x
image
შაკ_ო
ილიას სიტყვები, რომელიც, ყველამ უნდა იცოდეს და დაუფიქრდეს.!

imageჩვენს გაზეთში ზედიზედ მოწერილი ამბავია დაბეჭდილი: ერთი სოფელ კვათანიდამ და მეორე ლანჩხუთიდამ, ორივ ეს სხვადასხვა ადგილიდამ მოწვდილი ამბავი ერთსა და იმავე მიზეზს იძლევა, კაცი დაუკვირდეს ერთგვარს მოვლენას, რომელიც, ჩვენში რომ ვსთქვათ, "არ ახალია, ძველია" და მით, რასაკვირველია, არანაკლებ საყურადღებოა და ათასჯერ სათქმელი და სამოძღვრებელი. ამ წერილების დამწერნი გულმართლად მოგვითხრობენ თუ რა, ზემოქმედება იქონია სოფლელებზედ ოთხის ივლისის მიწისძვრამა. რა თქმა უნდა, რომე ეს ბუნებური მოვლენა, არაერთხელ ყოფილა ჩვენში თუ სხვაგან, ხალხმა ჯერ ყველაზედ უწინარეს ღვთის წყრომას მიაწერა, ცოდვათა გახშირების გამო მოვლინებულსა და ყველაზე უწინარეს იგი ღონე იღონა, რომ წყრომა ღვთის წყალობად გარდიქციოს და ღმერთი მოწყალების თვალით გადმოახედოს. ამისათვის აიღეს და სოფლის განაჩენით დაადგინეს, რომ კვირაში ერთი დღე პარასკევი შესწირონ ღმერთსადა სამუდამოდ იგი დღე იუქმონ. ცხენი როცა დაფრთხება ხოლმე, მიზეზი ის არის, რომ ნათლად ვერ არჩევს საგანსა. ამისი წამალი მარტო ის არის, რომ ცხენს ძალად მიიყვანენ ხოლმე საფრთხობელ საგანთან, თვალით დაანახვებენ და ერთხელ და ორჯერ ამნაირად ნაწურთნი ცხენი თუ ფრთხოლას ერთობ არ დაიშლის, იმ ნაჩვენებ საგანზედ მაინც აღარ დაფრთხება ხოლმე. ადამიანი, რასაკვირველია, ცხენი არ არის. არც მიწისძვრაა იმისთანა საგანი, რომ კაცმა ან ხელი შეახოს, ან თვალი მოჰკიდოს. მიწისძვრის მომავლინებელნი ძალნი ადამიანის თვალთაგან მიუწვდომელ სფეროში მოქმედებენ და რადგანაც ამის გამო მიზეზი ნათლად და თვალსაჩინოდ გამოურკვეველია, უცოდინარი ხალხი უფრთხის და ჰშიშობს. ეს ამბავი განა მართო ჩვენშია: ყველგან არის და ყველგან ასევე ჰშიშობენ და ფრთხიან ამგვარ ხორცის თვალთაგან მიფარებულ ამბავზედ. მაგრამ კაცთა საბედნიეროდ, ღმერთს ადამიანისათვის ხორცის თვალთა გარდა მიუნიჭების გონების თვლიცა და თუ ეს თვალი კაცს კარგად უჭრის, ქვეყანაზედ არა დაემალება რა და ყველა მოვლენას ასეთს თუ ისეთს მიზეზს მოუპოვებს. თუ ეს მიზეზი ყოველთვის მართალი და უტყუარი არ არის, იმოდენად მაინც საღი და ჭკუას ახლოა ხოლმე, რომ კაცი ტყუილუბრალოდ არ გადაეგება, არ იხარჯება, არ იბნევა და არა ბრკოლდება თავის ყოველდღიური ცხოვრების მსვლელობაში და არ ეძლევა ტყუილს სასოწარკვეთილებას, რომელიც ყველაზე მავნეზე მავნეა, რადგანაც ადამიანს გულზედ ხელებს აკრეფინებს და მცონარედ ჰხდის. სწორედ ამ დღეში ჩაცვივნულან და კვათანელნი და ლანჩხუთელნი და ამ დღეშივე ცვივიან ბევრგან სხვაგანაც იმისთანა ბუნებურ მოვლენის გამო, რომელსაც აუხილველი თვალი გონებისა ვერა სწვდება დასანახავად. რამ უნდა აუხილოს ეს გონების თვალი? მარტო სწავლა-განათლებამ და სხვა არაფერმა. აი, ძველის-ძველი სახსარი, რომელიც ყოველთვის ახლად სამოძღვრელია ამ ურჩის და ბნელში მოარულ წუთისოლისათვის. ხორცის თვალს ბევრი არა შეუძლიან რა ქვეყნის საბედნიეროდ, თუ ტან არ შესწევს ყოვლად შემძებელი გონების თვალი, რომელსაც ცაში ვარსკვლავი არ გამოეპარება და ზღვის ძირში ქვიშა, რომლისათვისაც არც იმოდენა მანძილია ქვეყნიერობაზედ, რომ არ მისწვდეს და არც სიღრმეა, რომ არა ჩაიხედოს, არც იმისთანა საიდუმლოა, რომ ჭკვისაგან შესაწყნარებელი მიზეზი მაინც არ მოუპოვოს ასე თუ ისე. მართალია, მიწისძვრას დიდი უბედურება მოსდევს ხოლმე. ჩვენი აწ წარმავალი საუკუნე, როგორც წინა საუკუნეიც, არაერთხელ ყოფილა მოწმად, რომ ძვრას მიწა გაურღვევია და თან ჩაუტანია ქალაქები და სოფლები, მაგრამ აქ ღვთის წყრომა არაფერს შუაშია. ყოვლად მოწყალე ღმერთი თვის დანაბადს ქვეყანას თვითვე არ დააქცევს. ღმერთი ქრისტიანობისა შურისმაძიებელი ღმერთი არ არის; იგი კაცთმოყვარეა და ამის დასამტკიცებლად ძე თვისაგან განტეხა ხორცი თვისი და დაანთხია სისხლი თავისი მისატევებლად ცოდვათა. თუნდ რომ მიწისძვრა ღვთის წყრომად ვიგულისხმოთ და არა ბუნებურ მოვლენად, როგორც ნიაღვარის მოვარდნა, სეტყვა, მეხი და სხვა ამისთანა, მაინც რა წამალია უქმობა, რომელიც ზემოხსენებულ სოფლებს სასოფლო განაჩენით დაუდგენიათ? უქმობაა დედა ყოველის ბოროტისაო, განა იმავე ღმერთმა არ ბრძანა? მაშ ღვთის წყალობის მოსაპოვებლად რა სახსარია იგი ღონე, რომელიც ყოველის ბოროტს დედად აგრე სამართლიანად წოდებულია? ღმერთს მშრომელი, გამრჯელი კაცი უყვარს, იმიტომ, რომ მისგანვე არის ნაბრძანები: "ოფლითა თქვენიტა მოიპოვეთ პური თქვენიო" მცონარეობა, უქმად ყოფნა სძულს ღმერთსა, იმიტომ, რომ ბოროტისა და ცოდვისათვის ხელგამომავალი და მოცლილი მარტო მცონარე და უქმი კაცია. იესო ქრისტემ თვისის იგავით მცონარეობას ანდერძი აუგო და თავისი სამართლიაი მსჯავრი დასდო. ვის არ ახსოვს იგი იგავი, რომელიც მოგვითხრობს, რომ ბატონმა მონას ტალანტი მისცა სასარგებლოდ და იმის მაგიერ რომ ასარგებლოს, მონამ აიღო და მიწაში ჩაჰფლა, არ დამეკარგოსო. ვის არ ახსოვს როგორ განჰკითხრა იესო ქრისტემ ამისტანა მცონარე? ამიტომაც მეტისმეტ შეცდომად მიგვაჩნია კვათანელებისა და ლანჩხუთელებისაგან კვირაში ერთი დღის უქმად დადება. ეგ უმიზეზო უქმობა და რისხვას და არა მოწყალებას მოიპოვებს იმისაგან, ვინც შრომა და გარჯა პატივსადებ მოქმედებად გვიანდერძა. ღმერთს უქმობით ვერავინ აამებს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ კეთილი საქმე, რომელიც წარმოსდგება ხოლმე პატიოსნებისა, ნამუსისა, გულმართლად ცხოვრებისა და კაცთმოყვარეობისგან. ყველა ეს მაცხოვარნი გრძნობანი შვილნი არიან მარტო ჭეშმარიტის სწავლა-განათლებისა. ამიტომაც უფრო მართლად გამოსადეგი იქნებოდა, უფრო საამური ღვთისა და კაცისათვის, რომ კვათანელებმა და ლანჩხუთელებმა ის ერთი დღე კვირაში უქმად არ ატარონ, არამედ ისაქმონ და იმ ერთის დღის ნამოქმედარი ჭირნახული შესწირონ თავისი შვილების სწავლა-განათლების საქმეს და ამ შესწირავით საკუთარი სკოლა გამართონ, როცა ამისათვის საჭირო ფული მოუგროვდებათ.

6
861
9-ს მოსწონს
ავტორი:შაკ_ო
შაკ_ო
861
  
2015, 17 ივნისი, 21:22
საინტერესოა და გავაზიარე
2015, 17 ივნისი, 20:05
რავი რა არის დაუჯერებელი იმაში რომ სტატიის მხოლოდ ნახევარი წავიკითხე? :დ მითუმეტეს ამაში გამოვტყდი
2015, 17 ივნისი, 20:03
მეტისმეტად მოკლე ფეხები აქვს თქვენს ტყუილს )))
2015, 17 ივნისი, 19:57
სიმართლე გითხრა ნახევარი წავიკითხე და ბოლო ნაწილი მხოლოდ :დ
2015, 17 ივნისი, 19:54
ასე სწრაფად წაიკიტხეთ? მალადეც! )))
2015, 17 ივნისი, 19:53
მაგარია
0 1 6