კინო 11 ყველაზე ცნობილი აკრძალული კინოპლაკატი 2015, 24 ივნისი, 21:23 ![]() კინოფილმების პოსტერები, ჩვეულებრივ მზადდება იმისათვის, რომ ხალხის ინტერესი გააღვიძოს და მაყურებელი მიიზიდოს. თუმცა დროდადრო პოსტერის ავტორები მართლაც გადადიან ზღვარს და ამ შემთხვევაში საქმეში ერთვება ცენზურა. თუმცა სად გადის ეს დასაშვები ზღვარი? ამ კითხვაზე ალბათ ერთმნიშვნელოვანი პასუხის პოვნა ძნელია. პოსტერებზე, რომლებსაც ამ სტატიში შემოგთავაზებთ, ხშირ შემთხვევაში სიშიშვლეც კი არ ფიქსირდება, არადა ყველა მათგანი აკრძალული იქნა თავის დროზე. მაშ ასე, ყველა დროის 11 ყველაზე ცნობილი აკრძალული კინოპლაკატი: 1. სტენლი კუბრიკის "მექანიკური ფორთოხალი". ![]() ორიგინალ პლაკატზე გამოსახულია შიშველი ქალი, რის გამოც აშშ-ში ცენზურის ქვეშ მოექცა: ქალის სხეულს ჯერ საცვლები "ჩააცვეს", შემდეგ კი საერთოდაც ამოიღეს. 2. მარკ მაილოდის "ალი ჯი პარლამენტში". ![]() ეს სრულიად უგემოვნო და არაფრისმთქმელი პოსტერი, ბრტანულმა ცენზურამ აკრძალა, რადგან მიიჩნია, რომ საშა ბარონ კოენმა ამჯერად ძალიან შორს შეტოპა. 3. "არაერთგულები" (რეჟისორთა ჯგუფი). ![]() ამ ექვს ნაწილიანი ფილმის პოსტერი პარიზის სარეკლამო სტენდებიდან მოხსნეს - საფრანგეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებმა ჩათვალეს, რომ ფილმის ამგვარი რეკლამა ქალის თავმოყვარეობის შემლახველია. 4. სტივ მაკუინის "სირცხვილი". ![]() პოსტერი უნგრეთში გაქირავებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ იგი აკრძალეს, რადგან სურათზე ჩანს სპერმა ან მინიშნებაა მასზე. 5. ფრენკ მილერისა და რობერტ როდრიგესის "ცოდვების ქალაქი2: ქალი, რომლისთვისაც მკვლელობა ღირს". ![]() მშვენიერი ევა გრინის შიშველი მკერდი აშშ-ში საჯარო ადგილებზე პოსტერის განთავსების აკრძალვის მიზეზი გახდა. 6. მიტჩელ ლიხტენშტეინის "კბილები". ![]() 7. დევიდ ფინჩერის "გოგონა დრაკონის ტატუთი". ![]() აშშ-ში პლაკატის აკრძალვის მიზეზი აქაც სიშიშვლე გახდა. 8. მილოშ ფორმანის "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ". ![]() აშშ-ს ტერიტორიაზე თავდაპირველი პოსტერი აკრძალეს, რადგან ზედმეტად პროვოკაციულად ჩათვალეს. 9. როჯერ ევერის "სექსის წესები". ![]() ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პუბლიკის აღშფოთება და შოკირება არა თუ შიშველი, არამედ საერთოდ სხეულის ჩვენების გარეშე. 10. პაკ ჩხან უკის "წყურვილი". ![]() პლაკატზე აშკარა სექსია გამოსახული, რაც სამხრეთ კორეელ ცენზორებს არ გამოეპარათ. 11. კევინ სმიტის "ზაკი და მირი იღებენ პორნოს". ![]() ბევრისთვის ალბათ ცხადია, რატომაც აიკრძალა ეს პოსტერი. 688 5-ს მოსწონს
|