x
image
K.P.
ქეთა თოფურია პატარა გოგონას დედა გახდა
image
ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია უკვე 10 წელია ჯგუფ "ა სტუდიოს" სოლისტია. ის რუსულ შოუბიზნესში საკმაოდ ცნობადი და გამორჩეული სახეა. მაყურებელმა საქართველოდან ჩასული ახალბედა მომღერალი მალევე მიიღო და შეიყვარა. ქეთამაც ადვილად მოახერხა თავის დამკვიდრება და გარემოსთან შეგუება.

მომღერლის ცხოვრებაში სიახლეა, ქეთას გოგონა შეეძინა. მან მშობიარობამდე ერთი თვე მეუღლესთან ერთად გაატარა, ბავშვის გაჩენას კი ამერიკის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სამშობიაროში გეგმავდა. მომღერალი ამ ფაქტის გამო რუსეთში გააკრიტიკეს. ზოგიერთების მტკიცებით, არ იყო საჭირო იმ სამშობიაროს სტუმრობა, რომელიც მხოლოდ მდიდრებისთვისაა განკუთვნილი და მშობიარობა 30000 დოლარი ღირს. "მომღერაალი ქეთა თოფურია გოგონას დედა გახდა"-გვამცნო ნატო დუმბაძემ. ქეთა მეგობრების, ახლობლებისა და გულშემატკივრებისაგან მილოცვებს უკვე ღებულობს.

image

შეგახსენებთ რომ, ქეთა დაქორწინებულია ებრაელ ბიზნესმენზე ლევ გეიხმანზე. წყვილს სამწლიანი რომანი აკავშირებდა. ლევ გეიხმანი კარგი ადამიანი გამოდგა, ქეთა ხშირად აღნიშნავს, რომ მის მეუღლეს ქართული მენტალიტეტი აქვს. როდესაც მომღერალის მამა, ანდრო თოფურიძე გარდაიცვალა ლიოვა ქეთას დედასთან მივიდა და დახმარება შესთავაზა. ეს ორივესათვის პირველი ქორინებაა, თუმცა ლიოვას ქალიშვილი ჰყავს. 15 წლის სონია შვეიცარიაში სწავლობს. მომღერალი შესანიშნავი დედინაცვალიც გამოდგა. სონია ქორწილშიც იყო, როდესაც შვეიცარიიდან ჩამოდის ქეთასთან ბინავდება. მეტიც, ხშირად დასასვენებლადაც კი ერთად დადიან.


ვულოცავთ ქეთას ქალიშვილის დაბადებას, პატარას კი ჯანმრთელობას ვუსურვებთ... imageimageimage


0
296
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0