მუსიკა ეთერ კაკულია გარდაიცვალა 2015, 26 ივნისი, 15:56 მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა. მომღერალს უკურნებელი სენის დიაგნოზი ჰქონდა და ბოლო პერიოდში ისრაელში მკურნალობდა. ეთერ კაკულია 1948 წელს იყო დაბადებული. მას თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული. მისი ვარსკვლავი ფილარმონიის წინ 2014 წლის 29 ნოემბერს გაიხსნა. ჰყავდა ერთი შვილი და შვილიშვილი. 288 1-ს მოსწონს
|