შოუბიზნესი გიორგი ბახუტაშვილს ოცნების ქალმა ქალიშვილი გაუჩინა 2015, 24 ივნისი, 19:31
თაკოს მტკიცებით, მისი მეუღლე რომანტიკულია და სიურპრიზებითაც ხშირად ანებივრებს. "ზამთარში პირველი თოვლი რომ მოვიდა, მე და გიორგი მეგობრებთან ერთად მთაწმინდაზე გვიან ღამით ავედით. სახლში რომ მივედი, ნახევარ საათში ისევ გამიყვანა გარეთ. თურმე თოვლის ბაბუა გაუკეთებია თავის სახლთან, ტაქსში "ჩაუსვამს" და ჩემთან მოუტანია"-გვაიამბო თაკომ. თაკოსა და გიორგის ოჯახს რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი წევრი შეემატა. წყვილს ქალიშვილი ეყოლა, რომელსაც ბეა დაარქვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობი შვილის დაბადებას მოუთმენლად ელოდა და მშობიარობასაც კი დაესწრო. დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობს და სამშობიარო უკვე დატოვეს. წყვილს მეგობრები, ნაცნობები, ნათესავები და უბრალოდ გულშემატკივრებიც კი ულოცავენ ქალიშვილის დაბადებას. "მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გაგიხარდათ და ვინც ჩვენი სიხარული გაიზიარაა. თქვენც დიდ სიხარულებს და ასეთ ბედნიერებებს გისურვებთ"-წერს მსახიობი სოციალურ ქსელში. პატარა ბეას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. 418 5-ს მოსწონს
|