x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
7 დღიანი დიეტა - წმენდს ორგანიზმს ზედმეტი ნარჩენებისგან და წონაში გაკლებინებს 10 კილოგრამს
image


დიეტას უცხოელი სპეციალისტები სთავაზობენ დაინტერესებულ საზოგადოებას და დამაჯერებლად მიუთითებენ იმ შედეგებზე, რისთვისაც იღწვის თითოეული ამ დიეტის დაცვით დაინტერესებული ადამიანი - წერს "dailymail".შვიდ დღიანი დიეტა უპირველეს ყოვლისა წმენდს ორგანიზმს ზედმეტი ნარჩენებისგან და წონაში გაკლებინებს 10 კილოგრამს.რას გვირჩევენ ბრიტანეთის ცნობილი დიეტოლოგები? როგორ უნდა დავიცვათ დიეტა?

1) პირველ დღეს ვსვამთ დიდი რაოდენობით სასმელს ( მნიშვნელობა არა აქვს, რისი წვენი იქნება, თუნდაც ბულიონი მივირთვათ ).

2 ) მეორე დღე ეკუთვნის ბოსტნეულს, რომელსაც მივირთმევთ სალათების სახით და ნებისმიერი რაოდენობით, სასურველია ბოსტნეულში ჩავრთოთ კომბოსტო, რომელიც მოგეხსენებათ შლის ცხიმებს.

3 ) მესამე დღეს გავიმეორებთ იმას, რაც მივირთვით პირველ დღეს, ანუ ნებისმიერი სახის სასმელი დიდი რაოდენობით.


4 ) მეოთხე დღეს რაციონში ვრთავთ ხილს ნებისმიერი ოდენობით ( გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი გამონაკლისებისა: ბანანი, ბროწეული, ხურმა, კარალიოკი, ლეღვი და თუთა), აქვე სასურველია თუ გავითვალისწინებთ ცხიმისმწველი გრეიფრუტის შეძლებამდე მირთმევას..

5 ) მეხუთე დღე ეკუთვნის ცილოვან პროდუქტებს, როგორიცაა კვერცხი - ოღონდ მოხარშული, ქათმის ფილე მოხარშული და დასაშვებია იოგურტი.

image

6 ) მეექვსე დღეს კვლავ ვიმეორებთ პირველი და მესამე დღის მენიუს - ანუ სითხეები რაც შეიძლება დიდი ოდენობით + უშაქრო ყავა და უშაქრო ჩაი.

7 ) მეშვიდე დღეს უკვე შეგვიძლია სამჯერ მივირთვათ. მათ შორის: საუზმეზე ჩაი უშაქრო, მოხარშული კვერცხი.

ლანჩზე - ხილი ნებისმიერი დასახელების.

სადილზე - ბულიონი ბრინჯით ან ბოსტნეულით მომზადებული.

სამხარზე ხილი.

ვახშამზე - კი სალათა მარილითა და ზეთით.

გარდა ამისა, იმავე სპეციალისტების მითითებით სასურველია ზემოთ გაწერილ 7 დღეზე თუ ჩავრთავთ მწვანე ჩაის დღეში თუნდაც ორ - სამ ფინჯანს. ყველასთვის ცნობილია, რომ მწვანე ჩაი ხელს უწყობს ცხიმების დაშლას.

აი, ეს არის 7 დღიანი დიეტა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია წონაში 10 კილოგრამის დაკლება.

image

12
84634
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
84634
  
2020, 26 სექტემბერი, 17:06
ძალიან კარგია!
2019, 24 სექტემბერი, 17:52
ძალიან კარგად გამომადგა აი ეს დიეტა:

https://www.weightlossgeorgia.com/?c=/?c=site-intmedia
2019, 23 ივლისი, 2:12
ჩემმა მეგობარმა გააკეთა ეს დიეტა უბრალოდ ამბობდა რომ ბოლომდე ზედმიწევნით არ დავიცავიო და 6 კგ დაიკლო. მე ვაპირებ გაკეთებას და შემდეგ დავდებ შედეგსაც.
წარმატებები ყველას ????
2019, 4 ივნისი, 11:50
მოქმედებს ეს დიეტაა მე დავიცაავიი დაა 7კილო დავიკელი
2019, 14 აპრილი, 14:23
ვინმემ შედეგს თუ მიაღწია შეგიძლიათ კომი დატოვოთ?
2019, 15 იანვარი, 8:51
7 დღე არაფერი რომ არ ჭამო რამდენ კილოს დაიკლებ?ხომ არ იცით?
2018, 17 ოქტომბერი, 10:19
აბსოლუტურად არაჯანსაღი რჩევებია აქ წარმოდგენილი!
ეს არის არაჯანსაღი სტატია, არაფერი აქვს კავშირი დიეტასთან, მხოლოდ ლაიქების დასავროვებელი სათაურით..
2018, 11 ოქტომბერი, 18:03
მხოლოდ სითხე უნდა მივიღოთ თუ საკვებიც დასაშვებია?
2017, 19 ივნისი, 14:23
ნატურალური წვენებიც, ბულიონიც უცხიმო და გაზგასული მონერალებიც.
2017, 19 ივნისი, 10:06
სითხეებში რა შედის? მაგალითად ნატურალური წვენები?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10