x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სკანდალებით ცნობილი მამა ანთიმოზი მოსახლეობისგან ფულად დახმარებას ითხოვს
არქიმანდრიტი ანთიმოზი, ერისკაცობაში კი თამაზ ბიჩინაშვილი, ერთ-ერთი და ყველაზე გამორჩეული სასულიერო პირია, რომელიც მუდამ სკანდალებით ეხვევა საზოგადოების ჭორისა და განკითხვის ქარ-ცეცხლში. ამას კი, თავად არქიმანდრიტიც ძალიან უწყობს ხელს.

image

კომუნისტების ეპოქაში საშინელი დისიდენტი, პროტესტის გრძნობით იყო გამსჭვალული ათეისტ-კომუნისტური რეჟიმის მიმართ, რამაც აიძულა ეძია ღმერთი და აღნიშნავს კიდეც რომ ის დოსტოევსკიმ აპოვნინა. ნახალოვკაში დაიბადა და გაიზარდა და როგორც თავად ამბობს, სწავლობდა, პარალელურად კი ქუჩის აკადემიაც დამთავრებული აქვს, თუმცა მაინც ბერმონაზვნობა გადაწყვიტა: "ბერმონაზვნობა რომ გადავწყვიტე, ეს იმას ნიშნავს, რომ უარი ვთქვი, ცოლზე, ქალზე. უკან დაბრუნება აღარ შეიძლება. მაგრამ როცა ღმერთმა შექმნა ადამი, მისი ნეკნისგან შექმნა ევა. იმ ნეკნის ადგილს ადამის ცხოვრებაში სწორედ ევა ავსებდა. ჩემში ამ ნეკნის ადგილი ცარიელია. ქალის სიცარიელეა ჩემში. ამას ეროტიკული გრძნობით არ ვამბობ. ეს სიცარიელე შეიძლება შეგივსოს მეგობარმა. ქალი მეგზურია მამაკაცის. ძალიან რთულია ბერმონაზვნობა და ვინც ამას ახალგაზრდა ასაკში გადაწყვეტს, ძალიან ბევრი უნდა იფიქროს. მე 39 წლის ვიყავი ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე. განცდები არის, მაგრამ უკან მოსაბრუნებელი ყველა გზა მოჭრილია, დაბრუნების შანსი აღარ არსებობს. მე ხომ წმინდანი არ ვარ, ყოველთვის განვიცდი ქალის ნაკლებობას. რომელი მღვდელი ან ეპისკოპოსიც ამბობს, რომ მას ქალი არ უნდა, ის იტყუება. რომ გინდა და უარს ამბობ, ეგ არის ბრძოლა და წინსვლა, თორემ რომ არ გინდა, არანაირი ბრძოლა არ გიწევს"- ამბობს მამა ანთიმოზი.


მისი სკანდალები საზოგადოებისთვის ცნობილი კი 17 მაისის აქციის შემდეგ გახდა, როდესაც მან ლგბტ-ს მხადმჭერებს და თავად მათ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აგინა.

მამა ანთიმოზი facebook-ის აქტიური მომხმარებელია და გამოირჩევა ასევე სტატუსების აქტიურობით, სადაც საკუთარ აზრს ამა თუ იმ მოვლენების მიმართ, მოურიდებლად გამოხატავს. მიუხედავად ამისა, არც სოციალურ ქსელში აკლია სიყვარული მრევლის მხრიდან თუ კრიტიკა და გინება საზოგადოების მხრიდან. თუმცა დღეს მას შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება და ამბობს, რომ მსგავსი სასჯელი საპატრიარქოსგან, მღვდელთმსახურების დროებით შეჩერება ადრეც ჰქონდა, დავით გარეჯში მესაზღვრეები როცა სცემა. თუმცა ეხლანდელ სასჯელზე კი ასე პასუხობს: "არ გავბრაზდი. სამართლიანი იყო სასჯელი. ბერობასა და არქიმანდრიტობას სიკვდილამდე ვერავინ წამართმევს, ეს არ ნიშნავს ეკლესიიდან წასვლას, უბრალოდ, მღვდელთმსახურება შევიჩერე. ვერ ჩავატარებ ნათლობას, წესს ვერ ავაგებ, წირვას ვერ ჩავატარებ. ზიარების უფლება არავის ჩამოურთმევია ჩემთვის. როცა მინდა მივალ, შევიმოსები და ვეზიარები. ეკლესიის წევრი ვარ სამუდამოდ, სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგაც. ამის შემდეგ თუ რამეს დავაშავებ, ეკლესიას აღარ მოეცხება ჩირქი, საკუთარ თავზე მივიღებ დარტყმას".


დღევანდელი თემა კი მამა ანთიმოზის ახალ სტატუსს ეხება, რომელიც რამოდენიმე დღეა საკუთარი facebook-ის გვერდზე დადო და სადაც საზოგადოებას მიმართავს ფულით დაეხმარონ. სტატუსის ტექსტის ციტირებას კი გავაკეთებ უცვლელად:


თხოვნა
ახალგაზრდობაში ფეხბურთის თამაშის დროს მარჯვენა მუხლზე გამიწყდა ჯვარედინა მყესები მენისკთან ერთად. ოპერაცია არ გამიკეთებია. ბერობაში 5 წელიწადი გაუსვლელად ვიცხოვრე ნესტიან გამოქვაბულში გარეჯის უდაბნოში, სადაც სახსრები სულ დავიზიანე. ყურადღება არ მიმიქცევია. ორი კვირის უკან გავიარე გამოკვლევა. მარჯვენა მუხლზე აღმომაჩნდა მეოთხე ხარისხის გონ ართროზი. მოკლედ, სითხე და სახსრები საერთოდ აღარ არის და ძვალი ძვალს ედება. მკურნალობას არ ექვემდებარება. მარცხენა მუხლზე მეორე ხარისხის გონართროზი. მკურნალობას ექვემდებარება. ექიმმაც შემაშინა, შეიძლება გაგიჭედოსო. აუტანელი ტკივილები რომ არ მქონდეს, არ შეგაწუხებდით. ვისაც რამდენი შეგიძლიათ, თიბისი ბანკში შემეწიეთ ამ ანგარიშზე: TBCBG22 GE60 TB78 6854 5063 6000 09 TAMAZ BICHINASHVILI

ოპერაცია აუცილებელია და ხელოვნური სახსრების ჩადგმა. შემდეგ ორი თვე რეაბილიტაცია სახლშ. საპატრიარქომ ჩვენც დაგეხმარებითო. რომ ძაან არ გამჭირვებოდა, არ გთხოვდით.

პატივისცემით არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)

P.S. სახელი და გვარი მიუთითეთ, რომ ლოცვებში მოგიხსენიოთ.



image




მამა ანთიმოზის სტატუსები და კომენტარები facebook-დან:


imageimageimageimageimageimageimageimageimage

6
495
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
495
  
2015, 26 ივნისი, 19:04
იცი რა ხდება მაკუშ?ღმერთი გვასწავლის რა არის სწორი,მართალი და წმინდა,ხოლო გაითვალისწინებს თუ არა მისი მორჩილი ამას ეს მასზეა დამოკიდებული,ასეთი შემარცხვენლები ყველა რელიგიაშია ვინც სახელს უტეხს მის რელიგიას.
2015, 26 ივნისი, 17:45
პირადად მე, იმ ერთეულ მოძღვართა წრეს მივაკუთვნებ, რომლებიც სხვა დანარჩენ ღირსეულ სასულიერო პირებს სახელს უბღალავენ. თუმცა საპატრიარქომ იქონია რეაგირება და შეუჩერა მღვდელმსახურების სტატუსი.
2015, 26 ივნისი, 12:56
საბრალო :) ჯერ თავმოყვარეობაზე და ნამუსზე იმკურნალოს
2015, 24 ივნისი, 19:40
სამწუხაროდ...
2015, 24 ივნისი, 19:38
კომენტარებია პირდაპის ინტელექტის "ზეიმია"...
0 1 6