საზოგადოება მონადირეები ადასტურებენ, რომ მოქალაქეების მიერ გადაღებული ფოტოები ნამდვილია 2015, 19 ივნისი, 12:46 მონადირეები ადასტურებენ, რომ მოქალაქეების მიერ მტაცებელი ცხოველისთვის თბილისში გადაღებული ფოტოები ნამდვილია და მათზე კატისებრთა ოჯახის დიდი წარმომადგენელია აღბეჭდილი. „ჩვენი შემოწმებით, სამი სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებული ფოტო იყო იდენტური. ეს ადამიანები ერთმანეთს არ იცნობდნენ და დაახლოებით, 15-მდე თვითმხილველი ჰყავს ამ ფაქტს. ჩვენ, როგორც მონადირეები და არა ექსპერტები, ვადასტურებთ, რომ რომ კატისებრთა დიდი წარმომადგენელი იყო და ვიწყებთ მოქმედებებს. გუშინ ღამით დაიყარა ლეში, დაყენდა ვიდეოხაფანგები და გვექნება დაახლოებითი მონაცემები, სად იმყოფება ვეფხვი ამ პერიოდში“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს მონადირე გიორგი მეტრეველმა. მტაცებელი ცხოველები თბილისის ზოოპარკიდან 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ გაიქცნენ. რამდენიმე მათგანი ლიკვიდირებულია, ერთი ვეფხვი კი ამ დრომდე დაკარგულია. 374 1-ს მოსწონს
|