საზოგადოება ჟანა ფრისკე გარდაიცვალა 2015, 17 ივნისი, 11:25 ცნობილი რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2014 წლის დასაწყისში ექიმებმა ჟანას თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მის სამკურნალოდ ფული თაყვანისმცემლების და ახლო მეგობრების დახმარებით მალევე შეგროვდა. მომღერალი მკურნალობის კურსებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში გადიოდა. ამის შემდეგ ჟანა ოჯახთან ერთად ბალტიისპირეთში ცხოვრობდა, ხოლო სიცოცხლის ბოლო პერიოდი კი მოსკოვის გარეუბანში გაატარა. ჟანა ფრისკე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მუსიკალური პოპ ჯგუფის "ბლესტიაშიეს" მეშვეობით. ჯგუფის დატოვების შემდეგ ჟანამ დაიწყო სოლო კარიერა, რამაც ძალიან დიდი პოპულარობა და წარმატება მოუტანა. შეგახსენებთ, რომ ჟანა ფრისკე აქტიურად იყო ჩართული ლეიკემიით დაავადები ბავშვების მხრივ მიმართულ აქციებში. ასევე თანხის ნაწილი, რომელიც მის დასახმარებლად შეგროვდა, მან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვების დასახმარებელ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ კეთილი ადამიანის სული 482 10-ს მოსწონს
|