x
image
დათო შვანგირაძე
თბილისის გამქრალი კუნძულის ისტორია

ტბილისი

ახლანდელი მშრალი ხიდის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარი ძველად ორ განშტოებას ქმნიდა. სწორედ მათშორის მდებარეობდა კუნძული, რომლის შესახებაც ახლა უნდა გიამბოთ.


1751 წელს მეფე თეიმურაზ მეორემ თავად ორბელიანს უწყალობა გარეთუბანში მდებარე "მეიდნისსასახლის" ადგილი, რის შემდეგაც ამ ადგილს ორბელიანის უბანი ეწოდა. ორბელიანებმა თავიანთ მამულსმტკვარზე არსებული დიდი კუნძულიც შეჰმატეს. მე-19 საუკუნეში "ორბელიანების კუნძული" გენერალმამათადოვმა შეისყიდა და დღემდე ეს დაკარგული კუნძული "მათადოვის კუნძულის" სახელით არისცნობილი.


კუნძულის ნაწილი სასტუმრო "ლონდონის" ფანჯრებიდანაც მოჩანდა. სკუდერის ხიდის თავზე მდებარესასტუმრო "ლონდონი" რაფიელ გილიგოვს ეკუთვნოდა, რომელსაც მეწილედ გირშფელდი ჰყავდა. ამსასტუმროს მეორე სართულზე, რომლის წინა ფანჯრები ძველი ყაბახის (ალექსანდრეს ბაღის) ქვედახეივნების მხარეს გამოდიოდა, ერთი უცხოელი დასახლებულიყო.


„ეს კაცი 40 წლისა იქნებოდა და როგორც ეტყობოდა, მოგზაურობას მისდევდა. ასე დადიოდა თავისი ქვეყნიდანმოშორებულ ქალაქებში და თვეობით ცხოვრობდა იქ. ფული რომ შემოაკლდებოდა და თავისი ქვეყნიდან ფოსტითარაფერი მოუვიდოდა, მაშინ იმ თავის მუქლურჯ კოსტუმს გაიხდიდა და მუშური ხელობით გადიოდა ფონს.



მაგრამ ამგვარი საჭიროება ქალაქში არა ჰქონია. ის დადიოდა ჩალის მოყვითალო ფერის შლაპით. იყო გამხმარი, მაღალი, მაგრამ მხარბეჭიანი. მოკლე, სპილენძის ძაფებივით დაგრეხილი, მაგრამ საგულდაგულოდ ნაკრეჭიულვაშით ჰგავდა გაზეთის სურათებიან დამატებაში დახატულ უცხოელებს.


ამ კაცს ნახულობდნენ ყველგან. შორიდანვე დაინახავდნენ, როცა მოჰყვებოდა წყლის ნაპირს, ჯოხითა და უბიდანგამოჩრილი ქაღალდით. ბევრ რამეს კითხულობდა. აქეთ კი ფრანგული არავის ესმოდა. კვირაში ორ-სამჯერსამხედრო კლუბში შედიოდა, სადაც გათენებამდე ქაღალდს თამაშობდნენ, მაგრამ ეს არასოდეს თამაშობდა.მხოლოდ რუმინელ მევიოლინეებს უსმენდა და გამოზომილად სვამდა სამი შაურის კონიაკს. ზოგჯერ არც ამასმოითხოვდა და ერთ-ორ გაცნობილ კაცთან (ფრანგთან და გერმანელთან) მასლაათობდა.


ერთხელ რუმინს ვიოლინო ჩამოართვა და ისეთი მხიარული რამ დაუკრა, რომ გვარიანი ტაში მიიღო". (ა.მორჩილაძე).


მის შესახებ თბილისელებმა იცოდნენ, რომ ბ-ნი პედერსენი სწავლობდა ფოლკლორს და ძველი მეფეების ამბებსაგროვებდა. რომანებს ფსევდონიმით - კნუტ ჰამსუნით წერდა. ბ-ნი პედერსენი დაინტერესებული იყო"მათადოვის კუნძულით" და მის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა. შთაბეჭდილებებს კი უბისწიგნაკში იწერდა:


"კუნძულზე ვიყავი. მისი ისტორია არავინ იცის. ჩვეულებრივი კუნძულია. ძალიან პატარა იმისთვის, რომ ზედვენახი იყოს გაშენებული და მაინც, ვენახი არის. რას ნიშნავს ვენახი შუა ქალაქში? თანაც კუნძულზე, სადაცნაგავსაყრელია?


კუნძული ამოზრდილია შუა მდინარეში. ზედ არის ყოვლად ბინძური და უინტერესო საამქრო, რომელსაც ერთივიწრო საბუხრე მილი აქვს და იქიდან ამომავალი კვამლის ჭვარტლი ეფინება ჩვენი სასტუმროს სამხრეთ ფასადსდა ხიდის კიდეზე ჩარიგებული სახლების აღმოსავლეთ კედლებს. იქ არის ნაგავსაყრელიც. ყოველ დილით პატარახიდით ხალხს გადააქვს ნაგავი დიდი გოდრებით, რომლებიც ან ხელის ურიკებზე აწყვია, ან სახედრებს აქვთაკიდებული. კუნძულის ერთი ადგილი მთლიანად ვენახს უჭირავს. საამქროსგან მოშორებით ორიოდე უბადრუკიფარდულია.


ყოველ დილით ჩემი ფანჯრიდან ვხედავ კუნძულის ერთ ნაგლეჯს და სულ ვფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს ესმყრალი ადგილი ქალაქის შუაგულში? ანდა, რას უნდა ნიშნავდეს ვენახი ნაგავსაყრელზე? როგორ უნდაიმეზობლოს ამ ორმა რამემ ისეთ მხარეში, სადაც ყურძენი სრულიად განსაკუთრებული რამ არის?"


ხის მჭრელი და გადამამუშავებელი საამქრო, რომელიც მათადოვის კუნძულზე მდებარეობდა, ვინმეჯაგეტიანებს ეკუთვნოდათ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, იმ დროს ძალიან ცნობილი "ტყუპი სახლები", რომლებიც ერთ ეზოში დგას, ფაბრიკის მეპატრონემ თავის ორ ვაჟს აუშენა. ორივე შენობა ერთმანეთისიდენტურია და სადარბაზოები ცნობილი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ იყო მოხატული. ამბობენ, ეს ერთადერთისადარბაზოა, სადაც მხატვარმა თავისი ავტოგრაფი დატოვაო.


ჯაგეტიანი ასე იმიტომ მოქცეულა, რომ მის ვაჟებს ქონების გაყოფაზე არ ეჩხუბათ. პედერსენი, თავისჩანაწერებში ყვება იმ შთაბეჭდილებებზე, რომელიც კუნძულზე გადასვლისას მიიღო:


"დღეს გადავედი კუნძულზე, რათა კარგად დამეთვალიერებინა იგი. თუმცა, დასათვალიერებელი იქ არცარაფერია. საამქროში ტყავს ხდიდნენ გაწეპილი მუშები. საიდან არის ამდენი ჭვარტლი, ძნელი სათქმელია.ფარდულებში მენაგვეები ცხოვრობენ, ყოველ შემთხვევაში, იქ ვნახე რამდენიმე მენაგვე, ძველმანებში ჩაცმულიხალხი დიდი ულვაშებით. ამ კუნძულზე ხეები მრავლადაა, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ გენერალ მათადოვსვაშლი და ატამი უყვარდა.


ახლა ეს ბაღი გაჩანაგებულია. ხეები მოუჭრიათ. რაც გადარჩენილა, მხოლოდ ვარჯებიღაა. შუა კუნძულზედაუნანებლად ყრია ნაგავი, რომელსაც როგორც ჩანს, წვავენ ხოლმე. ნაგავსაყრელი აქა-იქ ხრჩოლავდა.


სულ იქით კი მომცრო ვენახია. ის აშკარად შემორჩენილი ჩანს. აშკარაა, რომ ვენახი უფრო დიდი იქნებოდა დაალბათ, ნახევარი კუნძული ეჭირა. ახლა ეს უფრო გაველურებული ზვარია, ვიდრე ნამდვილი ვენახი.


ზვარში შევაბიჯე და ამ დაბურულ ლერწებში დავიწყე სიარული. ნაპირამდე რომ მივაღწიე, დავინახე, რომ იქ კაციზის. თავზე საზაფხულო შლაპა ახურავს, მხრებზე პიჯაკი მოუგდია და ალბათ, წყლის დინებას ათვალიერებს. ანკიდევ, გაღმა ნაპირს. ვიღაც ნაცნობი თუ ვეგონე და ისე დამიძახა, რომ არც მოუხედია. მე შევდექი. მან კი კვლავდაიძახა და უხერხულობა რომ გამეფანტა, ჩავახველე. ამაზე უკან მოიხედა და მე რომ შემავლო თვალი, მძიმედწამოდგა. პიჯაკის სახელოებში ხელები გაუყარა და შემომაცქერდა უცნაური, ოდნავ თავხედური თვალებით.


უკნიდან ნაბიჯის ხმა მომესმა. შემოვბრუნდი და დავინახე ერთი არცთუ მაღალი, ჩასუქებული კაცი, რომელიცუქუდოდ იყო და ეცვა ქალაქელი ხელზე მოვაჭრის სამოსი. ამ კაცს თმა სველი და შუაზე გაყოფილი ჰქონდა დამეტად დაბნეული ჩანდა. ხან მე მიყურებდა, ხან იმ მეორეს.


სიტუაცია მეტად უხერხული იყო და მე არ ვიცოდი, რა მექნა. რაღაც წავიბურტყუნე ბოდიშის სანაცვლოდ, თანრომელ ენაზე, არც კი მახსოვს და ზვარში შევბრუნდი.


ჩქარი ნაბიჯით წამოვედი იმ ოკრობოკრო ბილიკზე, ვენახის რიგებს შორის რომ იყო ჩაფენილი. თითქოს ავღელდიკიდეც, არაფერი მომხდარა და მღელვარე კი ვიყავი. რაღაც საქმის მოულოდნელი შემსწრე თუ გამოვდექი.


სახელოსნოებთან რომ გამოვედი, ის რამდენიმე გაზინთული მუშა ისევ ფარდულთან იდგა. მათაცშემათვალიერეს და მე ხიდისკენ გამოვიჩქარე.


ამ კუნძულზე ისევ უნდა გადავიდე. იქ არის რაღაც უცნაურობა, კაცს ტვინს რომ გაუბურღავს. მოულოდნელიამბავია. ვენახი, საამქრო, ის ორი კაცი წყლის პირას. ერთ მომცრო ფართზე მეტად ბევრი რამ ეტევა, ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული".


ამ ამბის შემდეგ კნუტ ჰამსუნს შემთხვევით ქუჩაში ის კაცი შეხვედრია, რომელიც კუნძულზე ნახა. ეს გახლდათმხატვარი - "ჰაფეზ ხუდოჟნიკი", რომელმაც ის თავის სახლში მიიპატიჟა და ყავით გაუმასპინძლდა. ჰაფეზისსახლში ჰამსუნგს მისი ნახატები უნახავს. ოთახი სავსე იყო სპარსული ხალიჩებით. სანამ ის ყავას სვამდა, ოთახში ვიღაც მამაკაცები შემოსულან, რომელთაც შეეტყოთ, რომ მისი დანახვა არ ესიამოვნათ.


პედერსენს ყავის სმა შეუწყვეტია და იქიდან წამოსულა. ამ ამბიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ შემზარავიამბავი მოედო თბილისს.




"მათადოვზე, შუა ვენახებში მკვდარი კაცი ეგდო. გამთენიაზე ის ენახათ ორ მაწანწალა კაცს, ამბობენ, რომრუსებს, რომლებიც მალევე წაეყვანათ უჩასტკაში, მაგრამ იმათგან ვერაფერი გაეგოთ. მკვდარი კაცის სანახავადკი მოსულიყო ტიფლისსკი გარადსკოი სისკოს ოთხი სიშიკი. გარადავოებიც და აქაური აკალადჩიკიც შეშინებულებიიყვნენ და ვვერაფერს ამბობდნენ. სიცხე ჯერ არ იყო. ზაფხული იდგა, მაგრამ დილა იყო. პირაღმა დაგდებულმკვდარს გულში ჰქონდა ჩარჭობილი ჩვეულებრივი ბებუთის დანა. ღონიერი ფეხები, ზედ ამოცმულ ქალაქურიწუღებით, აქეთ-იქით ჰქონდა დაყრილი, თითქოს მთვრალი კაცია და სძინავსო.


ეცვა წითელი, გაღეღილი ხალათი, რომელიც გულიდან დადენილ სისხლს ჩაუშავებია. თვალები ამ კაცისა იყო ღიადა უყურებდა ცას, თითქო გაბრაზებით, თითქო დიდი გულით. იქ მისული ყველა კაცი ამბობდა, რომ მოეკლათღამე და მთელი ღამე ამის ღია თვალები უყურებდა ვარსკვლავებიან ცას და მერე ხარფუხში დამთვრალმაგივიშვილმა ლექსი გამოთქვა, როგორ უყურებს მკვდარი მიჯნურის თვალები ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დაიმ ვარსკვლავებში გულისვარდი ჩანს. ეს სიმღერა ამ მკვდარიდან წამოვიდა.


ორი რუსის მაწანწალა სულ არ იყო მისი მომკვლელი. დიდი ვერცხლის ქამარი და ჯიბეში ჩადებული სამი თუმანიამათ ხელს არ გაცდებოდა. იქით ეგდო ყალმეხის წიწაკა ქუდი. სიშიკებმა დაიწყეს რბილ ვენახის მიწაზე კვალისდაძებნა, მარა იქ მოყრილ ხალხში არაფერი თქვეს. გარადავოებს დაუყვირეს, ეს ხალხი მოაშორეთ აქაურობასო.მოკლული იყო ხაფო მხატვარი, კედლების გამჩითველი და მთელ სოლოლაკის შიგნიდან გამლამაზებელი.ნამესტნიკის კაბინეტის კედლებზე არშიაების ჩამომტარებელი".


ეს სწორედ ის ჰაფეზ ხუდოჟნიკი გახლდათ, რომელსაც ბ-ნი პედერსენი შემთხვევით გადაეყარა ორჯერ და მისსახლშიაც იყო. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ხაფო მხატვარი საკუთარმა ყრუ-მუნჯმა მსახურმამოკლა 1899 წელს. მისი ბინის გაჩხრეკისას დიდი რაოდენობით ძვირფასი ნივთი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ისმევახშეც იყო.

0
509
3-ს მოსწონს
ავტორი:დათო შვანგირაძე
დათო შვანგირაძე
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0