპილოს კლავენ. ![]() 6. აფრიკა ითვლება დედამიწაზე ყველაზე დიდი ცხოველის–აფრიკული სპილოს სამშობლოდ. ![]() 7. გინესის წიგნის მიხედვით ზიმბაბვე რეკორდსმენია მსოფლიოში ყველაზე მეტი ოფიციალური ენით ქვეყანაში. ზიმბაბვეში ოფიციალურ ენად ითვლება 16 ენა. ![]() 8. დედამიწაზე მოპოვე ბული ოქროს თითქმის ნახევარი მოპოვებულია სამხრეთ აფრიკაში. ![]() 9. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს, 1530–1 780 წლებში აფრიკაში მონებად გაყიდეს 1, 5 მილიონი ევროპელი. ![]() 10. ლესოთო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ზღვის დონიდან 1000 მეტრით დაბლაა. ![]() 11. აფრიკაში ფეისბუქში ოფიციალურადაა რეგისტრირებული 100 მილიონი მომხმარებელი. ![]() 12. უგანდის დიქტატორი–პრეზიდენტის იდი ამინის ოფიციალური სახელი იყო "მისი აღმატებულება მუდმივი პრეზიდენტი, ფელდმარშალი ალ ხაჯი დოქტორი იდი ამინი, რამდენიმე ორდენისკავალერი: ვიქტორიას ჯვრის, სამხედრო ჯვრის ორდენი და ორდენი საბრძოლო დამსახურებისათვის, დედამიწაზე ყველა ცხოველის და ზღვაში თევზების მბრძანებელი, ბრიტანეთის იმპერიის დამპყრობელი, კერძოდ კი აფრიკაში". ![]() 13. სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ტომი სანი, დღესაც იმ მეთოდით ანთებს ცეცხლს რა მეთოდითაც ანთებდნენ ცეცხლს 44 ათასი წლის უკან. ![]() 14. ტანზანია ალბინოსების რაოდენობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში. სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ალბინოსებზე ხშირად "ნადირობენ" შამანები. ![]() 15. აფრიკაში ბევრად მეტია ფრანგულ ენაზე მოსაუბრე ადამიანები ვიდრე თავად საფრანგეთშია. ![]() 16. მსოფლიოში საუკეთესო მორბენლების დიდი ნაწილი, კენიაში მცხოვრები კელენჯინის ტომის წარმომადგენელია. ![]() 17. მურსის ტომის აფრიკელი ქალები ატარებენ სატუჩე "თეფშებს", რომელთა დიამეტრი 12 სანტიმეტრამდეა. 928 20-ს მოსწონს
|