''MED FM''-ის ვებ-პორტალზე ვრცელდება შემდეგი სახის ინფორმაცია, როგორც ჩანს, ხელისუფლება მოხალისეების მიმართ გულგრილი არ დარჩა, -''საგანგებო შტაბის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ნარმანიას იმ ტაქსის მძღოლის დასაქმება და ხელშეწყობა დაავალა, რომელიც რამოდენიმე დღეა დედაქალაქში საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდება და მოხალისეები უსასყიდლოდ გადაყავს ქუჩებში.
„24 წლის ახალგაზრდა კაცი გიორგი ლომიძე, სრულიად უფასოდ ატარებს მგზავრებს. ეს ახალგაზრდა კაცი 2 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს. როგორც ჩანს, არც საწვავს ითხოვს. საწვავი მაინც მიეცით. ჩვენ ასეთი კაცი უნდა დავაფასოთ. ეს გამორჩეული კაცია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვარჩიოთ ასეთი კაცი და ბატონო დავით კარგი სამსახური უნდა მოვუძებნოთ”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ჯილდოზე იმ მოხალისეების წარდგენის ინიციატივით გამოდის, რომელთაც ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომეს და საზოგადოებას საკუთარი რესურსით დახმარება აღმოუჩინეს. „ვნახე ახალგაზრდა, რომელიც საკვებს უმზადებდა. გთხოვთ, გამირკვიოთ ყველა ასეთი ადამიანი და მინდა მთავრობის და მთელი ქვეყნის სახელით მადლობა გადავუხადო. ინიციატივა მაქვს, წარვადგინოთ ეს პირები შესაბამის ჯილდოზე”, – განაცხადა პრემიერმა. გავრცელებული ინფორმაციით ტაქსის მოხალისე მძღოლი გიორგი ლომიძეა.''