x
image
K.P.
ექსკლუზივი! თიკა ჯამბურია ყოფილი ქმრის ახალ ოჯახზე, პირად ცხოვრებასა და ქალიშვილზე
image

მომღერალი თიკა ჯამბურია ბავშვობიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს. იდეალური ბავშვობა ჰქონდა, თავბრუდამხვევი კარიერით. საზოგადოებას მის შესახებ ყოველთვის და ყველაფერი აინტერესებს. თიკა დღეს ჩვენი სტუმარია...


იქნებ ის დღე გაიხსენოთ, როდესაც სცენაზე პირველად დადექით?

პირველად ოპერაში, ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე, "ავე მარია" ვიმღერე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ბაღიდან ამარჩიეს, 4 წლის ვიყავი. ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო კონცერტი იყო, თითქმის ამან გადაწყვია ჩემი მომავალი. ძალიან მომეწონა სცენაზე დგომა და სწორედ მას შემდეგ მომინდა მომღერლობა.



პირველი ჰონორარი რაში დახარჯეთ?

პირველი ჰონორარი არ მახსოვს. 9 წლის ვიყავი "ჯეირანი" რომ გამოვიდა, საკმაო პოპულარობა მომიტანა, ჩარტებში სულ პირველი ადგილი მეკავა. ჰონორარი რაში დავხარჯე არ მახსოვს, თუმცა მაშინ დღე არ გავიდოდა, რომ კონცერტი არ ყოფილიყო. "ჯეირანმა" მომიტანა ის პოპულარობა, რაც დღემდე მომდევს და ეს ის სიმღერაა, რომლითაც დღემდე მიცნობს მსმენელი და ვუყვარვარ.


პირველი მოგზაურობა როგორ გახსებდებათ?

ჩემი პირველი მოგზაურობა, 6 წლის ასაკში, იტალიაში იყო. ვმონაწილეობდი კონკურსში "ძეკინო-დორო", იტალიის ერთ-ერთ წამყვან არხზე გადიოდა და მე საქართველოს წარმოვადგენდი. 6 თვის მანძილზე ვიყავი იტალიაში და ეს იყო ჩემი ბავშვობის ყველაზე ლამაზი დღეები, თუ თვეები. ყველაზე დასამახსოვრებელი მოგზაურობა კი ბოლო იყო, ამ წლის მარტში, ჩემს მეგობრებთან ერთად ეგვიპტეში დავისვენე. სწორედ ეს იყო ყველაზე მაგარი დასვენება, გართობა და მოგონებები...


image

თქვენს ქალიშვილზე გვიამბეთ, როგორი ბავშვია? როგორც ვიცით კარგი სმენა აქვს და მღერის კიდეც...

ნინა ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერებაა!!! ყველაზე კარგი გოგო და დედიკოს სიყვარულია. ძალიან კარგად მღერის და ზუსტად ისეთია, როგორიც მე ვიყავი ბავშვობაში. დედაჩემი სულ იძაზის, რომ "დეჟა ვუ" აქვს, ანუ ჩემს ბავშვობას ახსენებს. ნინა არის ადამიანი, რომელიც მე მტენის ყველზე მეტი პოზიტივით და სიყვარულით. ეს არის სიყვარული, რომელზე დიდიც არ არსებობს. მადლობელი ვარ ღმერთის იმისთვის, რომ ნინა მაჩუქა. მან ჩემი ცხოვრება სიყვარულით აავსო.


რა რჩევას მისცემდი მოზარდ გოგონებს?

ვურჩევდი, მაქსიმალურად გამოიყენონ ბავშვობა, სკოლის დღეები, რომლებიც ძალიან ტკბილია, არ დაქალდნენ ნაადრევად, ასევე ყავდეთ ბავშვობის მეგობრები, ეს ხომ ყველაზე დიდი საჩუქარია ცხოვრებაში. გარდა ამისა, ვურჩევდი მაქსიმალური განათლება მიიღონ და უბრალოდ, დააფასონ ბავშვობა.


თქვენი ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია დღემდე თქვენს ჩრდილქვეშაა და მუდამ "თიკა ჯამბურიას ყოფილ ქმრად" მოიხსენიებენ, ეს ყველაფერი გაწუხებთ?

მე და ბექა 14 წლიდან შეყვარებულები ვიყავით, ერთად გავიზარდეთ. მგონია, რომ ჩემზე კარგად არავინ იცნობს. ძალიან კარგად ვიცი მისი მინუსები და პლუსები. 18 წლის ვიყავით, როდესაც ოჯახი შევქმენით... ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, ნინა გაგვიჩნდა. სულ მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც მე მლანძღავს ბექასთან დაკავშირებით. ალბათ ვერ ხვდებიან, რომ ამდენწლიანი სიყვარულის შემდეგ, როდესაც გულს გატკენენ, ძალიან რთულია ეს ყველაფერი გადახარშო... თუმცა მთელი გულით მინდა ბედნიერი იყოს და ეს იყოს მისი ბოლო სიყვარული. ვუსურვებდი, უკეთესი მამა იყოს ნინასთვის, რომელსაც ის ძალიან უყვარს... და იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დავიბოღმე და მშურს ბექას ახალი ოჯახი, ეს დიდი სისულელეა. ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ მხოლოდ კარგი მინდა ბექასთვის, ისევე როგორც, ალბათ, მას... ჩვენ, ალბათ, აღარ შევრიგდებით და რომელი გადადგამდა ამ ნაბიჯს პირველი მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა. რაც შეეხება იმას, რომ "ბექა ჩემს ჩრდილქვეშ ცხოვრობს" ეს ჟურნალისტების მარაზმია... ჯობია, რომ ადამიანს შეარგოთ ბედნიერება და მე არ მახსენოთ, როცა მის შესახებ ახალ ინფორმაციას წერთ... ალბათ, ის რომ პოპულარული ადამიანის ყოფილი მეუღლე ხარ, საქართველოში, ჟურნალისტებისათვის ყველაზე საინტერესოა. მე ვღიზიანდები და ალბათ, ყველა მკითხველიც... გთხოვთ აღარ დაწეროთ ჩემი სახელი მის ახალ ოჯახთან ერთად, ნინა გვყავს და მასზეც იფიქრეთ. ის რაც ჯაჯანიძის შოუში ვთქვი, ეს ერთი და სხვა მრავალითქო, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. ნურავის ნუ ეგონება, რომ ეს იყო ბოღმა.


თქვენ პირადშიც ხომ არ არის სიახლე?

ჩემს პირადში არაფერი არ ხდება, ჯერ არც მეჩქარება. 24 წლის ასაკში არ მინდა მეორე ოჯახის შექმნა. მინდა ჯერ ვისწავლო და მყარად ვიდგე, როგორც ფინანსურად, ასევე პიროვნულად და ეს ყველაფერი, პირველ რიგში ნინასთვის. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნინა და მისი მომავალია.


წინ ზაფხულია, უკვე დაგეგმეთ სად და როდის დაისვენებთ?

მე და ჩემი მეგობარი ნუცა 5 აგვისტოს, 15 დღით იტალიაში მივდივართ და 15 დღე ბარსელონაში. ყველაზე მეტად ველოდები ამ დღის დადგომას. ეს იქნება მოგზურობა, რომელსაც ჩემს თავს ვჩუქნი.

ვუსურვოთ თიკას სასიამოვნო დასვენება, უღრუბლო ზეცა და ყოველივე საუკეთესო...

imageimageimage





0
1565
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0