x
image
K.P.
გიორგი ბახუტაშვილს ოცნების ქალმა ქალიშვილი გაუჩინა

imageმსახიობი გიორგი ბახუტაშვილი საქართველომ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მეშვეობით გაიცნო. მისი პერსონაჟი, ცოტნე ცოტაშვილი, ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც ქართველებს უპირობოდ უყვართ. მსახიობი წელიწადზე მეტია დაქორწინებულია. მისი რჩეული 23 წლის თაკო შოშიაშვილია. წყვილმა ერთმანეთი მეგობრების წრეში გაიცნო, ურთიერთობა გაგრძლდა. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ორი წელია და ერთმანეთსაც შესანიშნავად უგებენ. გიორგის მტკიცებით ოცნების ქალი იპოვა და მასზე იქორწინა კიდეც. "ჩემი ბედნიერება, როგორიც წარმომედგინა, ერთმა კარგმა გოგომ მომიტანა, მის გარდა ჩემ გვერდით ვერავინ წარმომიდგენია"-ამტკიცებს მსახიობი.image

თაკოს მტკიცებით, მისი მეუღლე რომანტიკულია და სიურპრიზებითაც ხშირად ანებივრებს. "ზამთარში პირველი თოვლი რომ მოვიდა, მე და გიორგი მეგობრებთან ერთად მთაწმინდაზე გვიან ღამით ავედით. სახლში რომ მივედი, ნახევარ საათში ისევ გამიყვანა გარეთ. თურმე თოვლის ბაბუა გაუკეთებია თავის სახლთან, ტაქსში "ჩაუსვამს" და ჩემთან მოუტანია"-გვაიამბო თაკომ.image

თაკოსა და გიორგის ოჯახს რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი წევრი შეემატა. წყვილს ქალიშვილი ეყოლა, რომელსაც ბეა დაარქვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობი შვილის დაბადებას მოუთმენლად ელოდა და მშობიარობასაც კი დაესწრო. დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობს და სამშობიარო უკვე დატოვეს. წყვილს მეგობრები, ნაცნობები, ნათესავები და უბრალოდ გულშემატკივრებიც კი ულოცავენ ქალიშვილის დაბადებას. "მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გაგიხარდათ და ვინც ჩვენი სიხარული გაიზიარაა. თქვენც დიდ სიხარულებს და ასეთ ბედნიერებებს გისურვებთ"-წერს მსახიობი სოციალურ ქსელში. პატარა ბეას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. image

0
418
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0