x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დაზარალებულთა დასახმარებლად საპატრიარქომ 100 000 ლარი გადარიცხა
ცხადია უკვე ყველასათვის 13 ივნისის საღამოს გადაუღებელმა, რამოდენიმე საათიანმა წვიმამ თუ რა ტრაგიკული შედეგი გამოიღო. ადიდდა მდინარე ვერეს ხეობა, გადმოვიდა ნაპირებიდან, წალეკა გმირთა მოედანი და მიმდებარე ქუჩები. დინებამ მთლიანად წაიღო საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები. დღემდე ეძებენ სტიიქის დროს დაკარგულებს, ხოლო ბოლო ინფორმაციით კი მსხევრპლმა 20-ს გადააჭარბა. უდიდესი ზარალი შეეხო ასევე ქალაქის ზოოპარკს, სადაც მობინადრე ცხოველების უმეტესი დაიღუპა, ნაწილი ლიკვიდირებულია, ხოლო ნაწილი კი დღემდე დათარეშობს ქალაქის ქუჩებში და უკვე ერთი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა.


თუმცა ქვეყანას არ უწერია დაქცევა მანამ, სანამ არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ ქვეყნისა და თანამოქალაქეების დასახმარებლად. მოხალისეების გუნდი კვლავაც განაგრძობს განწმენდით თუ სხვა სამუშაოებში მონაწილეობას, რომელთაც ჩვენი ცნობილები და ტურისტებიც შეუერთდნენ. ასევე უდიდესი მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის სხვადსახვა რაიონის წარმომადგენლებმა და შეგროვილი ფული, ჭურჭელი, საკვები, ტანსაცმელი თუ სხვა მოხმარების ნივთები დაზარალებულებს გადასცეს. ასევე შექმნილია უამრავი ფონდი. ქვეყნის ზარალმა 40 მილიონს გადააჭარბა, პრემიერმა კი საწყისი ეტაპისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი გამოყო. დახმარების ხელი მივიღეთ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგანაც.


ამ უბედურებისა და ტრაგედიის მიმართ გულგრილი არც ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დარჩა, თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 100 000 ლარი გადარიცხა, გარდა ამისა, პატრიაქის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს გადასცემენ სამოთახიან ბინას, რომელიც საპატრიარქოს დაზარალებულთა დასახმარებლად აჩუქეს.


image


„საპატრიარქოს შემოსწირეს სამოთახიანი ბინა და ვეცდები გამოვნახოთ მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც აღარ აქვს არავითარი საშუალება და სახლი და გადავცეთ მას. ბოლო დღეების სტიქიურმა მოვლენებმა დიდად შეგვაწუხა ჩვენ ყველანი, მრავალი გარდაიცვალა, მრავალი დარჩა უსახლკაროდ, მრავალი დაშავდა, უნდა ითქვას, რომ ამ მწუხარებამ, ამ განსაცდელმა გააერთიანა ქართველი ხალხი და მთელი ხალხი გამოვიდა გაჭირვებულების დასახმარებლად. ეკლესია, რა თქმა უნდა, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ამაში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად, რაღაც დახმარება გავუწიოთ გაჭირვებულებს. მე მივეცი ლოცვა-კურთხევა საპატრიარქოს ეპარქიებს, რომ 100 000 ლარი გადარიცხონ და მათ ცალკე გააკეთონ შეწირულობა, ვისაც რა შეუძლია“ - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტელეკომანია „იმედის“ ეთერში.



image


1
61
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
61
  
2015, 19 ივნისი, 13:12
:)))
0 1 1