x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135857
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
10 ყველაზე სექსუალური აზიელი მამაკაცი - ბრიტანული რეიტინგი

image
ბრიტანული ჟურნალი „Eastern Eye“ ყოველწლიურად აქვეყნებს საინტერესო რეიტინგებს შოუ-ბიზნესის წარმომადგენელების შესახებ. „ყველაზე სექსუალური აზიელი მამაკაცის“ ტიტული 2013 წელს წილად ერგო ინდოელ მსახიობს, ალი ზაფარს,
რომელმაც გასულ წელს მესამე ადგილზე ჩამოინაცვლა. 2014 წლის ტოპ ათეული კი ასე გამოიყურება:


10. გურმიტ ჩაუდჰარი
image

ინდოელი მოდელი, მოცეკვავე და მსახიობი, დაიბადა 1984 წლის 22 თებერვალს. გურმიტ ჩაუდჰარი უკვე 10 წელია გადასაღებ მოედანზე დგას, მონაწილეობა აქვს მიღებული სამ სრულმეტრაჟიან ფილმში, ხუთ სერიალში და უამრავ შოუში. ამას გარდა იგი მუშაობს მოდელად, გადაღებულია სარეკლამო რგოლებსა და კლიპებში. სერიალ „რამაიანას“ გამოსვლის შემდეგ გურმიტი ათი საუკეთესო ინდოელი მსახიობის სიაში შევიდა. მომდევნო სერილებმა კი მისი პოპულარობაც და შემოსავალიც უფრო გაზარდა. ამჯამად იგი მეუღლესთან ერთად აწარმოებს ბლოგს, რომელიც ინდოეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გატაცებულია საბრძოლო ხელოვნებით, უყვარს კითხვა და აგროვებს სათვალეების კოლექციას. 2012 წელს მან გაიმარჯვა ინდურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და ამავე წელს 22-ე ადგილი აიღო „ყველაზე სექსუალური აზიელი მამაკაცების“ რეიტინგში.


9. სალმან ხანი
image

ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი, ინდოელი მსახიობი და ტელეწამყვანი, დაიბადა 1965 წლის 27 დეკემბერს. იგი ყოველთვის ცნობილი იყო სკანდალებით, რის გამოც მას ხშირად „ცუდ ბიჭადაც“ მოიხსენიებენ. სულ ახლახანს ინდოეთის სასამართლომ სალმანს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2002 წელს ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ყოფნის შედეგად მომხდარი ავტოავარიის გამო, რასაც ერთი ადამიანი ესხვერპლა.


8. რანბირ კაპური
image

ლეგენდარული კაპურების შთამომავალი დაიბადა 1982 წლის 28 სექტემბერს. რანბირ კაპურის დებიუტი შედგა სანჯაი ლილა ბჰანსალის ფილმში: "Saawariya. 2008 წელს ასევე მიიღო პრიზი მამაკაცის სადებიუტო როლის შესრულებისთვის და "მომავლის ვარსკვლავის" ნომინაციაში. შემდგომი ფილმი მისი მონაწილეობით იყო, "bachna ae
haseeno", სადაც მან სამ მშვენიერ მსახიობ ქალთან, ბიპაშა ბასუსთან, მინიშა ლამბასა და დიპიკა პადუკონისთან ერთად ითამაშა. 2009 წელი მსახიობისათვის საკმაოდ აქტიური გამოდგა. იგი სამ ფილმში გადაიღეს.


7. ფავად ხანი
image

პაკისტანელი მოდელი, მსახიობი, მომღერალი და გიტარისტი, დაიბადა 1981 წლის
29 ნოემბერს. მისი დებიუტი შედგა 2007 წელს, ფილმში "Khuda Kay Liye", ხოლო პოპულარობა ფავადს მოუტანა მთავარმა როლმა 2010 წელს გადაღებულ სერიალში "Dastaan".


6. ბარუნ სობტი
image
ინდოელი მსახიობი და მოდელი დაიბადა 1984 წლის 21 აგვისტოს. დელიში წმინდა მარკის სკოლა დაამთავრა. სამოდელო და სამსახიობო კარიერამდე, 7 წლის მანძილზე, მენეჯერად მუშაობდა Jindal Telecom-ში. მისი, როგორც ტელემსახიობის პირველი დებიუტი შედგა შოუში "Shraddha". 2011 წელს ითამაშა არნავ სინგჰ რაიზადას როლი სატელევიზიო სერიალში „Iss Pyaar Ko Kya Naam Doon?“ (ქართულად ნათარგმნია, როგორც „მოჯადოებულები“), მშვენიერ სანაია ირანთან ერთად. ამ როლმა მსახიობს მრავალი ჯილდო და წრმატება მოუტანა. 2010 წელს ბარუნი თავისი ბავშვობის სიყვარულზე, პაშმინ მიჩანდაზე დაქორწინდა. ქორწილი ნათესავებისა და მეგობრების ვიწრო წრეში გადაიხადეს. ბარუნი მთელ თავისუფალ დროს ოჯახს უთმობს. უყვარს წვეულებები მეგობრებთან ერთად, საგანმანათლებლო და სპორტული გადაცემები, რეალიტი და კომედიური შოუები.

5. შაჰიდ კაპური
image

ინდოელი მსახიობი 1981 წლის 25 თებერვალს დაიბადა. შაჰიდი ქალაქ დელში
დაიბადა ცნობილი ინდოელი მსახიობისა და რეჟისორის, პანჯარ კაპურის ოჯახში.
მისი კინოდებიუტი შედგა ცეკვის აკადემიაში სწავლის დროს, 1999 წელს სუბჰაშა გჰაიას ფილმში „სიყვარულის რიტმები“, სადაც იგი აიშვარი რაისთან, ანილა კაპურთან და აკშეი კჰაანთან ერთად მთავარ როლში მიიწვიეს. დღეისთვის მას მონაწილეობა აქვს მიღებული 26-ზე მეტ ფილმსა და სერიალში. 2015 წელს კი მსახიობი გახდა Star Screen Awards-ის ლაურეატი „მამაკაცის საუკეთესო როლისთვის“.


4. ვივიან დ’სენა
image

ინდოელი მოდელი და მსახიობი დაიბადა 1988 წლის 28 ივნისს. სამოდელო კარიერა
მან 2007 წელს დაიწყო და იმავე წელს „მისტერ ინდოეთის“ ათეულში მოხვდა. იგი გადაღებულია უამრავ სარეკლამო რგოლში და წარმატებით მონაწილეობს სატელევიზიო სერიალებში.


3. ალი ზაფარი
image

პაკისტანელი მსახიობი, მომღერალი და კომპოზიტორი, დაიბადა 1980 წლის 18 მაისს. იგი პოპულარული გახდა სიმღერით „Channo“ მისი პირველი ალბომიდან „Huqa Pani“, რომელიც 600 000-ზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა მთელ მსოფლიოში. მონაწილეობა აქვს მიღებული ბოლივუდის 8 ფილმში და მუშაობს კადრს მიღმა შემსრულებლადაც. არის უამრავი კინო და მუსიკალუირ ჯილდოს მფლობელი.


2. კუშალ ტანდონი
image
ინდოელი მსახიობი და მოდელი დაიბადა 1985 წლის 28 მარტს. მან კარიერა სამოდელო საქმიანობით დაიწყო, გადაღებულია მრავალ სარეკლამო კლიპში, 2005 წელს მისტერ ინდოეთის ტიტული აიღო. მისი პირველი კინოდებიუტი შედგა სერიალში Ek Hazaaron Mein Meri Behna Hai. 2012 წელს მეექვსე ადგილი დაიკავა ყველაზე სექსუალური აზიელი მამაკაცების რეიტინგში.


1. რიტიკ როშანი
image

ინდოელი მსახიობი დაიბადა 1974 წლის 10 იანვარს. დღეისთვის იგი ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ ფილმში.



2
1404
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1404
  
2015, 4 აგვისტო, 20:14
მე ბარუნუ მომეწონა
2015, 17 ივნისი, 23:28
კარგი სიაა.თუმცა რამოდენინეს ამოვაკლებდი და სხვას ჩავსვამდი:)
რიტიკი არაჩვეულებრივად ცეკვავს.მსოფლიო საუკეთესო მოცეკვავეებში ითვლება
0 1 2