ქალი და მამაკაცი რა უნდა გააკეთოთ, თუ “არანორმალური” შეგიყვარდათ? 2015, 23 ივნისი, 17:59 არ გაუშვათ! – თუ შეხვდებით ისეთ თავისუფალ ადამიანს, რომ შეუძლია “არანორმალური” იყოს – არასდროს მისცეთ ამ ადამიანს წასვლის უფლება.
“არანორმალურები” მომნუსხველები, მიმზიდველები არიან და თქვენც ასეთად გაქცევთ. მათ შეუძიათ თქვენი კომფორტის ზონის გაფართოება. მზად იყავით: ისინი თქვენს ცხოვრებას შეცვლიან “არანორმალური” არასდროს გეგმავს ურთიერთობას. ისინი კონკრეტულად არაფერს ითხოვენ თქვენგან. ურთიერთობისას მიკერძოებულნი არასდროს არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ურთიერთობა შემთხვევითი და შეუცნობელია, როგორც თავად ცხოვრება. “არანორმალური” გულწრფელი იქნება და არა მარტო შინაგანი ანგელოზის ჩვენებას გაბედავს, არამედ შინაგანი დემონების გამხელისაც არ მოერიდება. “არანორმალურს” შემცვლელს ვერ უპოვით თუ მას დაშორდებით, ვერ შეძლებთ იპოვოთ მისი მსგავსი, ვინც ისე შეგივსებთ ცხოვრებას, როგორც მას შეეძლო. “ნორმალურ” ადამიანებს მსგავსი უნარი არ აქვთ. გამუდმებით “არანორმალურზე” იფიქრებთ “არანორმალური” ბიჭი თავისუფლებას გაჩუქებთ. ის არასდროს შეგზღუდავთ, თუ პირადი თავგადასავლებისთვის დრო გჭირდებათ. ის მხარში დაგიდგებათ. ასეთ ადამიანებს არა მხოლოდ თქვენთან ყოფნა სურთ, არამედ მათ უნდათ, სწორი გზა გიჩვენოთ. იმედია მოგეწონათ! 338 15-ს მოსწონს
|