შოუბიზნესი ნინი ბადურაშვილი და ნუკი კოშკელიშვილი ახალი ტატუებით ინტერნეტსივრცეს იპყრობენ (+ფოტოები) 2015, 25 ივნისი, 18:33
შეგახსენებთ, რომ ნუკი კოშკელიშვილი ყველასათვის ცნობადი და საყვარელიმოდელი მოდელი და ტელეწამყვანია. ის გულახდილი რესპოდენტია, პირად ცხოვრებაზეც თამამად საუბრობდა, მაგრამ უკვე ერთი წელია დუმს, პირად ცხოვრებას ტაბუ დავადეო. ნუკი შეყვარებული გახლდათ ოთო მარგოშვილზე. რამდენიმეწლიანი ურთიერთობა განშორებით დასრულდა. ტელეწამყვანის, ჩვენთვის ცნობადი, ბოლო სიყვარული კი ამერიკელი ბენჯი ხაიმი გახლდათ. "რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპროლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე მსგავს რაღაცეებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"-გვიამბობდა ნუკი. ნინი ბადურაშვილი კი ბავშვობიად ყურადღების ცენტრშია. ცნობადი ოჯახის შვილი პროფესიით მომღერალია და წლებია სცენაზე დგას. ნინი დაქორწინებული გახლდათ ყოფილ წყალბურთელსა და ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე. წყვილი სკანდალურად დაშორდა. მათ ერთი ქალიშვილი ელენე ჰყავთ. 799 4-ს მოსწონს
|