x
image
დათო შვანგირაძე
გულისტკივილია ეს ყველაფერი

ცოდოა

” მდინარე ვერემ ახალგაზრდა გოგონა ქმარს ხელიდან გამოსტაცა...", "ივლიტა ჯიბუტს, რომელიც მდინარემ გაიტაცა, კვლავ ეძებენ'', - არაერთი მსგავსი სათაურის მქონე სტატიას გადააწყდებით.
მე მინდა მოგიყვეთ ერთი ლამაზი გოგონას ისტორია... ისტორია, რომელიც თითოეული დაკარგული ადამიანის უკან დგას.
ალბათ დედამიწაზე თუ არსებობენ ანგელოზები - ივლიტა ნამდვილად ასეთია.
21-ე საუკუნეში ვერ შეხვდებით მის მსგავსს (მე პირადად არ ვიცნობ) -- გულუბრყვილო, ბავშვური, ნაზი, მოკრძალებული, წმინდა და წრფელი გულით, სხვებზე ზრუნვით აღსავსე, თბილი და კეთილი.
სტიქიის ღამეს მეგობართან ერთად გამოცდისთვის მეცადინეობდა.
ორი უნიჭიერესი, უჭკვიანესი გოგო უნივერსიტეტის დამთავრებისთვის ემზადებოდა. პრეზიდენტის არაერთგზის სტიპენდიანტები ნათელი მომავლისთვის იბრძოდნენ. ივლიტა გახარებული იყო, წარმატებით გაიარა გასაუბრება - სამსახურს იწყებდა, სრულდებოდა რემონტი ახალ სახლში, სადაც მის საყვარელ მეუღლესთან ერთად უნდა გადასულიყო...
თუმცა, უეცრად მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
მარტო აღმოჩნდნენ სტიქიის წინაშე. ვერც ჭიშკარი გააღეს, რომელიც შლამმა ჩახერგა, ვერც სახლის უკან არსებულ კლდეზე აძვრნენ. დახმარების მოლოდინში სახლის სახურავს შეეფარნენ. ამაოდ ელოდნენ დახმარებას 45 წუთის განმავლობაში.
იდგნენ უკუნ სიბნელეში, შიშით და იმედით სავსენი.
იმედით, რომ აღარ წვიმდა და წყალი დაიწევდა.
იმედით, რომ მაშველები მალე მოვიდოდნენ.
იმედით, რომ ღმერთი არ გაწირავდა.
ივლიტა საოცრად მშვიდი ყოფილა. არც გამკვირვებია.
თავისი ფორიაქით გარშემომყოფთ არ შეაწუხებდა.
იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა.
მამაოს შვილს ბავშვობიდან გაძლიერებული ჰქონდა რწმენა.
სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდა.
მშვიდად იყო კიდევ ერთი მიზეზის გამო, გვერდით დათო ჰყავდა.
მერე რა, რომ ცურვა არ იცოდა.
მთავარია, დათო გვერდით ჰყავდა.
დათო, რომელიც მის გამო მთებს გადადგამდა, არ დათმობდა, გამოსავალს იპოვიდა, შეუძლებელს შეძლებდა.
მერე კი...
მერე უცბად მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი წალეკა.
დიდხანს ებრძოდნენ სტიქიას. დიდხანს არ გაუშვეს ერთმანეთს ხელი....

ჭი გადარჩა.
მეგობარი გოგონას ცხედარი იპოვეს.
ივლიტა დაკარგულია.
ღმერთო, ხომ არსებობს სასწაულები ....
მოახდინე რა...

1
212
3-ს მოსწონს
ავტორი:დათო შვანგირაძე
დათო შვანგირაძე
212
  
2015, 17 ივნისი, 10:31
ივლიტას ცხედარი გუშინ იპოვეს უკვე მზიურში
0 1 1