სასარგებლო პროდუქტები სპეციალური პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს შიგნიდან ათბობს… 2015, 20 ივნისი, 16:35 ალბათ საჭიროა იმის ცოდნა, რომ სიცივეში შეგიძლიათ კვების რაციონში ისეთი პროდუქტები შეიტანოთ, რომლებიც თქვენზე შინაგანად იმოქმედებს და გაგათბობთ.არსებობს სპეციალური პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს შიგნიდან ათბობს…
![]() კვების რაციონის სეზონური ცვლილების საჭიროებას თვითონ ორგანიზმი გკარნახობთ, ორი მიზეზის გამო: 1) პირველ რიგში, მისთვის აუცილებელია ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნება – ორგანიზმს სჭირდება დამოუკიდებლად გათბობის ძალა. 2)მეორე მხრივ, გარემო პირობებისათვის ორგანიზმი საკვებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ემზადება. ინფორმაცია გადაეცემა ეგრეთ წოდებულ “მუცლის ტვინს” და ნაწლავების ჰორმონალურ სისტემას. იმის მიხედვით, თუ რას მივირთმევთ, ორგანიზმი განსაზღვრავს თავის მოქმედებებს: ცივდება, ეშვება, იძაბება ან თბება. ![]() სითბურად მცირეოდენ დამუშავებული, ოდნავ გამომშრალი და სანელებლებიანი საკვები ათბობს ორგანიზმს. სწორედ ამგვარი საკვებია ზამთარში საჭირო. უშუალოდ პროდუქტებს კი, რომლებიც ორგანიზმის გათბობის ეფექტით ხასიათდებიან მიეკუთვნება: მარცვლეული: წიწიბურა, შვრია. ბოსტნეული: ხახვი, პირშუშხა. ხილი: ჭერმის ჩირი, ჩამიჩი. თევზეული: კალმახი, თინუსი. ფრინველის ხორცი: ქათამი, გარეული ფრინველი. რძის პროდუქტები: თხის რძე, ყველი (მათ შორის, ობმოკიდებულიც). სანელებლები: დარიჩინი, პილპილი, კამა, კვლიავი, ნიორი. სასმელები: კოჭას (ჯანჯაფილის) ჩაი, გლინტვეინი, წითელი ღვინო, მარცვლეულის ყავა. ![]() ![]() ![]() 267 14-ს მოსწონს
|