საქართველო ნიკა მელია:" მათი მთავარი პრობლემა გულგრილობა და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაა" 2015, 19 ივნისი, 12:25 16 ივნისს, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც მათ იარაღის ტარების უფლება უნდა მიეცეთ. ინიციატორი საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძეა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელიას განცხადებით მსგავსი ინიციატივა იმას მიუთითებს, რომ დეპუტატებისთვის თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ არა არაპროფესიონალიზმი და გულგრილობაა მათი მთავარი პრობლემა, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა. „მაშინ, როდესაც თბილისში სტიქია მძვინვარებს, 10-მდე ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ არაა ნაპოვნი, 19 ადამიანი დაიღუპა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მშობლები ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ და მტაცებელი ცხოველები ადამიანებზე ნადირობენ, ასეთ დროს აღმოჩნდა, რომ 2 დღის წინ საკრებულოში საკრებულოს „ქართული ოცნების“ შემადგენლობა დასხდა, საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნა და იარაღის ტარების უფლება მოითხოვეს. ამის ინიციატორი, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ძმა საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ. ამ კანონის ინიცირება პარლამენტში მანანა კობახიძეს უნდა მოეხდინა. ამ დრომდე მეგონა, რომ არაკოორდინირებულობა და არაპროფესიონალიზმი იყო „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ამ დღეებში, თუმცა დავრწმუნდი, რომ მათი მთლემა გულგრილობა და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაა.ავარი პრობ ესაა უპასუხისმგებლობა და წარმოუდგენელი თავხედობა. ია, რაც 16 ივნისს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა იკადრეს, თბილისელებზე სილის გაწნაა.“ 217 6-ს მოსწონს 1-ს არა
|