რამდენიმე ზესაიდუმლო იარაღი,რომლის არსებობაც ძნელია დაიჯერო
2015, 15 ივნისი, 13:59
მეცნიერები და ინჟინრები ყოველწლიურად ახალ და ახალ გამოგონებებს გვთავაზობენ, იქნება ეს ჯაშუშური მოწყობილობა თუ ჯარისკაცის დაცვის საშუალება, ან თუნდაც ისეთი ფანატასტიკური იარაღი, რომელიც მეცნიერულ-ფანტასტიკურ ფილმებში თუ გვინახავს.1-რობოტი ცხოველები-მეცნიერებმა შექმნეს ორი რობოტი, ჯორი და ავაზა, მათი ფუნქციაა გადაიტანონ მძიმე შეიარაღება ძნელად მისადგომ ადგილებში, აღსანიშნავია, რომ რობოტი-ცხოველები უმალ რეაგირებენ ბრძანებაზე და სწრაფად ირჩევენ მარშუტს, "ავაზა-რობოტი" ნამდვილ ავაზაზე არანაკლებ სწრაფია.
2-ჭკვიანი სათვალე-როგორც ცნობილია პირველად ჭკვიანი სათვალე შეიმუშავეს Google-ში.თუმცა სამხედოებისთვის და პოლიცელებისთვის ჭკვიანი სათვალის მისი პრეზენატაცია 2014 წელს ბრაზილიაში შედგა.
სათვალეში ჩამონტაჟებულია მინი კომოპიუტერი, რომელსაც შეუძლია მოახდინოს პიროვნების ინდენტურობა, სკანირება და თვალი მაიდევნოს მისი გადაადგილების მარშრუტს.
3-ჯაშუში ბუზები, კოღოები და კოლიბრი-დრონები-ბუზი ყველაგან აღწევს, ამიტომ შეიქმნა ბუზი-ჯაშუშები, რომელბსაც უნარი აქვთ გადმოსცენ ვიდეოსიგნალი, ასევე კოლიბრი-დრონები არჭურვილი არიან მინიატურული ვიდეოკამერებით, რომლებიც შეუმჩნევლად შეიჭრებიან მტრის ბანაკში და გადმოსცემენ მათ მონაცემებს.
4-ტაზერი-აფეთქების ტალღა-ეს მოწყობილობა შეიქმნა 2008 წელს, გამოიყენება უკონტროლო ადამიანების დასაშლელად.ესაა სისტემა ელექტრო-კატრიჯებით, რომელიც ადამიანის პარალიზებას ახდენს 7-8 მეტრის რადიუსში პირდაპირი კონტაქტის გარეშე, ჰაერში გადაცემული იმპულსების საშუალებით.
5-პეტმენი-(PETMAN)-რობოტი, რომლსაც ახალი სამხედრო ფორმის ტესტირებისთვის იყებენ, გარეგნულად ადამიანს ჰგავს, დადის, ლაპარაკობს, თუმცა იგი სულ სხვა მიზნებისთვის არის შექმნილი, იმისთვის, რომ სამხედრო ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა.
6-უჩინმაჩინი ლაბადა-ლაბადას უნარი აქვს დააფიქსიროს ბუნების ლანდშაფტი და პეიზაჟი, შეეხამოს მას, გადაიღოს მისი ასლი და ზუსტად გაიმეოროს.
უჩინმაჩინი ლაბადას წყალობით სამხედროს შეუძლია "გაქრეს"იმ ტერიტორიიდან სადაც იმყოფება.
7-PHASR-ის შაშხანა-(Personnel Halting and Stimulation Response)აღჭურვილია ლაზერით, რომელიც ადამიანის დროებით დაბრმავებას და დეზორიენტიას იწვევს.გასროლის წინ შაშხანა თვითონ ითვლის მანძილს და სროლის სიმძლავრეს.
8- ADAPTIV-ით შენიღბვა-ახალი იარაღი შეიმუშავეს შვედეთში 2013 წელს, სისტემა ADAPTIV-ი გამოიყენება ტანკების შესანიღბად, სისტემის ამოქმედებისას ტანკი "ქრება" და ხდება "უჩინმაჩინი".
თუ გახსოვს 7 ნოემბერს გამოიყვანეს პიკაპები, რომლებზეც სატელიტური თეფშის მსგავსი დანადგარი იდგა, ნეირო-პარალიტიკური იმპულსების გენერატორები იყო და ადამიანში პანიკას იწვევს მისი მოქმედების რადიუსში მოხვედრისას. საინტერესოა სტატიაა.
ნეირო-პარალიტიკური იმპულსების გენერატორები იყო და ადამიანში პანიკას იწვევს მისი მოქმედების რადიუსში მოხვედრისას.
საინტერესოა სტატიაა.