x
მეტი
  • 07.11.2024
  • სტატია:138101
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511845
ექსტრასენსები კრემლს ემსახურებიან: რა ელის რუსეთის მტრებს?

imageჯარისა და საზღვაო ფლოტის მსგავსად რუსეთის უშიშროებას უზრუნველყოფენ ჯადოქრები, ექსტრასენსები და ეზოთერიკები. ამ საქმიანობის ადამიანები უკვე ძალიან დიდი ხანია იცავენ რუსეთის ინტერესებს. სახელმწიფოს სპეციალური სამსახურები უზრუნველყოფენ ამ ადამიანების პოვნას, რათა მათ შეძლონ სახელმწიფო ინტერესების დაცვა, მათ შორის ყველაზე დელიკატური საკითხების გადაჭრა. ხრუშოვის დროს, ექსტრასენსები მუშაობდნენ მის პირად დამცველებად, ბრეჟნევის და გორბაჩოვის დროს კი მათ იყენებდნენ, რათა მათ ემკურნალათ პარტიული ელიტა. ამ ადამიანების დაცვის ქვეშ იმყოფებიან უამრავი მსხვილი კომპანიები, ხოლო ჩვენი ქვეყნის მტრებს ისინი დაუნდობლად უსწორდებიან. დღესდღეობით, კრემლის ექსტრასენსთა ჯგუფის ყურადღება მიიზიდა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. ამის შესახებ იხ. http://www.sovsekretno.ru/articles/id/4846/

ბორის ელცინის მმართველობის დროს, რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის მიერ შეიქმა ექსტრასენსთა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ემსახურებოდა სახელმწიფოს პირველ პირებს. ამ ჯგუფის ე.წ. ‘’მეთაური’’ იყო გენერალი როგოზინი- პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსის, ალექსანდრე კორჟაკოვის, მარჯვენა ხელი. კორჟაკოვსა და ექსტრასენს ივანე ფომინის შორის ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. ფომინის წინასწარმეტველება პირდაპირ უკავშირდებოდა პრეზიდენტთან დაკავშირებულ მოვლენებს. ვლადიმირ პუტინის მმართველობის დროს კი ეს ‘’როგოზინის’’ ექსტრასენსთა სპეციალური ჯგუფის საქმიანობა გასაიდუმლებული გახდა, მაგრამ დღემდე არსებობს წყაროები, რომელიც მეტყველებს როგოზინის ‘’ჯგუფის’’ არსებობაზე, ხოლო კრემლის სახელით კი ცალკე მოქმედებს პარაფსიქოლოგიისა და ექსტრასენსორიკის ცენტრი. თუ რით არიან ისინი დაკავებული უცნობია, მაგრამ საკმაოდ გაუგებარი და აუღწერელი შემთხვევები ემართება იმ მსოფლიო პოლიტიკოსებს, ვინც წინაამღდეგობას უწევს ჩვენს სახელმწიფოს ხელისუფლებას. პოლიტიკური კარიერის კრახი თუ, ზოგჯერ, სიკვდილი არის ის შედეგი, რასაც იწვევს რუსეთთან მტრული ურთიერთობა, ხოლო ამის გამომწვევი მიზეზია კრემლის ექსტრასენსების მიზანმიმართული მუშაობა.
რათქმა უნდა, ეს ადამიანები არიან ვლადიმირ პუტინის გუნდი, რომელიც წყვეტს არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებს, არამედ მუშაობენ c ბიზნეს ინტერესებზეც. სწორედ ასეთი ‘’მრჩეველთა’’ გუნდის მეშვეობით, რუსეთმა შეძლო საქმიანი კონტაქტების მოპოვება როგორც სამხრეთ ამერიკასთან ასევე ჩინეთთან. ამასთან, გაირკვა, რომ ‘’ასტრალური მხარდამჭერები’’ ჰყავთ მსხვილ რუსულ კორპორაციებსაც. ასე, მაგალითად, ‘’Роснефть’’- მა შეძლო უამრავი მომგებიანი გარიგებების დადება აქამდე მისთვის უცნობ სფეროში. კომპანიის უფროსმა, იგორ სეჩინმა, წარსულში სამხედრო თარჯიმანი, ხელი მოაწერა საკმაოდ დიდ გარიგებებს ნორვეგიასთან, კანადასთან, აშშ-თან, ვიეტნამთან, ბრაზილიასთან, ალჟირთან, ვენესუელასთან.
კიდევ ერთი მაგალითია კომპანია ‘’Ростех’’, რომლის დირექტორიც არის სერგეი ჩემეზოვი. დღესრეობით, ჯერ მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე კომპანიამ შექმნა 15 ერთობლივი საწარმოები მსაფლიო წამყვან კომპანიებთან თანამშრობლობის გზით. ეს კომპანიებია Boeing, Daimler, Renault, Alcatel-Lucent და სხვა. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი, ‘’Ростех’’-მა დაარეგულირა ურთიერთობები მსხვილ იტალიურ კომპანიასთან Pirelli. ყველამ ვიცით ამ ქვეყნის უძლიერესი ექსტრასენსები ჯუზეპე ბალზამო (რუსეთში ცნობილი როგორც ალექსანდრო კალიოსტრო) ან ჯიროლამო კარდანო. მაგრამ, ამასთან, არსებობს სხვა შემთხვევებიც, ეს ის კომპანიებია, სადაც ვერ მოიძებნა ადგილი ადამიანებისთვის არაორდინალური შესაძლებლობებით. მაგალითად, ასეთი კომპანიაა ‘’Газпром’’. მისი მთელი ისტორია, შექმნისთანავე, გვიჩვენებს, რომ ამ კომპანიას არ ჰყავდა ისეთი ხელმძღვანელები, ვისაც შეეძლო შეეხედა ჰორიზონტის მიღმა. მაშინაც კი, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობა იყო, ‘’Газпром’’-ს ყოველთვის უწევდა გარკვეული სირთულეების გამოვლა, როგორიც არის, მაგალითად, ენერგომატარებლების მიწოდება. იგივე პრობლემას წააწყდა კომპანია «Сила Сибири». საბოლოოდ, პრობლემის გადასაჭრელად მიმართეს ვლადიმირ პუტინს, ამასთან, შესაძლოა, პრობლემის მოსაგვარებლად მისი ექსტრასენსებიც კი მოიწვიეს.
მიუხედავად ამისა, დღესდღეობით, ექსტრასენსთა ელიტარული ჯგუფის მთავარი მიზანია პოლიტიკური ოპოზიციის შენარჩუნება არამეგობრულ ‘’მეზობლებთან’’. განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და შემდგომ პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მოგეხსენებათ, იყო რუსეტის მტერი. მთელი მისი კარიერა იყო აგებული ანტირუსულ თეზისებზე. კაჩინსკის მმართველობის დროს ვარშავის ერთერთი მოედანი გახდა ჩეჩენი ტერორისტის ჯოხარ დუდაევის სახელობის, ხოლო პოლონეთის ტერიტორიაზე შენდებოდა ამერიკული სამხედრო ბაზები. სწორედ კაჩინსკიმ დაადანაშაულა რუსეთი კატინის ტრაგედიაში. დღემდე უცნობია მის თავს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი. უკრაინის პოლიტიკოსებმაც გადაწყვიტეს რუსეთთან ვირტუალური ბრძოლის გაგრძელება. ვიკტორ იუშენკოს მიერ არჩეული ანტირუსული კურსი მას ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა, ამასთან ექიმებმა ბოლომდე ვერ გამოიკვლიეს თუ რა სჭირდა მას. იულია ტიმოშენკო კი, რომელიც აპირებდა უკრაინაში მცხოვრები რუსების ატომური მოწყობილობებით განადგურებას, აღმოჩნდა ციხეში ‘’უფლებამოსილების გადამეტების’’ მუხლით. ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც საკმაოდ შეირყა. ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ უეცრად დაკარგა მისი პოლიტიკური ზეგავლენა პოროშენკოსთან კონფლიქტის გამო. ცნობილია, რომ პუტინის ასტრალური გვარდია გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და, ჯერჯერობით, მხოლოდ თვალყურს ადევნებს პეტრო პოროშენკოს.
კიდევ ერთი პროფესიუნალური რუსოფობი გახლავთ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პოლონელების მსგავსად, მან ჩააბარა თავისი ქვეყანა ამერიკას, და უკრაინელების მსგავსად, აბრალებდა რუსეთს ყველა პრობლემას, ხოლო რუსეთის პასპორტის მქონე პირებს კი ანადგურებდა იარაღით. ახლა კი ქვეყნის ყოფილი მეთაური საკუთარ სახელმწიფოში ძებნაშია გამოცხადებული და ემალება სამართალს ოდესაში. მიშიკოს შემდგომ მოსული ‘’ქართულმა ოცნებამ’’ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გადაწყვიტა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მალევე გადავიდა ღია კონფრონტაციაზე როგორც ბიზნესში, ასევე პოლიტიკაშიც. ექსტრასენსები გვათავაზობენ მოცემული მოვლენების განვითარების სცენარს. ექსტრასენსთა მიერ შესაძლოა მოხდეს მასობრივი ფსიქოზი საქართველოს მოქალაქეებს შორის და, შესაბამისად, გარკვეული პირობების შექმნა, რათა მოისპოს ივანიშვილის და ‘’ქართული ოცნების’’ რეჟიმი.
ცნობილმა ესტრასენსმა დენის ხოლოდნიცკიმ გააკეთა კომენტარი საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით და ასევე მის რუსეთთან ურთიერთობაზე.
როგორც წესი, ექსტრასენსორული პროგნოზები, დაკავშირებული პოლიტიკასთან, ეხება უფრო გლობალურ პრობლემებს და მოვლენებს. რუსეთში, მაგალითად, ადამიანები პარანორმალური შესაძლებლობებით ხშირად განიხილავენ გარკვეული სახელმწიფოების ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებთან. მაგალითად, ახლახანს გაკეთდა კომენტარი რუსულ-ქართულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ცნობილი ესტრასენსის, ‘’ექსტრასენსთა ბრძოლის’’ მეხუთე სეზონის მონაწილის, დენის ხოლოდნიცკის მიერ. მან დაადგინა ის, რომ თბილისი არის ანტირუსული პოლიტიკის ცენტრი. მისი თქმით, ‘’ანტირუსული რიტორიკის ინიციატორი და რეზონერი საქართველოში გამოდის პოპულარული პოლიტიკოსი (ენერგეტიკის მინისტრი) კახა კალაძე, რომელიც დაუსაბუთებლად აკრიტიკებს რუსეთის პოლიტიკას.’’
ექსტრასენსი შემდგნაირად აყალიბებს თავის პროგნოზს: ‘’საქმე არა მინისტრის თანამდებობაშია, არამედ იმაში, რომ კალაძე არის შეპყრობილი გაურკვეველი შავი ძალებით, რომელიც მტრულად არის განწყობილი რუსეთის მიმართ. ასტრალური მფარველი მას აძლევს ძალას იმისათვის, რომ მან შეძლოს ზეგავლენა მოახდინოს სხვა ადამიანებზე და, ზოგჯერ, დაიმორჩილოს ისინი.’’ ხოლოდნიცის თქმით, ბოროტი ძალების მთავარ მსხვერპლად შეიძლება გახდეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ‘’ქართული ოცნების’’ დამფუძნებელი და საქართველოს პოლიტიკური ელიტის არაფორმალური ლიდერი. ‘’ის ძალიან ნიჭიერი პოლიტიკოსია, მაგრამ არსებობს იმის საშიშროება, რომ კალაძე და მის უკან მდგომი ბოროტი ძალები მოახდენენ მასზე დიდ ზეგავლენას!’’-ამტკიცებს ექსპერტი.
მაგრამ ამასთან, საქართველოს ელიტა, ჯერჯერობით, არაფერს არ კარგავს. ‘’მე ვხედავ ივანიშვილის ენერგეტიკას და ის სავსებით სუფაა, მაგრამ მის ფოტოსურათებზე ზოგჯერ ისახება მუქი წყარო. მაგიაში ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, რომელთა გადაჭრა უძნელდება ობიექტს. ის ფაქტი, რომ ივანიშვილს კახა კალაძე მიაჩნია მოკავშირედ, შეიძლება გახდეს გადამწყვეტი და, შესაბამისად, წამგებიანი მისთვის, ’’- ამბობს ექსტრასენსი.
ხოლოდნიცკი გვთავაზობს ყურადღებით გავაანალიზოთ ივანიშვილის ბიზნეს-იმპერია. ცნობილია ის ფაქტი, რომ ივანიშვილის ბიზნესი პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან. ამ შემთხვევაში, უმჯობესია მან დაფიქრდეს იმ შესაძლო შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთთან ღია კონფლიქტს.’’
დაბოლოს, ‘’ბერი რამ მანიშნებს იმაზე, რომ საჭიროა გავაფრთხილო ბიძინა ივანიშვილი. მისთვის უმჯობესი იქნება მოძებნოს სხვა მშვიდობიანი გზები რუსეთთან ურთიერთობების შესანარჩუნებლად, ამასთან გაითვალისწინოს რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებიც.’’

1
631
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:George Nakaidze
George Nakaidze
631
  
2015, 24 ივნისი, 21:10
ბიძო უზრდელი, შუბლის ძარღვის გარეშე დაბადებული, რომ ყოფილიყო მთავრობას არ დატოვებდა. შეეშვით ბიძოს.
0 1 1