x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კაცობრიობა 100 წელზე მეტ ხანს ვერ იარსებებს
დედამიწა იმყოფება რიგით მეექვსე -ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი განადგურების ფაზაში, ასეთ კოშმარულ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები პრესტონის, სტენფორდის და კალიფორნიის უნივესიტეტიდან. მათ დასკვნას შეუერთდნენ კოლეგები მეხიკოს ნაციონალური უნივერსიტეტიდან.


შოკირებულმა მეცნიერებმა შესაბამისი დასკვნა ჟურნალ Science Advances -ში გამოაქვეყნეს.

image



სურათზე: ფაუნის სახეობები, რომლებიც კატასტროფული სიჩქარით ნადგურდება.




ბიოლოგების აზრით მრავალი სახეობის ფაუნის გადაშენება თვითონ ადამიანების მიერ არის ორგანიზებული.იგი პროვოცირებულია მათივე ქმედებებით, რომელიც პლანეტის განადგურების ტოლფასია.შედეგი ის იქნება, რომ საბოლოოდ ადამიანებიც გადაშენდებიან სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან ერთად.


როგორც კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პროფესორი პოლ ერლიხი(Paul Ehrlich) აცხადებს, 1500 წელს ჩვენი პლანეტა სამუდამოდ დატოვა ხერხემლიანთა 320 სახეობამ.მანამდე 100 წელიწადში ერთხელ მხოლოდ 2 სახეობა თუ გადაშენდებოდა.ახლა გადაშენების სიჩქარემ 100-ჯერ მოიმატა.

image

ახლა კი ვუახლოვდებით იმ ფაზას, როდესაც 65 მილიონი წლის წინ დედამიწა დაემშვიდობა დინოზავრებს.



ამავე აზრისაა ბრიტანელი ეკოლოგი დევიდ აუერბახი( (David Auerbach ), რომელიც ამტკიცებს, რომ კაცობრიობა 100 წელსაც კი ვეღარ გაქაჩავს.ჩვენ დაგვღუპავს ჯოჯოხეთური სიცხე და ბუნებრივი რესურსების ამოწურვა.სიცხე სულ უფრო და უფრო მოიმატეს გლობალური დათბობის შედეგად.ხოლო გლობალური დათბობა ხელს შეუწყობს სათბური აირების გამოტყორცნას, რომლის შემცირებაზეც უარს ამბობენ განვითარებული ქვეყნები.


უკვე გვიანია-აცხადებს ზოგიერთი ექსპერტი, უნდა მოვიძიოთ ტექნოლოგია, რომელიც შეაჩერებს გლობალურ კატასტროფას.

აურებახი ვარაუდობს, რომ 100 წლის შემდეგ ტემპერატურა საშუალოდ 5 გრადუსით მოიმატებს.პროცესი დაწყებულია-აცხადებს მეცნიერი-ანომალიური სიცხისგან და კატასტროფული წყალდიდობებისგან ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება.

image

0
1775
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1775
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0