სხვა ასასინები - ეს უნდა იცოდეთ! 2015, 14 ივნისი, 20:05 ასასინები (არაბ. حشيش, ḥašīš — სამკურნალო ბალახი, მცენარე, კანაფი; მრავლობითი ფორმიდან ჰაშიშიინ) — სამხედროისმაილიტური სექტა შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთში. ისინი ევროპაში ცნობილნი გახდნენ ჯვაროსანი მოლაშქრეების ჩანაწერებიდან და მოგვიანებით მარკო პოლოს მოგზაურობიდან. მათი მოღვაწეობის ხანა 1080-1270 წლებით შემოისაზღვრება…
ასასინების ორგანიზაცია ჯერ კიდევ VIII საუკუნეში გვხვდება. მათი აღმავლობა იწყება ძლიერი მმართველი ჰასან საბაჰის მიერ ციხესიმაგრის დაარსებით ალამუტში. გადმოცემით ასასინები კამიკაძეები იყვნენ. არსებობს გადმოცემა, რომ მბრძალებლის ერთი ხელის დაქნევაზე კლდიდან მცველი გადაეშვება უფსკრულში, რათა უცხოელ სტუმარზე შთაბეჭდილება მოეხდინა და ბატონისთვის ერთგულება დაემტკიცებინა. ასასინების ქმედებები გახდა რა მმართველი ჰასან საბაჰმა ასეთ ხერხს მიმართა, თავის რჩეულ ჯარისკაცებს იბარებდა სასახლეში და შემოქონდათ ღვინო. ცხადია სტუმრები აღშფოთდებოდნენ, რადგან ღვინო არ ესმევათ რელიგიის მიხედვით, მაგრამ ჰასან საბაჰმა არწმუნებდა მათ რომ ის არის თვით ალაჰისგან მოგზავნილი და მის სტუმრებს ნებადართული აქვთ რაც მოესურვებათ ის აკეთონ. ცოტა ხანში ღვინით და ჰაშიშით გაბრუებული სტუმრები იძინებდნენ და ისინი მაშინვე გადაყავდათ ულამაზეს ბაღში, სადაც მათ ქალები ელოდნენ, ღვთაებრივი სიმღერებით. ეს ქალები “მომსახურების” შემდეგ ისევ დაათრობდნენ სტუმრებს და მათ უკან აბრუნებდნენ ისევ ჰასან საბაჰის სასახლეში. ამ მოვლენების შემდგომ ასასინების ქვეყანაში დაიწყო თვითმკვლელობების სერია, ჰასან საბაჰი არ ელოდა ასეთ შემოტრიალებას და ამიტომ დაამატა, სამოთხეში მხოლოდ ის მოხვდება ვინც მე მიწამებს და ერთგულად მემსახურებაო. ალბათ აღარ არის გასაკვირი რატომ კვდებოდნენ სიხარულით მისი გულისთვის. თავიდან ასასინები არ იყვნენ შიიტი მუსლიმები, არამედ გახლდნენ სუფისტები (სუფიზმის მიმდევრები), ხოლოდ მოგვიანებით მიიღეს ოფიციალურად ისლამი ისიც თავის გადარჩენის მიზნით. ძალიან მჭიდრო კავშირში იყვნენ ტამპლიერებთან და მათთან ერთად იბრძოდნენ დამასკოს ასაღებად. მათ ლიდერი უშუალოდ თანამშრომლობდა ბოლდუინ II-სთან როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ასევე რელიგიურ საკითხებში. ქალაქი მასიაფი (სირია) ასასინების ფანატიკურობას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებდა. ალამუტში, მაგისტრს ჰქონდა ძალიან ლამაზი ბაღი, ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე. ასასინთა სექტაში გაწევრიანების მერე, ამ ახალ წევრს მოაწევინებდნენ ჰაშიშს, თვალებს აუხვევდნენ და ბაღში ჩასვავდნენ. ჰაშაშის ზემოქმედების ქვეშ მყოფს ყველაფერი ლამაზი ეჩვენებოდა, როდესაც ჰაშაში ზემოქმედებას შეწყვეტდა, ისევ გამოიყვანდნენ ბაღიდან და შემდეგ ეუბნებოდნენ, ეხლა ჩვენ შენ სამოთხე გაჩვენეთო. თუ მოკვდები რელიგიის გულისთვის შენ ამ სამოთხეში მოხვდებიო. ამის გამო ისინი ყველაფერს ჩაიდენდნენ. იცოდნენ სად მიდიოდნენ, იცოდნენ ის ნეტარება რომელსაც იქ განიცდიდნენ, ამიტომაც დიდი სიხარულით კვდებოდნენ. ასასინებს ერთი ტერიტორიული სახელმწიფო არ ჰქონიათ. ისინი ფლობდნენ ციხეებს სხვადასხვა კუთხებში, ციხეებს რომლებიც აკონტროლებდნენ სავაჭრო გზებს. ჰასან-იბნ-საბაჰი იბნ საბაჰი, იყო ისმაილიტი, რომელიც ნამყოფი იყო კაიროში -“ფატიმიდების ხალიფატის“ დედაქალაქში, მიიღო საჭირო ცოდნა და გამოცდილება მქადაგებლისა. 1080 წლისთვის მან შეაგროვა საკმარისი მომხრეები და მოწაფეები. 1090 წელს მან მოახერხა ალამუტის ციხის ხელში უბრძოლველად ჩაგდება.შემდეგ წლებში საბაჰის მომხრეებმა დაიპყრეს მთელი რიგი ციხე-სიმაგრეებისა რიდბარისა და კუმისეს ხეობებში. ასევე რამდენიმე სიმაგრე სირიის მთიან რაიონებში. ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ისმაილიტების სახელმწიფო, რომლის ისტორია შეწყდა 1256 წლისათვის მინღოლების დაპყრობებით… იბნ საბაჰმა ალამუთში დაამყარა მკაცრი ცხოვრების წესი. პირველ რიგში მან დემონსტრაციულად აკრძალა შარიათის ყველა კანონი.ამ კანონების შესრულებისთვის იყო სასჟელი-სიკვდილით დასჯა. მან აკრძალა ყველანაირი სიმდიდრის ქონება, მდიდრული სახლები, ტანასცმელი და სხვა… ამ კანონებს იქამდე მიჰყავდათ, რომ ყველანაირი სიმდიდრე კარგავდა აზრს(რაშ ჭირდებოდაღ სიმდიდრე თუ მას ვერ გამოიყენებდნენ?!). ამ ყველაფრით იბნ-საბაჰმა შეძლო შეექმნა შუა საუკუნეების უტოპია, რომელსაც არ იცნობდა ისლამური სამყარო და რომლის შესახებაც არ იცოდნენ ევროპელმა მოაზროვნეებმა… ასასინების სწორი სახელწოდებაა ჰაშიშინები ან ჰაშიშიუნები. ასასინ ამ სიტყვის ფრანგულ-ნორმანული ვარიანტია. ეს იყო მეომართა ისლამური სექტა, რომელიც წარმოიშვა მე-10 საუკუნის დასასრულს სელჩუკთა ხალიფატსა და ეგვიპტის საზღვრის მიდამოებში. დამაარსებელი იყო ვინმე ჰასან იბნ საბაჰი, იგივე “მთათა მოხუცი”, ერთდროს თანამდებობის პირი მალიქ შაჰის კარზე. თავისი დროისთვის უაღრესად განვითარებული, განათლებული და ამასთან ფანატიკოსი პიროვნება. სექტის მამოძრავებელი ძალა იყო ჰაშიში, რომელიც “მთათა მოხუცს” უკაცრიელი მთებიდან შემოჰქონდა მცირე რაოდენობით. ჰაშიშის 2-3 ულუფის შემდეგ ადამიანი ხდებოდა მთლიანად დამოკიდებული მისთვის შემდეგი დოზის მიმცემზე. დაინახა რა ასეთი ეფექტი, იბნ საბაჰმა გააფართოვა თავისი საქმიანობა, ამავე დროს ხელი მიჰყო თავისი ახალგამომცხვარი ჰაშიშინების მაღალ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დონეზე მომზადებას. ამან გამოიღო ისეთი შედეგი, როგორსაც არავინ ელოდა. ათი ჰაშიშინი უდრიდა 100 კაცზე მეტს. ჰაშიშინი ბრძოლიდან არ გარბოდა, რადგან მაშინ სამოთხეში ვერ მოხვდებოდა და შესაბამისად არც ჰაშიშს მიართმევდნენ იქ ვერცხლის კოვზებით. უკვე მიხრწნილმა “მთათა მოხუცმა” შექმნა ჰაშიშინების მთელი არმია და უპრობლემოდ დაიპყრო მთელი რიგი ციხესიმაგრეები, მათ შორის აუღებელი ალამუტიც, რომელიც საკუთარ რეზიდენციად აქცია. ამრიგად, ჰაშიშინები იქცნენ დამოუკიდებელ და ფრიად აგრესიულ პოლიტიკურ ძალად. ჰაშიშინების გულის მოგებას ცდილობდა ყველა სულტანი და ხალიფა, ვისაც თავში ჭკუა ქონდა და არ სურდა, ერთ დილასაც ღორივით დაეკლათ. მთათა მოხუცს მემკვიდრე არ დარჩა, მის მაგივრად არჩეულებმა კი იმდენი ტალანტი ვეღარ გამოიჩინეს და ამიტომაც ჰაშიშინების გავლენა შედარებით შემცირდა, თუმცა სექტა კვლავ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა. მთელი ოთხი საუკუნის განმავლობაში ჰაშიშინები ინარჩუნებდნენ მნიშვნელოვან გავლენას და დამოუკიდებლობას. ციხესიმაგრე ალამუტმა 400 წლის განმავლობაში 300 მეტ შეტაკებას გაუძლო. ბოლოს ისევ შიგნიდან გატყდა. ალამუტის დაცემით ჰაშიშინთა სექტამ დაკარგა მნიშვნელოვანი სამხედრო ერთეულის სტატუსი და მმართველ ხელისუფლებას დაექვემდებარა. ჰაშიშინები არ გადაშენებულან, ჰაშიშინების მიწისქვეშა სექტის და მსგავსი დაჯგუფებების შვილობილია ე.წ. „ალ ქაიდა“. ფორმალურად ისტორიაში ჰაშიშინებს ნინძების ისლამურ ვარიაციას უწოდებენ. ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან. მათი მთავარი იარაღი იყო მაჯაში ჩამალული დანა, რომელიც პრაკტიკული გამოსაყენებელი იყო. PS.ბოდიშს გიხდით ცოტა არასწორად თუა დაწერილი, ეს არის ასასინების ისტორიის მოსაზრება! 1777 14-ს მოსწონს
|