მორალური შეგნების ჩამოყალიბება.
სოციალური ყოფისა და კულტურის გარდაქმნის გლობალური პროცესები განსაზღვრავს განათლებისადმი მიდგომის სერიოზულ ტრანსფორმაციას, თანამედროვე სკოლის ახალი მოდელების ფორმირებას. 21-ე საუკუნის სკოლამ ისეთი პედაგოგიური სისთემა უნდა შეიმუშაოს, რომელიც განათლებას დაუკავშირებს პიროვნების სულიერი სამყაროს ჰოლისტურ ფორმირებას, უფრო გართო კულტურულ კონტექსტში. 21-ე საუკუნის დასაწყისი წარმოადგენს გარდამავალ ეპოქას ინდუსტრიულიდან პროინდუსტრიული საზოგადოებისაკენ და ანთროპოგენური, ინფორმაციული ცივილიზაციის სიმბოლოა. არასტაბულირ, განუსაზღვრელ და ქაოსურ გარემოში პიროვნების სოციალური და ზნეობრივი პასუხისმგებლობა მძაფრდება. ზნეობრივი ფასეულობები სისტემურ საწყისსა და ჰუმანიტარული კულტურის სულს წარმოადგენს. მორალური შეგნება სოციალურ გარემოსა და ეთიკურ ნორმებს შორის დაპირისპირებისას ვითარდება. ადამიანი საკუთარი მორლური ფილოსოფიის შემოქმედი ხდება. ამიტომ მორალური პოზიციის ჩამოყალიბება და მისი ბუნების გამოვლენა სასკოლო განათლების დონეზე ფილოსოფიის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. მორალური შეგნების ინდივიდუალური განვითარების დონეების ანალიზისას ჩვენ მივმართავთ სტრუქტურულ-გენეტიკურ მიდგომას, რომელიც კოგნიტურ ფსიქოლოგიაში გამოიყენება, ასევე კულტურულ-ისტორიული და კულტურშემოქმედებით მეთოდებს. პიროვნების მორალური შეგნების ტიპოლოგიზაცია შეიძლება განხორციელებული იქნეს შემდეგ დებულებებტან შესაბამისობით: * მორალური პიროვნების ჩამოყალიბება ეტაპობრივი პროცესია; * ყოველი ადამიანი ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე ცნობიერების განვითარების განსაზღვრულ სტადიებს გადის: ადრეული ასაკიდან, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა სახის ცოდნის ათვისებას, ზრდასრულამდე, როცა ადამიანს აქვს პირადი შეხედულებები, რის საფუძველზეც იღებს იგი შემოქმედებით და მორალურ გადაწყვეტილებებს; * მორალური შეგნების ცვლილებები დაკავშირებულია პიროვნების მორალური განვითარების ეტაპებთან; * მორალური შეგნების დონე განისაზღვრება მეტყველების, ლოგიკური რეფლექსიის, ენობრივი გარემოს, სოციოკულტურული კონტექსტის განვიტარების კვალობაზე, ასევე სოციალური ინტერაქციის გამოცდილების დონით და ემოციურ-გრძნობითი განვითარების ხარისხით. არსებობს პიროვნების მორალური შეგნების შეგნების ტიპოლოგიზაცია: ვერბალურამდელი დონე (3 წლამდე) მორალური შეგნების დონის არ არსებობა. პატერნალისტური დონე (3-6-7 წელი)- ორიენტაცია დასჯა-დაჯილდოებაზეა, კარგია ის, რასაც სიამოვნება და კმაყოფილება მოაქვს, ეს კმაყოფილება რომ მივიღოთ და სასჯელი თავიდან ავიცილოთ, მშობლებს უნდა დავუჯეროთ. საქციელი კარგია ან ცუდია, თუ ასე აფასებენ მას უფროსი ადამიანები, ქცევა ფასდება მისი შედეგით. კონვენციური დონე (7-12 წლამდე)- ინტრუმენტული ჰედონიზმი (საპასუხო სამართლიანობა) როგორც მორალური პოზიციის აგების პრინციპი. სხვებს ისე უნდა მოეპყრო, როგორც ისინი გეპყრობიან. კარგია ის, რაც საკუთარი სარგებლისთვის გამოგადგება. კარგია საქციელი, თუ ის შეესაბამება სოციალურ ინტერაქციის დადგენილ წესებს. რეფლექსური დონე ღირებულებითი ფასეულობები: ურთიერთ მოლოდინი და თანხმობა. კარგია ის, რაც ჯგუფის, სოციუმის ინტერესებს შეესატყვისება, რაც საშუალებას აძლევს საზოგადოებას, ნორმალურად იფუნქციოს და თავიდან აიცილოს ქაოსი, ერთმანეთს "ოქროს წესის" მიხედვით უნდა მოვექცეთ. ქცევა კარგია, თუ ის გამოსადეგია საზოგადოებრივი სიკეთისთვის და შეესაბამება ჩემი სინდისის მოთხოვნებს. სინდისი ჩემი ქმედების უმტავრესი მოწმეა. მორალური სიმწიფისა და ინდივიდუალური პსუხისმგებლობის დონე- ორიენტაცია გლობალური მორალის იმპერატივებისკენ. კარგია ის, რაც ხელს უწყობს სამყაროში სიკეთის გავრცელებას, ქცევის შედეგი არ უნდა იყოს სიცოცხლის გაგრძელებისთვის დესტრუქციული. ქცევა კარგია თუ მას სამყაროსადმი სიყვარული უდევს და საერთოსაკაცობრიო პრინციპებს განამტკიცებს. მორალური განათლება გაიგება, როგორც კაცობრიობის ზნეობრივი გამოცდილების უმაღლეს მიღწევებთან ზიარება, პიროვნებაში თავისუფლებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის განვითარება.მორალური განათლება ვერ წარმოადგენს ისეთ მზა მოცემულობებს, რომელთა სრული რეალიზება ოდესმე იქნება შესაძლებელი. ( ს. ჰესენი). დ.დიუის მიხედვით, გამოცდილება ნიშნავს ყველაფერს, რისი განცდაც შეიძლება. მორალური ნორმები და პრინციპები ინტელექტუალური ინსტრუმენტებია, რომელთა ღირებულებაც დამოკიდებულია ადამიანის შესაძლებლობაზე გამოიყენოს ისინი მორალური კონფლიქტის კონკრეტულ სიტუაციებში და სწორი ქცევის განსახორციელებლად. სისწორის კრიტერიუმი კი საყოველთაო აღიარებაა და არა ობიექტურობა. კომუნიკაცია, თანამონაწილეობა მორალური კანონის უნივერსალიზაციის ერთადერთი მეთოდია. ეს პასუხობს საზოგადოების დემოკრატიული განვითარების მიზანს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე წარმოადგენს პიროვნების ზრდის წინა პირობას. მასწავლებლის როლი აღსაზრდელის შინაგან სამყაროსა და ცვალებად სიტუაციებს შორის შუამავლის ფუნქციამდე დაიყვანება. საჭიროა გარკვეული დრო, სანამ გამოცდილება აღიარებულ იქნება ყველანაირი ცოდნის განსაკუთრებულ წყაროდ, მათ შორის სოციალური და მორალური საკითხების სფეროშიც კი.