x
image
ათასი
"ექსკლუზივი: რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ზოოპარკისთვის პინგვინის დაბრუნება"

image

რადიო ''MED FM'' წერს თავის ვებ-პორტალზე, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა პინგვინის დაბრუნება ზოოპარკში, - ''ვისოლის თანამშრომლებს ნაპოვნი პინგვინი ზოოპარკის ადმინისტრაციისთვის არ გადაუციათ. როგორც „პირველმა სამედიცინო რადიომ“ დაადგინა, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა პინგვინი დილის 6 საათზე იპოვეს და 112-ის თანამშრომელს შეატყობინეს. დღის განმავლობაში პინგვინი თბილისის ზოოლოგიურ პარკში არ გამოჩენილა. პირველი სამედიცინო რადიო „ვისოლის“ საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ პინგვინი თავს კარგად გრძნობდა.
„ვისოლის თანამშრომლებმა პინგვინი დილის 6 საათისთვის ნახეს, თუმცა ზუსტი დრო არ მახსოვს, ბინადარი ნორმალურ მდგომარეობაში იყო. გამოძახების შემდეგ 112-ის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, მალევე წაიყვანეს, “ – განაცხადა „ვისოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის პირმა.
დღის განმავლობაში ზოოპარკის დირექტორი და ადმინისტრაცია პინგვინის გადაცემას არ ადასტურებდა და ბინადრის დანამდვილებით პოვნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
ცოტა ხნის წინ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის ცხოველთა თავშესაფრის ადმინისტრაციამ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა პინგვინის ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღის განმავლობაში ზოოპარკის ბინადარი მათთან იმყოფებოდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია და რამოდენიმე წუთში პინგვინს ზოოლოგიურ პარკს დაუბრუნებენ. თუ რატომ ვერ მოხერხდა დილიდან ამ დრომდე პინგვინის ზოოპარკის ადმინისტრაციისთვის გადაცემა, დეტალების გასარკვევად ზემოთ ხსენებულ თავშესაფრის ადმინისტრაციასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ვერ შეძლო.
„18 ივნისს მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მობილურმა ჯგუფმა მორიგი პატრულირების დროს, ღამის საათებში ოპოვნა ზოოპარკიდან სტიქიის შედეგად დაკარგული პინგვინი, რომელიც დაუბრუნდება ზოოპარკს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის იმყოფება მუნიციპალური თავშესაფრის ვეტექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“. – აღნიშნულია თავშესაფრის განცხადებაში.
„ცოტა ხნის წინ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფრიდან გვაცნობეს, რომ ჩვენი პინგვინი მათთან იმყოფება. ყველას ძალიან გაგვიხარდა. ეს უკვე მეცხრე პინგვინია, რომელიც სტიქიის შემდეგ დაუბრუნდა ცოცხალი ზოოლოგიურ პარკს. სულ 17 აფრიკული პინგვინი გვყავდა. ჩვენს ბინადარს ხვალ დილით მოგვიყვანენ”-

0
461
1-ს მოსწონს
ავტორი:ათასი
ათასი
461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0