x
image
K.P.
მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა
image
ყველასათვის ცნობადი და საყვარელი მომღერალი, საოცრად პოზიტიური ადამიანი, ეთერ კაკულია გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ინფორმაციას მისი მეგობარი, რაულ ქირია "ფეისბუქის" საშუალებით ავრცელებს. "ჩემი ეთერი აღარ არის"-წერს ის და ფოტოსაც აცრცელებს.

ქალბატონ ეთერს დაახლოებით ერთი წლის წინ ექიმებმა სისმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. "უკიდურესად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, ჩემი მეგობარი, მომღერალი ეთერ კაკულია მძიმე მდგომარეობაშია. სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება. მას დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი და საწრაფოდ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გამგზავრება და ჰოსპიტალიზება. ვისაც შეგიძლიათ დახმარება მოგვიანებით მის პირად ანგარიშს მოგაწვდით და აქვე გთხოვთ, მან არ იცის მისი ზუსტი დიაგნოზი და თუ დაუკავშირდებით ნუ ეტყვით დიაგნოზს... იმედი მაქვს რომელიმე შოუ, ან გადაცემაც დათანხმდება საქველმოქმედო საღამოს ჩატარებას, რათა მოხდეს სასწრაფო წესით თანხის შეგროვება, დრო ძალიან ცოტაა და საწრაფოა"-წერდა რაულ ქირია ეთერ კაკულიას მდგომარეობის შესახებ რამდენიმე თვის წინ.image

ეთერ კაკულიას დასახმარებლად სპეციალური გადაცემა და საქველმოქმედო კონცერტიც შედგა, მოგროვდა თანხის გარკვეული ნაწილიც. ცოტა ხნის წინ მომღერლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა როგრც ჩანს, საბოლოოდ, მკურნალობა დაგვინებული აღმოჩნდა.

რამდენიმე დღის წინ მომღერალს მკურნალობა შეუწყვიტეს და ის ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნდა. "ჩემი ეთერი ძალიან ცუდად არის, უკვე მკურნალობასაც ვეღარ უგრძელებენ, ბედის იმედად დავრჩით, დღეს ღამე ჩამოიყვანენ ისრაელიდან, არც ვიცი ფრენას თუ გაუძლებს"-განაცხადა რაულ ქირიამ.


რამდენიმე თვი წინ ქალბატონი ეთერის ვარსკვლავი გაიხსნა. ამ ფაქტისა და მისი იუბილის აღსანიშნავად ქართველმა მომღერლებმა ეთერის სიმღერები შეასრულეს. ის სცენაზე დაახლოებით 50 წლის მანძილზე იდგა.

ქალბატონი ეთერი ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე, რომლსაც ცხოვრების წესის შეუთავსებლობის გამო ქორწინებიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ დაშორდა. ''ის ჩემს გასტროლებს ვერ ეგუებოდა, მე კი ამის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო და ამიტომაც დავშორდით''. მომღერალს ერთი ვაჟი ჰყავს.image

0
369
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0