x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138408
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ ვებრძოლოთ ოფლდენას! რომელი საშუალების გამოყენება ჯობია? ეს ყველამ უნდა იცოდეს
image
ცხელი ზაფხული დადგა და ოფლის სურნელმაც იმატა. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ ხალხმრავალ ადგილებში ხშირად წააწყდებით ამ უსიამოვნო სურნელს, იღლია გამოსველებულ ადამიანს და ამ ყველაფრით გაღიზიანებულ, ცხირაბზუებულ პირებს.

ოფლდენასთან ბრძოლის ბევრი საშუალება არსებობს. სასურველია ერთმანეთისაგან განვასხვაოთ ანტიპესპირანტი და დეოდორანტი.

ანტიპერსპირანტი შეიცავს სპირტიან პარფიუმს და სხვადასხვა ქიმიურ მინარევებს, რომლებიც ბლოკავენ ფორებს და ამგვარად აჩერებენ ოფლის გამოყოფას. (სიტყვა პერსპირანტი კი ოფლს ნიშნავს.)

დეოდორანტი არ ბლოკავს ოფლს, საშუალებას აძლევს ჯირკვალს ის გამოყოს და უშვებს კანის ზედაპირზე. დეოდორანტი ბლოკავს სუნს, ის შეიცავს ანტისეპტიკურ საშუალებებს და ებრძვის ბაქტერიებს.


არსებობს საშუალებები, რომლებშიც ანტიპესპირანტსა და დეოდორანტის თვისებები კომბინირებულია, შეგიძლიათ ერთდროულად ებრძოლოთ ოფლის გამოყოფას და უსიამოვნო სუნსაც.

ოფლდენის საწინააღმდეგო საშუალებას გარეკანზევე აწერია, დეოდორანტია, ანტიპესპირანტი თუ კომბინირებული. image


ოფლდენის საწინააღმდეგო საშუალებებმა შესაძლოა გარკვეული გართულებები გამოიწვიოს, თუ მოხმარების წეებს არ დაიცავთ. ამიტომ გახსოვდეთ:


1) დაიტანეთ სუფთა და მშრალ კანზე.


2) არ წაისვათ ახლადგაპარსულ კანზე, რადგან შესაძლოა კანი გაგიღიზიანდეთ.


3) თუ მისი ხმარებისას კანი გაგიწითლდათ, გამოგიშრათ ან ქავილმა შეგაწუხათ აუცილებლად ჩაანაცვლეთ ალტერნატიული საშუალებით.

image


ერთმანეთისაგან უნდა გამოვყოთ სპრეის, ფანქრის (იგივე მყარი ტიპის) და კრემის ტიპის დეოდორანტები.


სპრეის ტიპის საშუალება გაძლიერებული ოფლდენისას უფრო ეფექტურია. ისინი სიგრილის შეგრძნებას გვანიჭებს, თუმცა, სამწუხაროდ, მგრძნობიარე, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი კანი მათ ყოველთვის ვერ ეგუება.


ფანქრის (მყარი) საშუალება მოხერხებულია მოგზაურობის დროს _ არ იღვრება, არ იფრქვევა და ბარგში დიდ ადგილს არ იკავებს. ისინი, ისევე როგორც მათი ბურთიანი ანალოგები, კანს იშვიათად აღიზიანებს, მაგრამ შესაძლოა გამოაშროს.


დეო-გელსა და დეო-კრემს ხანგრძლივი მოქმედება ახასიათებს. ამასთანავე, ერთიცა და მეორეც არაჩვეულებრივად არბილებს კანს, მაგრამ საკმაოდ ძვირია.


სამწუხაროდ კოსმეტიკური საშუალებები ვერაფერს დაეხმარება ადამიანს, რომელიც დაავადებულია ჰიპერჰიდროზით -დაავადებით, რომელიც მიმდინარეობს ოფლის ჭარბი გამოყოფით და როგორც ყველა დაავადება, საჭიროებს მკურნალობას.

imageimage

1
2454
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2454
  
2015, 10 ნოემბერი, 2:21
სოდაა ამის წამალი, და ფეხზე სუნისაც, ტუმც სოდა ყველაფრის წამალია კიბოსიც
0 1 1