საზოგადოება ჟანა ფრისკე გარდაიცვალა 2015, 17 ივნისი, 11:25 ცნობილი რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
![]() 2014 წლის დასაწყისში ექიმებმა ჟანას თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მის სამკურნალოდ ფული თაყვანისმცემლების და ახლო მეგობრების დახმარებით მალევე შეგროვდა. ![]() მომღერალი მკურნალობის კურსებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში გადიოდა. ![]() ამის შემდეგ ჟანა ოჯახთან ერთად ბალტიისპირეთში ცხოვრობდა, ხოლო სიცოცხლის ბოლო პერიოდი კი მოსკოვის გარეუბანში გაატარა. ![]() ჟანა ფრისკე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მუსიკალური პოპ ჯგუფის "ბლესტიაშიეს" მეშვეობით. ![]() ჯგუფის დატოვების შემდეგ ჟანამ დაიწყო სოლო კარიერა, რამაც ძალიან დიდი პოპულარობა და წარმატება მოუტანა. ![]() შეგახსენებთ, რომ ჟანა ფრისკე აქტიურად იყო ჩართული ლეიკემიით დაავადები ბავშვების მხრივ მიმართულ აქციებში. ასევე თანხის ნაწილი, რომელიც მის დასახმარებლად შეგროვდა, მან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვების დასახმარებელ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა. ![]() ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ კეთილი ადამიანის სული 481 10-ს მოსწონს
|