x
image
შაკ_ო
პროსტიტუცია, როგორც უძველესი პროფესია. +16

imageპროსტიტუცია, სექსუალური მომსახურება გარკვეული თანხის სანაცვლოთ. დღესდღეისობით სხვადასხვა ქვეყანაში პროსტიტუციისადმი დამოკიდებულება განსხვავებულია. ზოგან იგი კანონიერი გზაა, ზოგან კიდე სამართლებრივი დანაშაული. თუმცა ბავშთა პროსტიტუციასთან მიმართებაში ყველა ქვეყანა ერთსულოვანია და ყველა დანაშაულად მიიჩნევს მას. პროსტიტუცია ცალსახად ითვლება მოვლენად, რომელიც ეხება ქალებს, მაშინ როცა უძველესი დროიდან არსებობენ მამაკაცები, რომლებიც აბსოლუტურად იგივე როლს ასრულებდნენ: აგრეთვე არის შემთხვევები, როცა მეძავი-მამაკაცები და მეძავი- ქალები მუშაობენ ერთად და იწოდებიან "ოჯახურ წყვილებად". მათ ქირაობენ ჰეტეროსექსუალური ჯგუფური საქმისათვის, ან სვინგისათვის. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციაში ბევრჯერ იყო მცდელობა, რომ პროსტიტუცია გამხდარიყო კრიმინალური საქმიანობა. ხოლო სექსოლოგების ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ პროსტიტუციის კანონიერად აკრძალვა არ არის გამართლებული. ბევრ ქვეყანაში პროსტიტუცია კანონით არ არის აკრძალული. თუმცა კი, ყველა ქვეყანაში ისჯება პროსტიტუციაში არასრულწლოვნებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ჩათრევა. არის ქვეყნები სადაც დანაშაულად ითვლება, პროსტიტუციის, როგორც ბიზნესის ორგანიზება. თანამედროვე (კომერციული) სახით პროსტიტუციას საფუძველი ჩაეყარა ქალაქურ საზოგადოებაში, როცა ქალი განთავისუფლდა მამაკაცური მბრძანებლობისაგან და საშუალება მიეცა თავად აერჩია სექსისთვის პარტნიორი. პროსტიტუცია სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად არის გავრცელებული. იაპონია- ამ ქვეყანაში პროსტიტუცია არსებობს უძველესი დროიდან საზოგადოებისათვის მისაღები ფორმით. მაგრამ1617 წელს სიოგუნ ტოკუგავა იეიასუმ მოახდინა სექს ინდუსტრიის რეორგანიზაცია ტოკიოში, გადაასახლა რა ყველა მეძავი (იუზდე) ქალაქის ერთ იოსივარას კვარტალში. ამის შედეგად ბევრ იაპონურ ქალაქში მოიქცნენ ასე და გაჩნდა უამრავი "მხიარული კვარტლები" ამ კვარტლების გასართობად ადამიანები- გეიშები იყენებდნენ სიმღერებს, ცეკვას, მუსიკას, საუბარს. ამასთან აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გეიშები იყვნენ მამაკაცები. 1751 წლის კიოტოში და 1761 წლის ტოკიოში გამოჩნდნენ ქალი-გეიშები და მათ სრულიად გამოაძევეს ამ სფეროდან მამაკაცები. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, არ იყვნენ მეძავები იაპონელი გეიშები. იაპონელ გეიშებს არ ქონდათ უფლება სექუალური მომსახურება გაეწიათ კლიენტისთვის, ვინაიდან მათ არ ქონდათ სახელმწიფო ნებართვა პროსტიტუციაზე. 1957 წლიდან იაპონიაში პროსტიტუცია აკრძალულია კანონით, მაგრამ არებობს მალულად ბარებსა თუ საუნებში მომსახურება. ლეგალურია მხოლოდ "ფუძოკუ" დაწეებულება, სადაც კლიენტს ემსახურებიან სექსუალური კუთხით სქესობრივი კავშირის გამორიცხვით. იაპონიაში არსებობს ერთი საინტერესო მოგების სახე ახალგაზრდა-გოგონების ჩანაცვამი საცვლების გაყიდვა სპეციალურ მაღაზიებში, სადაც მათ ფეტიშისტები ყიდულობენ. ისლამური ქვეყნები- ისლამი მკაცრად სჯის მეუღლის ღალატს. თუმცა პროსტიტუცია ისლამურ ქვეყნებშიც კი არსებობს. პროსტიტუცია შეიძლება გაფორმდეს, როგორც დროებითი ქორწინება ერთი ღამით, რომელიც ფორმალურად იძლევა სექსისა და მაჰრის (ფორმალური საჩუქრის) უფლებას. ასეთი დროებითი ქორწინება მიღებულია შიიტებში, ხოლო სუნიტებში ის აკრძალულია, რამეთუ არ ასრულებს ქორწინების ძირითად როლს. იგულისხმება (შვილების ყოლა და მათი აღზრდა). ქორწინებაში არმყოფი პირები ღალატისთვის ისჯებიან გამთრახებით, ხოლო ქორწინებაში მყოფთა ღალატი კი სიკვდილით ქვების ჩაქოლვის გზით. (შარიათი ითვალისწინებს, რომ ასეთი სახის დასჯა დაშვებულია, მხოლოდ აღიარების ან 4 მოწმის ჩვენების საფუძველზე). სახელმწიფოები რომლებიც ახდენენ პროსტიტუციის კრიმინალიზაციას, გამომდინარეობენ იქიდან, რომ პროსტიტუცია არის ბოროტება და საჭიროა მისი აღმოფხვრა. არის ქვეყნები სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებულია (ჰოლანდია, შვეიცარია, თურქეთი, გერმანია, ავსტრიის დიდი ნაწილი ავტრალიის ნაწილი და ა.შ) და რეგულირდება კონკრეტულად პროსტიტუციის კანონმდებლობით.

2
589
7-ს მოსწონს
ავტორი:შაკ_ო
შაკ_ო
589
  
2015, 21 ივნისი, 13:21
გაიხარე, მადლობა
2015, 21 ივნისი, 9:49
"საღოლ, სერიოზულ".
0 1 2