სხვა ჟედოვანის მხეცის საიდუმლოება 2015, 25 ივნისი, 21:02 1764-1767 წლებში სამხრეთ საფრანგეთის პროვინცია ჟედოვანში, მარჟერიდის ტყიან მთებში გამოჩნდა მანამდე არნახული მტაცებელი. იგი დაახლოებით 230 კაცს დაესხა თავს და 100-ზე მეტის სიცოცხლე იმსხვერპლა. მგლისმაგვარი ურჩხული ისტორიაში ჟედოვანის მხეცის სახელით შევიდა. მისი გამოჩენის ამბავი დღემდე ბურუსითაა მოცული. ეს ისტორია ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბით დაიწყო. 1764 წლის პირველ ივნისს სოფელ ლანგონელი გლეხი ქალი მერკუარის ტყეში ნახირს მწყემსავდა. უეცრად ძალიან დიდი სისწრაფით ტყიდან გამოვარდნილი მგლისმაგვარი არსება მას თავს დაესა. საბედნიეროდ მწყემსს პირუტყვის საყარაულოდ ძაღლები ახლდა, რომლებმაც სიკვდილს გადაარჩინეს. მაგრამ ასე როდი მთავრდებოდა ყოველი ამ მგლისმაგვარი არსების გამოჩენა სხვადასხვა ადგილას. ხანდახან მიყუჩდებოდა და როცა ადამიანები დაიჯერებდნენ, რომ იგი ალბათ მოკვდა ან სხვაგან გადაიხვეწა, სწორედ მაშინ გამოჩნდებოდა და თავს ესხმოდა ადამიანებს. იგი ძალიან ჭკვიანი არსება იყო, იმდენად რამდენადაც თითქმის ვერცერთმა დაქირავებულმა მონადირემ ვერანაირი ზიანიც კი ვერ მიაყენა მას, მკვლელობები კი გრძელდეობოდა და გრძელდებოდა. მოგეხსენებად ყველაფერს აქვს დასასრული და ერთ მშენიერ დღესას იგი გამოფატრული ჩამოატარეს ხალხში. ხალხი ყიჟინას სცემდა და აღფრთოვანებული ეგებებოდა გამოფატრულ მხეცს, რომელიც ზიანს ვეღარავის მიაყენებდა. თუმცა სამწუხარო ისაა, რომ ამ მხეცის დამსახურებაა იმ 100-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი, რომლებიც ტრაგიკულად დაიხოცნენ! 317 4-ს მოსწონს
|